საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%A4%E1%83%93%E1%83%A7%E1%83%B0%E1%83%A3.jpg

ხარაგაულში სამხატვრო პლენერი "გამა-2020" ჩატარდა

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით, სამხატვრო პლენერი „გამა-2020 “ დღეს საზეიმოდ დაიხურა,

პლენერში მონაწილე მხატვრები ორი დღის განმავლობაში ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომლებიც, ტრადიციულად ხარაგაულში ლიტერატურულ თეატრში დარჩება.

ღონისძიების ორგანიზატორის, ქალბატონ იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, პლენერი „გამა“ წელს გასცდა საქართველოს მასშტაბებს და მასში მონაწილეობა საზღვარგარეთ მყოფმა ქართველმა მხატვრებმაც მიიღეს, რომლებიც ღონისძიებას დისტანციურად შემოუერთდნენ და ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს.

პლენერ „გამას“ ჩატარება ხარაგაულში თავისი არსებობის ხუთ წელს ითვლის.
ამ ხნის მანძილზე ათეულობით ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის დიდი შენაძენია.

პლენერის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

პლენერში მონაწილე მხატვრები სამადლობელი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

იზა ვეფხვაძემ პლენერის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბახვა სამხარაძეს, რომელიც გახლდათ გამა-2020 მასპინძელი და მამა პეტრეს(კურტანიძე).

ნანახია: 2498 - ჯერ