სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1233.JPG
18/06/2024 14:06

სალომე წარიაშვილი ახალგაზრდული ,,ოდეონის“ გამარჯვებულია

დღეს , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ლიტერატურულ კონკურსს  ,,ოდეონის" ახალგაზრდული ტურის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებული კონკურსანტები, ჟიურის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ლინა ბარათაშვილმა დაასახელა. თემაზე ,,ფესვები“  სამი საუკეთესო თხზულების ავტორი გამოვლინდა. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელად, საღანძილის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე , სალომე წარიაშვილი დასახელდა. სალომე წარიაშვილი: ,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ, იზა ვეფხვაძეს. ,,ოდეონი“ მართლაც არაჩვეულებრივი პროექტია. წერა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ამ პროექტით დიდი გამოცილება მივიღე.“ მეორე ადგილზე , დაბა ხარაგულის მეორე საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე მაგდა მიქაბერიძე დასახელდა. მესამე ადგილი ხვდა წილად ბორითის საჯარო სკოლის , VIII კლასის მოსწავლეს , ქეთი კურტანიძეს. ასევე დასახელდა ქალბატონი ლინა ბარათაშვილის რჩეული, ლიზი დევდარიანი , დაბა ხარაგაულის მესამე საჯაროს სკოლის XI კლასის მოსწავლე. იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიური  სამი საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად  10 დღის განმავლობაში მუშაობდა. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ პოეტი ლინა ბარათაშვილი, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ  – ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე. ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით ხარაგაულელი შემოქმედი მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ,,ოდეონი“  წელს მეორედ გაიმართა. კონკურსი 2 ივნისს, ღია სივრცეში , ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში ჩატარდა. კონკურსში  12-დან 22 წლამდე, 12 სკოლის 22 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. ლიტერატურული  კონკურსი ახალგაზრდული „ოდეონი“ წელს მეორედ გაიმართა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_7.png
18/06/2024 11:28

1 ივლისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

დღის წესრიგი 1.ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის,  განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                           მომხს: ირინე  ჩხეიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის   სამსახურის      ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                           მომხს: ნანა კიკნაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის განხილვა                                                                                                 მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი “ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                      მომხს: ინგა ლურსმანაშვილი     საკრებულოს თავმჯდომარე                                                 მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/448224159_877302291100755_6882389349997062518_n.jpg
17/06/2024 11:30

ჩაერთე კონკურსში - რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა

მიმდინარე წელს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, მართავს მცირე გრანტების კონკურსს. „რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს. საგრანტო კონკურსის საერთო ბიუჯეტია - 600 000 ლარი, ხოლო მაქსიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად არის - 15 000 ლარი. კონკურსის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადებს, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ფინანსურ/მატერიალურ მხარდაჭერას (ასეთის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი) და პროექტის ფარგლებში 6/14/2024 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო  დაგეგმილი აქტივობები შეესაბამება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიას ან/ და “სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026წწ.“ მიზნებს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადები მიიღება ყოველი თვის 13 (ცამეტი) რიცხვიდან 25 (ოცდახუთი) რიცხვის ჩათვლით, კონკურსის ბიუჯეტის ამოწურვამდე.   იდეები შეგიძლიათ გადააგზავნოთ ელ-ფოსტაზე: grants-1@youthagency@gov.ge კონკურსის მხარდამჭერია     გისურვებთ წარმატებებს!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/zxcvZv.JPG
14/06/2024 12:03

გედსამანიაში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაობი ინტენსიურად მიმდინარეობს

გედსამანიაში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაობი ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდილია სოფლის ცენტრალური გზა. ამჯერად სამუშაოები ჩადუნლების უბანში და სხვადასხვა ლოკაციებზე გრძელდება. ,,გედსამანია, ყველაზე აქტიურად ვითარდებოდა ამ  ბოლო წლებში. ეს ის სოფელია,  სადაც მიგრაცია არ შეინიშნება. სტიქიამ არ უნდა შეგვაშინოს, მაქსიმალურად ვცდილობთ გავატაროთ ყველა შესაბამისი ღონისძიება და სოფელი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. გაწმენდითი სამუშაოები სოფელში გრძელდება. ახლა ჩვენი მთავარი ყურადღება გადატანილია ჩადუნლების უბანზე, სადაც გზა ფაქტიურად გაუვალია. ამ ეტაპზე მთავარია გადაადგილება შესაძლებელი გახდეს. ჩვენ აუცილებლად შევისყიდით პროექტს, რომელიც ამ უბანში ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს. მინდა აღვნიშნო, რომ ზარალის ასანაზღაურებლად,  მოქალაქეებს ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დავეხმარებით. ყველას  უნდა ჰქონდეს იმედი, რომ  ამ გაჭირვებაში არ მივატოვებთ. გედსამანიას სჭირდება  საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრების და ხიდ-ბოგირების აღდგენა- შეკეთება,  რისთვისაც შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.” კობა ლურსმანაშვილი აქტიურ კომუნიკაციაშია სამხარეო ადმინისტრაციასთან, მთავრობის კანცელარიასთან, მაჟორიტარ დეპუტატთან   და შესაბამის სამინისტროებთან. როგორც მერი აცხადებს , დროული დახმარების მიღების მიზნით, მერია ყველა პროცედურას გადის, რომ მუნიციპალიტეტმა საჭირო და დროული ფინანსური დახმარება მიიღოს. კობა ლურსმანაშვილი: ,, ვვარაუდობთ,  კარგი მუშაობის პირობებში,  ზაფხულის პერიოდი, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესაძლებლობას მოგვცემს. წყალმოვარდნამ მართლაც დიდი ზიანი მიაყენა კერძო საკუთრებას, საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა - ნაგებობებს, ავტომობილებს, პირუტყვს, რომელიც ადიდებულმა  მდინარემ მოსახლოებას წაართვა.  მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური ტექნიკა და ცენტრალურ მაგისტრალზე მომუშავე ჩინური კომპანია. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. ვცდილობთ, ყველა პრობლემა რაც შეიძლება მალე იყოს აღმოფხვრილი. მუნიციპალიტეტი და მისი სამსახურები მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს და ყველა ერთად ჩართულნი ვართ სამუშაო პროცესში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, სახანძრო სამაშველო სამსახურის , როგორც ხარაგაულის, ისე იმერეთის განყოფილებას, რომელიც სტიქიის პირველივე წუთებიდან ჩვენს გვერდით იყო.“   სტიქია სოფელ გედსამანიაში, 11 ივნისის ღამეს მოხდა. მდინარე უხადურას ადიდებამ  სოფელში სტიქიური მოვლენები გამოიწვია. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ზარალი მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_6.png
14/06/2024 11:46

17 ივნისს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

სხდომაზე საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველ საკითხებს განიხილავენ. საკრებულოს მორიგი სხდომა 1 ივლისს გაიმართება.     საკითხთა ნუსხა   1.ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის,  განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                           მომხს: ირინე  ჩხეიძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის   სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                           მომხს: ნანა კიკნაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის განხილვა                                                                                                 მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი “ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                      მომხს: ინგა ლურსმანაშვილი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/12.png
13/06/2024 15:50

21 ივნისს, ხარაგაულის თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით ,,ბამბაზიის სამოთხე“ წარსდგება

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2024” მიმდინარეობს. საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს. წლევანდელ ფესტივალს მოლდოვასა და ლიეტუვას თეატრები უერთდებიან. 21 ივნისს  იმერეთის თეატრალურ ფესტივაზე, ხარაგაულის თეატრი  პრემიერით ,,ბამბაზიის სამოთხე“  წარსდგება.  სპექტაკლი აფხაზეთის ომის ტრაგედიას და ომით განადგურებული შვილმკვდარი დედების, ურთიერთგაგებას, ტკივილსა და მწუხარებას ეხება. ირინე ჩხეიძე: ,,გადავწყვიტეთ შევხებოდით ამ  დიდ ტრაგედიას და რთულ თემას. ვნახოთ როგორ გავართმევთ თავს. ვღელავთ უჩვეულოდ  და ველოდებით შეხვედრას ჩვენს საყვარელ მაყურებელთან.  აღსანიშნავია, რომ ავტორმა , ნინო სადღობელაშვილმა ეს პიესა გვაჩუქა და მას მოუთმენლად ველოდებით პრემიერაზე.“ სპექტაკლის რეჟისორია, ირინე ჩხეიძე. მხატვარი, გაიოზ შუბითიძე. მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ვასილ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, გიორგი ჭიპაშვილი. სპექტაკლში გამოყენებულია ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორის, ანუშკა ჩხეიძის მუსიკა. სპექტაკლი ხარაგაულელი მაყურებლისთვის , 24 ივნისს, 18 საათზე გაიმართება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1R8A3716_1.jpg
10/06/2024 18:05

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე მიიღო მონაწილეობა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე გახლდათ მიწვეული. ფორუმსს სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ თბილისის მერია მასპინძლობდა.  ფორუმზე, თემით ადგილობრივი ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში, ხარაგაულის მერი მოხსენებით წარსდგა. ფორუმი მასშტაბური ხასიათის გახლდათ, რომელშიც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დედაქალაქის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების მუნიციპალიტეტებიდან, მსოფლიო დონის ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ჩვენი თანამედროვეობის ძალზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები - ქალაქის ცხოვრებისა და საქმიანობისთვის უმნიშვნელოვანესი მოსაზრებები, ინიციატივები და რეკომენდაციები. გაიმართა დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიც არის: ჯანსაღი ქალაქი, განახლებადი ენერგია, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში სამოქალაქო ჩართულობა და თანამონაწილეობა, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება, დემოგრაფია, მიგრაცია, სიღარიბის დაძლევა, უსაფრთხო და კომფორტული გარემო, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი. კობა ლურსმანაშვილი: ,,მადლობას ვუხდი ფორუმის ორგანიზატორებს მიწვევისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმის შედეგები და მიღებული და გაზიარებული რეკომენდაციები დაგვეხმარება ქალაქების და მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარებისთვის სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.“ ფორუმი ქალაქ თბილისში მიმდინარე წლის 6-7 ივნისს გაიმართა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9835.JPG
10/06/2024 17:47

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

ხარაგაულის მერმა, ორშაბათის ტრადიციული თათბირი სოფლის მხარდამჭერ პროგრამაზე საუბრით დაიწყო. კობა ლურსმანაშვილმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, საკითხისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა მოსთხოვა.  სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე , მეწარმეებთან ხელშეკრულებების გაფორმება ივნისის თვეში ,ხოლო სამუშაოების განხორციელება სექტემბრის თვეში დასრულდება.   კობა ლურსმანაშვილი: ,,ეს ის პროექტებია, რომელიც მოსახლეობამ შეარჩია და შესაბამისად მათდამი მოლოდინი დიდია, ამიტომ ყველა პროექტი ვადებში უნდა დასრულდეს. “  ხარაგაულის მერიამ, სტიქიისაგან დაზარალებული 130 ოჯახისთვის დაზიანებული სახლების სახურავების სარეაბილიტაციოდ 410 ათასი ლარის, ხის და თუნუქის მასალები შეიძინა.  სამშენებლო მასალები თითოეულ ოჯახს უკვე გადაეცა. კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებს, სამუშაო პროცესისადმი ყურადღება და მონიტორინგი დაავალა. ,,თუ გვაქვს ოჯახები, ვისაც არ შეუძლია სამუშაოები განახორციელოს, გთხოვთ მოვახდინოთ მუნიციპალური ძალებით დახმარება, რომ მოქალაქეებმა იგრძნონ ადგილობრივი თვითმმართველობის თანადგომა“ .თათბირზე მერმა წარმომადგენლებთან ერთად უშუალოდ განიხილა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემური ქეისი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9454.JPG
06/06/2024 15:40

დღეს საგანმანათლებლო პროექტის ,,ერუდიტის“ ფინალი გაიმართა

დღეს ხარაგაულის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით, საგანმანათლებლო პროექტის ,,ერუდიტის“  ფინალი გაიმართა. ფინალში ხარაგაულის 22 საჯარო სკოლის გამარჯვებული მოსწავლე მონაწილეობდა. თამაშის პირველი ეტაპის შემდეგ სამი ფინალური მონაწილე შეირჩა, რომელთაგან გამარჯვებული ბლიც კითხვების შედეგად გამოვლინდა. საუკეთესო სამეულში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი  - ანა ტაბატაძე,      მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე მეორე ადგილი  - თამაზი ხაჩიძე, მეორე საჯარო სკოლის  მოსწავლე მესამე ადგილი - ანი ჭანკოტაძე, ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლე გამარჯვებულები და პროექტის მონაწილეები, მოსწავლეთა სახლის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, მარინა ვეფხვაძემ და პროექტის იდეის ავტორმა , მარიკა ხარატიშვილმა დააჯილდოეს. პროექტი მეორე წელია , რაც არსებობს და ის მოსწავლეებში, წახალისებას, მოტივირებას და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას ემსახურება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_1asd%20(1)_1.jpg
06/06/2024 14:07

ხარაგაულის მერია აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ ბორითში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 99.54 კვ.მ ფართის ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზნით , ხარაგაულის მერია აუქციონს აცხადებს.  ს/კ 36.03.41.024.01.500, საწყისი საპრივატიზებო ღირებულებით 24 900 ლარი.  წინასწარი შესატანი „ბე“-ს ოდენობა საწყისი საპრივატიზაციო საფასურის 30%. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ,,ბე“ ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;  „ ბიჯი“-საწყისი საპრივატიზაციო საფასურის 10%;  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გაფორმდება მუნიციპალიტეტის ქონების მმართველსა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის.  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი: 300283313 (არასაცხოვრებელი შენობების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი). აუქციონი 2024 წლის 4 ივნისს დღის 13.00 საათზე გამოცხადდა და 2024 წლის 13 ივნისს დღის 13.00 საათზე დასრულდება. ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე: eauction.ge .      
სრულად