სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Capture_3.JPG
29/08/2024 17:42

ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წინასწარ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, სისტემური წესით ზომავს და არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, რომელთა აზომვა ვერ მოხერხდა მეპატრონეების ადგილზე არ ყოფნის ან/და სხვა მიზეზების გამო, სააგენტო აუცილებლად დაუბრუნდება ყველა დაურეგისტრირებელ/აუზომელ მიწის ნაკვეთს, სისტემური რეგისტრაციის გაწერილი გეგმა-გრაფიკის დასრულების შემდგომ. ხარაგაულში , სააგენტოს საველე ჯგუფების მუშაობა მიმდინარეობს ლაშის,  ბაზალეთის და სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. დღეს საველე ჯგუფები შევიდნენ ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ უბისასა და მაქათუბანში. ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი სამუშაოები მესაკუთრეების თანდასწრებით ხორციელდება.  პროცესი სრულად ელექტრონულად წარიმართება.  საამზომველო ჯგუფები შესაბამის ოქმებს ელექტრონულად შეავსებენ, შესაბამისად ტექნიკური ხარვეზები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საკუთრების უფლების საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობას სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას 2022 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს. ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) 3 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთები ეტაპობრივად აიზომება და და კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდება, რითაც შეიქმნება სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემთა ბაზა. ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://slr.napr.gov.ge/schedule საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. პროექტით სარგებლობა სრულიად უფასო არის. დამატებით გეგმა- გრაფიკს, დაგეგმილი აზომვითი სამუშაოების შესახებ, მერიის ოფიციალური გვერდის დახმარებით ეტაპობრივად გაცნობებთ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_16.png
29/08/2024 12:42

29 აგვისტოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს, 29 აგვისტოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2  საკითხი განიხილეს.  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მომხს: დავით კიკნაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს: დავით კიკნაძე   აღნიშნულ საკითხებს , საკრებულოს წევრები, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხვალ, 30 აგვისტოს განიხილავენ. 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_15.png
29/08/2024 12:16

30 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს: დავით კიკნაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მომხს: დავით კიკნაძე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე   აღნიშნულ საკითხებზე , დღეს 29 აგვისტოს, საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5856.JPG
26/08/2024 14:44

ხარაგაულის მერი, სოფელ ბორში საზაფხულო ბანაკის გახსნას დაესწრო

 ,,ერუდიტ ბანაკში" ხარაგაულის საჯარო სკოლებიდან 60 მოსწავლე ისვენებს. ბანაკის იდეა ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. კარვების ბანაკი ხარაგაულელი მოსწავლებისათვის 5 დღის მანძილზე გაგრძელდება და   26 აგვისტოს დასრულდება. ბანაკი ახალგაზრდებს ინტელექტუალურ და შემეცნებითი ხასიათის  აქტივობებთან ერთად გასართობ და სათავგადასავლო ხასიათის თამაშებს სთავაზობს.მოსწავლეებს  ჩაუტარდებათ საუბრები ხელოვნებაზე,   განხორციელდება კულტურული და სპორტული ხასიათის  ღონისიძიებები. ბანაკის პირველ დღეს, ახალგაზრდებს მერი ,  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა, კობა ლურსმანაშვილმა  ახალგაზრდებს უშუალოდ მოუსმინა და აღნიშნა , ის სრულიად სხვა ფორმატში  გეგმავს შეხვედრას მათთან. ,,ეს იქნება  შეხვედრა უშუალოდ თქვენთან, სადაც მე მოვისმენ თქვენ საჭიროებებს და ხედვებს, რომელიც  2025 წლის ბიუჯეტის ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობის დროს ასახული და გათვალისწინებული იქნება" - აღნიშნა მერმა საზაფხულო ბანაკის მიზანი , წარმატებული ხარაგაულელი ახალგაზრდების წარმოჩენა და წახალისება, ახალგაზრდებში  ცხოვრების ჯანსაღი  წესის დამკვიდრება, ექსტრემალურ სიტუაციებში გამოცდილების მიღება, თავისუფალი დროის ეფექტურად  გამოყენების შესწავლა, მოზარდებში  განათლების დონისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა  და პოზიტიური ემოციებისა  და განწყობის შექმნაა. პროექტის ორგანიზატორები არიან,  ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრი, სპორტისა და შიდა  ტურიზმის განვითარების ცენტრი, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების და სპორტის სამსახური.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6151.JPG
26/08/2024 14:37

სოფელ ბორში საზაფხულო ბანაკი საზეიმოდ დაიხურა

ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ,,ერუდიტ ბანაკში“ ხარაგაულის საჯარო სკოლებიდან 60 მოსწავლე ისვენებდა. მოსწავლეებმა ბანაკში საინტერესო, შემეცნებითი და მხიარული თავგადასავლებით სავსე 5 დღე გაატარეს. დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ახალგაზრდებს მერის პირველი მოადგილე ესტუმრა. ვარლამ ჭიპაშვილმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა , მათ კიდევ უფრო საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ესაუბრა და განვითარებისთვის მუდამ მზაობა და წარმატებები უსურვა. ბანაკის ბოლო დღემ მხიარულ გარემოცვაში ჩაიარა. პროექტის იდეის ავტორმა , მამუკა ჭიპაშვილმა , სიმბოლურ ჟიურთან ერთად გუნდების მიერ მომზადებული ნომრები შეაფასა და აქტიური ახალგაზრდები წამახალისებელი საჩუქრებით და დიპლომებით დააჯილდოვა. საზაფხულო ბანაკის მიზანი , წარმატებული ხარაგაულელი ახალგაზრდების წარმოჩენა და წახალისება, ახალგაზრდებში  ცხოვრების ჯანსაღი  წესის დამკვიდრება, ექსტრემალურ სიტუაციებში გამოცდილების მიღება, თავისუფალი დროის ეფექტურად  გამოყენების შესწავლა, მოზარდებში  განათლების დონისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა  და პოზიტიური ემოციებისა  და განწყობის შექმნა გახლდათ. პროექტი  ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის, სპორტისა და შიდა  ტურიზმის განვითარების ცენტრის, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და  მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_14.png
22/08/2024 13:08

2 სექტემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

  გაეცანით, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: პავლე კიკალიშვილი 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Capture%203.JPG
20/08/2024 19:08

როგორ გადანაწილდა ხმები პროექტებზე, მონაწილეობითი ბიუჯეტის კონკურსში

ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებული სამოქალაქო ბიუჯეტის კონკურსი დასრულდა. კონკურსში 7 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. სულ 4771 ხმა შემოვიდა.  ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა 17,0 % (810 ხმა) სოფელ საღანძილეში საბავშვო სკვერის მოწყობის იდეამ მიიღო. კენჭისყრის შედეგად მეორე ადგილზე 9,4 % - ით (448 ხმა) გადავიდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოფელ ბორითში ახალგზრდული სკვერის მოეწყობა. ხმების 9,2 % -ით (437 ხმა) მესამე ადგილი ერგო იდეას , რომელიც სოფელ ვახანში საჭიდაო მოედნის გადახურვას ითვალისწინებს.  მეოთხე ადგილზე 8,0 % -ით (384 ხმა) ვარძიაში გარე განათების ქსელის მოწყობის პროექტი გავიდა. გამარჯვებულ პროექტებს შორის მოხვდა სოფელ ღორეშაში საბავშვო სკვერის მოწყობის იდეა. აღნიშნულმა პროექტმა ხმების 7,9 % - ი (379 ხმა) დააგროვა.ხმების 7,6 % -ით (361 ხმა) გაიმარჯვა სარგვეშის წყაროს რეაბილიტაციის იდეამ. 6,2 % -ით (297 ხმა) გამარჯვებულია სპორტული მოედნის მოწყობის იდეა სოფელ ზარეში. ხარაგაულის მერია ულოცავს თითოეული პროექტის ავტორს და დაინტერესებულ მოქალაქეს თავისი იდეის გამარჯვებას. გამარჯვებული იდეების პროექტების შესყიდვას ხარაგაულის მერია უახლოეს პერიოდში განახორციელებს. მნიშვნელოვანია , გვაქვს მზაობა პროექტების განხორციელება წელსვე დასრულდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ხმის მიცემის ეტაპზე წელს აქტივობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც პროცენტული მაჩვენებლით 2-ჯერ აღემატება გასული წლის აქტივობას, რისთვისაც მადლობას ვუხდით, როგორც იდეის ავტორებს , ასევე მათ მხარდამჭერებს.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_13.png
19/08/2024 12:54

21 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

21 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხს განიხილავენ. დღის წესრიგი: 1 . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ომარ გაგოშიძისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შესწყვეტისა და ფრაქცია „ხარაგაულისათვის“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების ცნობად მიღების შესახებ მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ხარაგაულისთვის“ გაუქმებისა და ფრაქციის თავმჯდომარის ირმა ვეფხვაძის თანამდებობიდან განთავისუფლების ცნობად მიღების შესახებ მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 3. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 50 /69.692133728 განკარგულებაში ცვლილების შეტანის ცნობად მიღების თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N 29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩა N56. ა -ში მდებარე 35 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ 36.01.31.490 ა(ა)ი პ ,,ოუფენ ნეტს“ -ასთვის ს/ნ 404497790, პირდაპირი განკარგვის წესით 2 წლის ვადით უსასყიდლოთ, სარგებლობის უფლებით - იჯარის ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მარელისში ს/კ36.00.151 რეგისტრირებული 65 ერთეული ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე) საჰაერო ტრასით კაბელის გასატარებლად ა(ა)იპ ,,ოუფენ ნეტს“- სათვის ს/ნ 404497790 ელექტრო საყრდენის (ბოძების) იმ ნაწილის, რაც საპროექტო საჰაერო ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 2 (ორი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოთ, სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 8 „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N69. 6923362001განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მომხს: კახაბერ გოლუბიანი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5494.JPG
19/08/2024 12:36

დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა

სხდომას ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. მერის პირველმა მოადგილემ, ბიუროს წევრებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგები წარუდგინა და ახალი საბიუჯეტო ცვლილება გააცნო. საკრებულოს წევრებს საკითხები წარუდგინეს ასევე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ინგა ლურსმანაშვილი ესწრებოდნენ, რომელთაც საკრებულოს წევრებს თავიანთ სფეროს მიკუთვნებული საკითხები წარუდგინეს. ბიუროზე განხილულ საკითხებს საკრებულოს წევრები რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.   გაეცანით ბიუროზე განხილულ საკითხებს: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: პავლე კიკალიშვილი 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი   ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N 29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩა N56. ა -ში მდებარე 35 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო   დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ 36.01.31.490 ა(ა)ი პ ,,ოუფენ ნეტს“ -ასთვის ს/ნ 404497790, პირდაპირი განკარგვის წესით 2 წლის ვადით უსასყიდლოთ,   სარგებლობის უფლებით - იჯარის ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მარელისში ს/კ36.00.151 რეგისტრირებული 65 ერთეული ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე) საჰაერო ტრასით კაბელის გასატარებლად ა(ა)იპ ,,ოუფენ ნეტს“- სათვის ს/ნ 404497790 ელექტრო საყრდენის (ბოძების) იმ ნაწილის, რაც საპროექტო საჰაერო ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 2 (ორი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოთ, სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_12.png
16/08/2024 16:19

19 აგვისტოს ბიუროს სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 აგვისტოს ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა:  1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: პავლე კიკალიშვილი 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N 29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩა N56. ა -ში მდებარე 35 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ 36.01.31.490 ა(ა)ი პ ,,ოუფენ ნეტს“ -ასთვის ს/ნ 404497790, პირდაპირი განკარგვის წესით 2 წლის ვადით უსასყიდლოთ, სარგებლობის უფლებით - იჯარის ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მარელისში ს/კ36.00.151 რეგისტრირებული 65 ერთეული ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე) საჰაერო ტრასით კაბელის გასატარებლად ა(ა)იპ ,,ოუფენ ნეტს“- სათვის ს/ნ 404497790 ელექტრო საყრდენის (ბოძების) იმ ნაწილის, რაც საპროექტო საჰაერო ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 2 (ორი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოთ, სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
სრულად