სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5275.JPG
05/04/2024 17:34

ხარაგაულში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

კონფერენცია სახელწოდებით ,,ჰიპერურიკემია - არტერიული ჰიპერტენზიის დამოუკიდებელი რისკის ფაქტორი“ ხარაგაულის ბიბლიოთეკის ინოვაციის ცენტრში, ქართულ პოპულაციაში ჰიპერტენზიისა და მასთან ასოცირებული რისკების კვლევის ჯგუფის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჰიპერურიკემიასა და არტერიულ ჰიპერტენზიაზე მედიცინის მეცინიერებათა დოქტორმა , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარდიოლოგიის მიმართულების სრულმა პროფესორმა , თამაზ შაბურიშვილმა ისაუბრა. იმერეთის რეგიონში არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელებასა და მართვის მდგომარეობაზე მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა დალი ტრაპაიძემ, ჰიპეტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის წარმომადგენელმა საქართველოში. შეხვედრას ხარაგაულის პირველადი ჯანდაცვის ოჯახის ექიმები, ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ექიმები და სპეციალისტები ესწრებოდნენ. კონფერენციის მიმდინარეობისას დისკუსია გაიმართა და დარგის სპეციალისტებმა , კითხვა - პასუხის რეჟიმში, თემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან შეკითხვებს უპასუხეს. სამეცნიერო კონფერენცია ხარაგაულის საკრებულოს და მერიის მხარდაჭერით, საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის და ააიპ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის უშუალო ჩართულობით გაიმართა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4911.JPG
01/04/2024 14:20

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა

მერის წარმომადგენლებთან, კობა ლურსმანაშვილმა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე და მიმდინარე ინფრასქტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 2024 წელს ხარაგაულში 155 პროექტი განხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 890 ათასი ლარია. პროექტების განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტი 136 ათასი ლარის თანადაფინანსებას გასწევს. მერმა წარმომადგენლებს, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით , სოფლებში სასაფლაოების დასუფთავება და სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწესრიგება დაავალა. სამუშაოები სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ბენეფიციარების დახმარებით შესრულდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4858_2.JPG
01/04/2024 12:21

დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ირგვლივ ვრცლად ისაუბრა. ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს წევრების წინაშე ვრცელი განმარტება და კომენტარი გააკეთა ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახადების და ხარჯების  ნაწილში. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,ფაქტიურად, 2023 წელს ხარაგულის მუნიციპალიტეტმა მიიღო 24 739,4 ათასი ლარის შემოსულობები. შემოსულობების გეგმა შესრულებულია 103,4 %-ით. გეგმის ზევით მობილიზებულია 803,5 ათასი ლარი, ხოლო გასულ 2022 წელთან შედარებით მიღებულია 1 155,2 ათასი ლარით მეტი შემოსულობები.“ ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე  https://bit.ly/3TWrvwI საკრებულოს წევრებს  ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ საკითხი წარუდგინა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა. დღესვე, საკრებულომ  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების  და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და საკითხი დაამტკიცა. საკითხი საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარუდგინა. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 2024 წელს ხარაგაულში 155 პროექტი განხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 890 ათასი ლარია. პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტი 136 ათასი ლარის თანადაფინანსებას გასწევს. სხდომაზე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე  https://bit. ly/43NtqH9 კოლეგებს ანგარიში გააცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, მარინა ხვედელიძემ. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე   https://bit.ly/4avxkHr საკრებულომ დაამტკიცა ცვლილება, რომელიც ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილებაში შევიდა. ცვლილების თანახმად უსინათლოთა სოციალური პროგრამით მოსარგებლეებს , ყოველთვიური ფინანსური დახმარება 50 ლარიდან 70 ლარამდე გაეზრდებათ. საკრებულოს წევრებმა დღეს 8 საკითხი განიხილეს.   
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4790.JPG
28/03/2024 16:12

ხარაგაულში მინი ფეხბურთში, გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

დღეს, 28 მარტს ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის სპორტულ დარბაზში , მინი ფეხბურთში, გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. ტურნირი საჯარო სკოლის 2013-2014 წწ დაბადებულ მოსწავლეთა შორის ჩატარდა , სადაც მონაწილეობა დაბის N2, სასულიერო გიმნაზის, ვარძიის, კიცხის და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სასულიერო გიმნაზიის და დაბის N2 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ, მატჩი მეტად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, სადაც გამარჯვება სასულიერო გიმნაზიის გუნდმა, ანგარიშით 2:1 მოიპოვა. ტურნირის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ და სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ. ბომბარდირი: ანდრია კვინიკაძე საუკეთესო მოთამაშე : ანდრია კვინიკაძე საუკეთესო მცველი: ანდრია კამკამიძე საუკეთესო მეკარე: ნიკოლოზ ბექაური საუკეთესო თავდამსხმელი: გაბრიელ გურგენიძე  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fermeri.jpg
28/03/2024 11:00

მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტო  განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია.  იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას  საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). ახალი სახელმწიფო პროგრამაც სწორედ ფერმერთა  ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. ახალი პროგრამით  დაფინანსება შეუძლია მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება  მაღალმთიან დასახელებებში  მცხოვრები პირების მიერ შესაძენი მცირე ზომის (7 ცხ.ძ-დან)  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  ღირებულების 70%,  თანადაფინანსების ლიმიტი განსხვავებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმძლავრეების მიხედვით და არ აღემატება 2500 ლარს. სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები 2024 წელსაც  შეძლებენ. განაცხადების მიღება მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყება. აგრარული მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება მსხმოიარობაში შესული ბაღების რაოდენობა,   რაც ზრდის მოსავლის ამღებ ტექნიკაზე მოთხოვნას. სახელმწიფოს მიზანია, მეტი ფერმერის და აგრობიზნესში ჩართული პირისათვის იყოს ხელმისაწვდომი  მოსავლის ამღები თანამედროვე  ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს აგროვადების გათვალისწინებით მოსავლის აღებას და, შესაბამისად, მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში თანამედროვე ტექნიკის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა მოსავლის აღების პროცესს უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის. მიმდინარე წელს გაზრდილია მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ჯამური ბიუჯეტი. გასულ წელს,  გამოყოფილი იყო 7 მლნ ლარი, წელს ეს თანხა 10 მლნ ლარია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დიდია პროგრამით დაინტერესება, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტულობა  განისაზღვრა  ღირებულების 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 150, 000 ლარით.  პროგრამის ახალი პირობით, თანადაფინანსებით  ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენაც შესაძლებელია.  აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტის აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, ხორციელდება არაერთი პროგრამა, მათ შორის, ფერმერებისათვის სხვადასხვა სიმძლავრის, ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით. 2013 წლიდან დღემდე,  ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული,  440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია  შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება.   
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4687.JPG
27/03/2024 18:28

ხარაგაულში თეატრის საერთაშორისო დღეს ახალგაზრდებისთვის სპექტაკლი გაიმართა

ხარაგაულის თეატრი, უკვე ტრადიციულად, თეატრის საერთაშორისო დღეს - 27 მარტს, მუნიციპალიტეტის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის  სპექტაკლს მართავს. დღეს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ახალგაზრდებისთვის სპექტაკლი ,,დოდოს მოლოდინში“  ითამაშა. სპექტაკლზე დასწრება IX – XII კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი გახლდათ. ირინე ჩხეიძე (თეატრის რეჟისორი) ,,დიდი მადლობა სიყვარულისთვის ახალგაზრდებს , უკვე მესამე წელია ხარაგაულის თეატრი აღნიშნავს თეატრის საერთოროსი დღეს და უფროსკლასელებითვის თამაშობს სპექტაკლს“  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_23.png
27/03/2024 17:13

1 აპრილს საკრებულოს სხდომა გაიმართება

სხდომაზე საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხს განიხილავენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 01 აპრილის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1. ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ჰამლეტი ბერაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მარინე ხვედელიძე 4.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: მანანა ბარბაქაძე 5.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალურ ი დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე 6. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი 7, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ მომხს: კახაბერ გოლუბიანი 8. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ მომხს: პეტრე შარიქაძე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Untitled-1_2.jpg
27/03/2024 09:29

გაეცანით ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს

ხარაგაულის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გვსურს გაცნობოთ, რომ 2024 წლის 22 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის შესახებ დამატებითი განცხადება. სგშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - https://ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/ce31e2ef-816e-44dc-9171-dd06a8f52db4   დაგეგმილი საქმიანობის სგშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).   საზოგადოების შენიშვნების გათვალისწინების ფურცელი   შენიშვნების გათვალისწინების ფურცელი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1482407565_vakansia.png
26/03/2024 16:56

ხარაგაულის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე შიდა და დახურული კონკურსი ცხადდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე შიდა და დახურულ კონკურსს აცხადებს. კონკურსი შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე ცხადდება.   1.ადმინისტრაციული სამსახური, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე - 2.სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში. 3.ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში. 4.ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური, სოციალური დაცვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში. 5.ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური, ბავშვის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ჯანდაცვის საკითხებში.   ვაკანსიები გამოქვეყნებულია hr.gov.ge - ზე. 03/26/2024  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3733.JPG
25/03/2024 18:09

27 მარტს ხარაგაულში თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება

ხარაგაულის თეატრი უკვე ტრადიციულად ამ დღეს  მუნიციპალიტეტის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის  სპექტაკლს გამართავს. სპექტაკლი ,,დოდოს მოლოდინში“  27 მარტს, ოთხშაბათს, ?? საათზე გაიმართება. სპექტაკლზე დასწრება IX – XII კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალია.
სრულად