საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0027.JPG

ლეღვანში ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა

ხარაგაულის სოფელ ლეღვანში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. 

ხიდის სიგრძე 24 მეტრია, სიგანე 5,6 მეტრი, საავტომობილო ხიდს აქვს გამყოფი ლითონის ბორდიურით გამოყოფილი საფეხმავლო ტროტუარი!

ორმალიანი ხიდის მშენებლობა სტიქიის ფონდიდან 419 973 ლარით დაფინანსდა!

მდინარე ლეღვნულაზე სოფლის საჯარო სკოლისკენ გადასასვლელი ხიდი გასული წლის სტიქიის შედეგად დაზიანდა!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო!

ნანახია: 2468 - ჯერ