საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98.jpg
12/06/2020 11:43

სოფელ ხორითში საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მერიის ზედამხედვოლობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილთან ერთად,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორითში, ლიპიღელეზე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაათვალიერა. ხიდის მშენებლობა სტიქიის ფონდის მიერ 33 429 ლარით დაფინანსდა, რომელზეც სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. სოფელ ხორითში აღნიშნულ მონაკვეთზე ხიდი არასდროს ყოფილა, რაც საკმაოდ საფრთხის შემცველი გახლდათ. წვიმების შედეგად მოდიდებული ლიპიღელე პრობლემებს უქმნიდა როგორც მოსახლეობას, ასევე ავტომობილების გადაადგილებას.  გარდა ამისა, ხორითის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იყო მკვეთრი მოსახვევი და მაღალი გამავლობის მანქანებს უჭირდათ გადაადგილება,  ამ დროისთვის გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გასწორდა და პრობლა აღმოიფხვრა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/103154037_2786887051558450_388845424496116946_o.jpg
12/06/2020 11:29

ღუდუმექეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერა

სოფელ ღუდუმექეთში ცენტრალური გზის (900მ) რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ღუდუმექეთში, პირველ ეტაპზე, სასოფლო გზის 1კმ-მდე მონაკვეთი კეთილმოეწყო.   მეორე  ეტაპის  რეაბილიტაცია კი ივნისის ბოლოს დასრულდება. პროექტზე მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერა. მისი განმარტებით ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაცია  რეგიონალური განვითარების ფონდიდან 154 696 ლარით დაფინანსდა. გზა ყველა სოფელს პროექტის ფარგლებში, ხარაგაულში 19 სოფლის გზის რეაბილიტაცია იგეგმება.  შეგახსენებთ, რომ 2020 წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხარაგაულში  4 464 485 ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazificireba.jpg
09/06/2020 11:33

სოფელ ვარძიის გაზიფიცირება იწყება

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის გაზიფიცირების მიზნით ტენდერი გამოცხადდა!  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ტენდერი 8 ივნისს გამოაცხადა, წინდადებების მიღება 29 ივნისს დასრულდება! ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს მიმდინარე წელს დაიწყებს.   სოფლიდან მიგრაციის შესაჩერებლად, უმნიშვნელოვანესია სასოფლო გზების მოწყობა და ბუნებრივი აირით მომარაგება. სწორედ ეს პრიორიტეტები განსაზღვრა სახელმწიფომ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, ეტაპობრივად ხორციელდება. ვარძიაში სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირით 530 აბონენტი ისარგებლებს!  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0160.JPG
08/06/2020 16:52

საქარიქედის გაზიფიცირებისთვის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქარიქედის გაზიფიცირებისთვის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. საქარიქედზე სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირით 150-მდე აბონენტი ისარგებლებს. მიმდინარე წელს ხარაგაულში საქარიქედის და ფარცხნალის გაზიფიცირებისთვის სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. გასულ წელს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები ჩატარდა სოფელ კიცხსა და ლაშეში, რომლის გამრიცხველიანება, მიმდინარე წლის ზაფხულზე დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება. დღეის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირით ექვსი სოფელი - ისლარი, თეთრაწყარო, ჩხერი, ბაზალეთი, ახალსოფელი და ჯაფაროული სარგებლობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/78696679_264708268102556_8980889526331244544_n.jpg
08/06/2020 10:03

კიცხში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპლიტეტის სოფელ კიცხში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს! 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.  კიცხის საუკუნოვანი საჯარო სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და ფაქტობრივად იქ სწავლის გაგრძელება მოსწვლეებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა! პროექტის მიხედვით, მოხდება ასევე საჯარო სკოლის ეზოს სრული რეაბილიტაცია და კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა.  სკოლის ახალი შენობის დასრულებამდე კიცხის სკოლის მოსწავლეები თეთრაწყაროს სკოლაში განაგრძობენ სწავლას! პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს! სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0138.JPG
05/06/2020 10:24

კიცხში რაგბის სტადიონი აშენდება

ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა 4ივნისს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში სოფელ კიცხში აშენდება რაგბის სტადიონი, სადაც მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ტრიბუნით და საშხაპე კაბინებით. ახალი სარაგბო სტადიონი მომავალში შეძლებს უმასპინძლოს რეგიონულ ტურნირებს და ფესტივლებს. ხარაგაულელ ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ რაგბს, პროფესიონალურ დონეზე და შემდგომში მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში, თავდაპირველად სამოყვარულო დონეზე. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას მერიის ხელშეწყობით საქართველოს რაგბის კავშირი დააფინანსებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0027.JPG
02/06/2020 16:34

ლეღვანში ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა

ხარაგაულის სოფელ ლეღვანში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა.  ხიდის სიგრძე 24 მეტრია, სიგანე 5,6 მეტრი, საავტომობილო ხიდს აქვს გამყოფი ლითონის  ბორდიურით გამოყოფილი საფეხმავლო ტროტუარი! ორმალიანი ხიდის მშენებლობა სტიქიის ფონდიდან 419 973 ლარით დაფინანსდა! მდინარე ლეღვნულაზე სოფლის საჯარო სკოლისკენ გადასასვლელი ხიდი გასული წლის სტიქიის შედეგად დაზიანდა! ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1181.JPG
02/06/2020 14:47

ხარაგაულში 111 მრავალშვილიანი ოჯახი პურის ფქვილს მიიღებს

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ხარაგაულის მერიას ავტობანის (ჩუმათელეთი-ხევი (F1)მონაკვეთი)) მშენებელი ჩინური კომპანიის „China State Construction Engineering Corporation Limited”) წარმომადგენლებმა პურის ფქვილი გადასცეს. მერიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, პურის ფქვილი მრავალშვილიან ოჯახებეზ განაწილდა! 25 კგ-იანი შეფუთვით ფქვილს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 111 მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს! პურის ფქვილის დაფასოებასა და გაცემაში მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრები იღებენ მონაწილეობას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1156.JPG
29/05/2020 11:56

ჩხერის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხერში სასოფლო გზის 1 100 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დაიწყო!  საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას კომპანია „მეკა“ 300 027 ლარად შეასრულებს! ბეტონის საფარის მოწყობა რკინა-ბეტონით მიმდინარეობს, გზის სიგანე 3 მეტრია. ჩხერის გზის პროექტი გარდამავალია, მომავალ წელს გზის დაგება ე.წ. „მელისკარის“ უბნისკენ გაგრძელდება. „სოფელ ჩხერში ხარაგაულიდნ გზა ორი მიმართულებით მიდის, ერთ მხარეს ბეტონის საფარი 2017 წელს დავაგეთ, წელს მეორე მხრიდან კეთდება. მალე ჩხერის მოსახლეობა კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას. გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობისთვის“ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, რომელიც სოფელ ჩხერში საგზაო ინფრასტრუქტრის მშენებლობას გაეცნო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/82589226_2659465034300653_5568445019322318848_o.jpg
28/05/2020 14:37

ხარაგაულში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

დაბა ხარაგაულში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. დაიწყო საკალთბურთო მოედნის მშენებლობა, რომლის მიმდებარედ ღია სივრცეში მოეწყობა ასევე, მცირე სკვერი და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები! პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე, საფეხბურთო მოედანს.  სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის წარმომადგენელი დაბა ხარაგაულში ბაქარ ბარბაქაძე. პროექტის ღირებულება 247 505 ლარია და სამუშაოებს შპს „დანი კონსტრაქშენი“ ასრულებს!  სახელშეკრულებო ვადებით ინფრასტრუქტურის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება!
სრულად