სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/dasd.jpg

საჯარო ინფორმაცია - ვახანისა და ზვარის საკადასტრო რუკები გამოქვეყნდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მიწის სისტემურ რეგისტრაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვახანისა და ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ამ პროცესის ფარგლებში: ჩატარებულია მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა; მომზადებულია საკადასტრო რუკები; შედგენილია მონაცემები მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების, მოსარგებლეებისა და იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება.

მოსახლეობას საკადასტრო რუკების ნახვა შეუძლიათ ონლაინ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე — napr.gov.ge  ან სისტემური რეგისტრაციის პორტალზე — slr.napr.gov.ge

ასევე იუსტიციის სახლში ან საჯარო რეესტრის ფილიალში

 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

საკადასტრო რუკების გამოქვეყნებიდან 1 თვის განმავლობაში მოქალაქეებს შეუძლიათ:

გადაამოწმონ საკუთარი მიწის ნაკვეთის მონაცემები;

საჭიროების შემთხვევაში მიმართონ საჯარო რეესტრს მონაცემების გადამოწმების ან დაზუსტების მოთხოვნით.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თუ გადამოწმების მოთხოვნა არ იქნება შეტანილი, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებები დარეგისტრირდება საკადასტრო რუკებზე ასახული მონაცემების შესაბამისად.

ყურადღება ,  ამ ინფორმაციის მიზანია მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა და მიწის საკუთრების მონაცემების საბოლოო დაზუსტება რეგისტრაციამდე.

 

 

ნანახია: 37 - ჯერ