22 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე სამი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს:
მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა ბიუროს წევრებს 2025 წლის ბიუჯეტის 3 თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების ანგარიში წარუდგინა.
2.სკოლამდელი დაწესებულებების საქმიანობის ანგარიში წარადგინა (ა)იპ „ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორმა, თამარ ლაცაბიძემ, ანგარიშში – ყურადღება გამახვილდა მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე.
3.ბიურომ მოისმინა , საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ოთარ ლურსმანაშვილის მიერ წარმოდგენილი საკითხი
ხარაგაულის მუნიციპალტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 მარტის N 50/18 განკარგულების
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 5 მაისს გაიმართება. ბიუროს სხდომას , საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.