სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/290818329_5222082464495653_3293407564385659134_n.jpg

პროექტი ,,ცოცხალი წიგნები“ კიცხს ეწვია

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის„ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, ამჯერად კიცხის თემს ეწვია.

 შეხვედრა კიცხის საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

პოეზიისა და ზოგადად, ლიტერატურის მოყვარულების წინაშე თავიანთი შემოქმედებით წარსდგნენ  მამუკა ჭიპაშვილი, იზა ვეფხვაძე, ვალერი გოგნაძე, გურამ სახვაძე, სპარტაკ ლაცაბიძე, ზეინაბ ბუაჩიძე, ჟუჟუნა კალანდაძე, დონარა ბერიძე და ნანუკა ჭანკვეტაძე.

დამსწრე საზოგადოებას  საკუთარი ლექსები და ზღაპრები გააცნო, პროექტის ყველაზე პატარა მონაწილემ, მეორეკლასელმა ანა ჭუმბურიძემ.

მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა და საღამო ცოცხალი მუსიკის ჰანგებით გააფორმა,  კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა,  ახლადშექმნილმა  ,,ხარაგაულის კვარტეტმა".

შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და როლზე.

აღინიშნა, რომ წიგნის პოპულარიზაციისთვის მსგავსი ტიპის აქტივობები სოფლებში აუცილებელი და საჭიროა.

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა კიცხის საბიბლიოთეკო განყოფილებას საჩუქრად წიგნები გადასცა.

წიგნები საჩუქრად გადაეცა ასევე კიცხის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას.

მამუკა ჭიპაშვილის განმარტებით, პროექტ ,,ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კვლავ გაგრძელდება.

ნანახია: 496 - ჯერ