სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ საქართველოს რკინიგზის პროექტის – „თბილისი-ბათუმის“ მაგისტრალის ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთის მოდერნიზაციის – ფარგლებში მიმდინარეობს ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე არსებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სკრინინგი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სკრინინგი მოიცავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის №2-192 ბრძანებით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ცვლილების შესწავლას, კერძოდ, პროექტში არსებული მექანიკური ხარვეზების (Shape file-ების) გასწორებასა და დაზუსტებას.
სკრინინგის განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/
შენიშვნების და მოსაზრებების წარდგენის ვადა: 2025 წლის 17 დეკემბერი
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №150
ელ.ფოსტა: eia@mepa.gov.ge
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიყენონ წარმოდგენილი ინფორმაცია და წარადგინონ თავიანთი შენიშვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე , შეგიძლიათ გაეცნოთ სკრინინგის ანგარიშს და თანდართულ დოკუმენტაციას