საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/116303965_2836403883273433_6106670723610191876_n_1.jpg

კალათბურთის მოედნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

 დაბა ხარაგაულში ღია ტიპის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საკალათბურთო მოედნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამჟამად მოედანზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მცირე სკვერისა და ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა.

დღეს ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, თეიმურაზ ჩხეიძე და მერის წარმომადგენელი დაბა ხარაგაულში ბაქარ ბარბაქაძე.

სამუშაოებს შპს "დანი კონსტრაქშენი" ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 247 505 ლარს შეადგენს.

ნანახია: 1900 - ჯერ