სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0463.JPG

ხარაგაულში უკრაინელი გოგონა დაიბადა

ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილს გოგონა შეეძინა

ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილს ,რიტა დიაჩენკოს გოგონა შეეძინა.

მერის , კობა ლურსმანაშვილის დავალებით,  ხარაგაულის მერიის სახელით, პატარა ამალია დიაჩენკო სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანა თხელიძემ და ეკა რობაქიძემ მოინახულეს.

დიაჩენკოების ოჯახს, საკვები პროდუქტები და ბავშვისთვის აუცილებელი პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცათ.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ქალაქ  ნოვაია -კახოვკადან ჩამოსული ოჯახი, ვარძიაში მასპინძელ ოჯახში აგრძელებს ცხოვრებას.

შეხვედრისას, უკრაინელებმა ყურადღებისთვის უზომო მადლიერება გამოხატეს.

ხარაგაულის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს.

მერიის სოციალური სამსახური მუდმივ კონტაქტზეა ლტოლვილებთან და მათ სხვადასხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში აქტიურად ეხმარება.

 მერიის ორგანიზებით, უკრაინელების მხარდასაჭერად სხვდასხვა სახის აქტივობები კვლავ გაგრძელდება.

ნანახია: 808 - ჯერ