სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წამოიწყო სკრინინგის პროცედურა საქართველოს რკინიგზის თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შეფასების საჭიროების დასადგენად. სკრინინგი ეხება მოლითი–ხაშურის სარკინიგზო უბნის, მათ შორის სოფელ ზვარეს მიმდებარედ მდებარე კმ 20+760 – 23+060 მონაკვეთის, პროექტის მოდიფიკაციასა და უკვე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების გადახედვას.
აღნიშნული პროცესი დაკავშირებულია 2023 წლის 15 დეკემბრის №722/ს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების ცვლილების სკრინინგის განაცხადთან და ტარდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნების შესაბამისი წესით.
სკრინინგის განცხადება და სრულად თანდართული მასალები ხელმისაწვდომია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: ei.gov.ge
მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ საკონტაქტო არხებზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 eia@mepa.gov.ge
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მომზადების პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე გიზიარებთ შესაბამის დოკუმენტაციას