საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/122013209_2915311145382706_7667657483663206398_o.jpg
27/10/2020 09:02

ანგარიში ხალხს-რა გაკეთდა ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში

ხარაგაულის ცენტრიდან ერთ-ერთი ახლომდებარე ადმინისტრაციული ერთეულია-ლაშე. სოფელი, რომელიც მდიდარია თავისი ისტორიული წარსულითა და არქეოლოგიური აღმოჩენებით. სწორედ ამ მშვენიერ ადმინისტრაციულ ერთეულზე წარმოგიდგენთ რუბრიკას "რა გაკეთდა" და ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს გაგაცნობთ, რომლის საშუალებითაც სოფლის მოსახლეობას პრობლემები ნაწილობრივ მოუგვარდა. ლაშის ადმინისტრაციული ერთეული ხარაგაულიდან 5 კილომეტრში, მდინარე ჩხერიმელას ხეობაში, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მიმდებარედ მდებარეობს. ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ხუთი სოფელი: ლაშე, უჩამეთი, ლაშის იგორეთი, ღვერკი და ხემაღალი. მოსახლეობის რაოდენობა 900 ადამიანს შეადგენს. სოფელი ლაშე ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVI-საუკუნეში სახელწოდებით როგორც - მლაშე. აღნიშნული სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ვერძის ქანდაკება, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით VII-V საუკუნეებით თარიღდება. ასევე ლაშის ტერიტორიაზეა შემორჩენილი, უძველესი, პალეოლითის ხანის დროინდელი "დევისხვრელი", რომელიც სოფელი უჩამეთის ტერიტორიის მახლობლად, ხანდების კლდეში მდებარეობს. გასულ წელს ლაშის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ასევე ცარცული პერიოდის მოლუსკები. სოფელს ხემაღალი ალბათ იმ ტერიტორიაზე ტანმაღალი ხეების არსებობის გამო დაარქვეს. ლაშის ადმინისტრაციული ერთეული ბუნებრივი წიაღისეული სიმდიდრით არ გამოირჩევა, თუმცა სოფელ ღვერკში არსებობს მარმარილოსებრი კირქვის საბადო. სოფელ ლაშეში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, რომელიც ერთ-ერთი უძველესია ხარაგაულში. სკოლა მეცენატი მღვდლის, სიმონ მჭედლიძის ინიციატივით აშენებულა. სოფელში ადგილობრივი მაცხოვრებლები მეფუტკრეობას, მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევენ. ლაშეში მრავალი წლის წინ გამოყავდათ რუხი ფუტკრის იშვიათი ჯიში. მაშ ასე, რა გაკეთდა ლაშის ისტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ ლაშეში მოეწყო ბეტონის გზა, რამდენიმე მონაკვეთზე, რომელმაც საერთო ჯამში 5 კილომეტრზე მეტი შეადგინა. იგორეთში მოეწყო სასმელი წყლის სისტემა კვირიკაშვილების უბანში, გაკეთდა სათაო და წყლის შემკრები ავზები; სოფელ ლაშეში მიმდინარეობს გაზიფიცირება, რის შემდეგაც ბუნებრივი აირით 120 მოსახლე ისარგებლებს. ასევე, სრულდება საავტომობილო ხიდის მშენებლობა, მდინარე ჩხერიმელაზე, რომელიც ორ სოელს უკავშირდება. სოფელ იგორეთში დაიგო ბეტონის გზა 2 450 მეტრზე; ლაშეში მდინარე ჩხერიმელაზე მოეწყო საფეხმავლო ხიდი. სოფელ იგორეთში კვირიკაშვილების უბნისთვის შეიძინეს წყლის ტუმბო. იგორეთში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოწესრიგდა შიდა საუბნო გზები. იგეგმება 2 500 მეტრზე საქარიქედი-იგორეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონება. სოფელ ხემაღალში მობეტონდა 3 კმ-მდე ცენტრალური და საუბნო გზები. მობეტონდა 2 კმ საუბნო და ცენტრალური გზა სოფელ ღვერკში. უჩამეთში 1 300 მეტრზე მობეტონდა სოფლის ცენტრალური და საუბნო გზა. დამონტაჟდა გარე განათების სისტემა ხემაღალში. ასევე, სოფელ უჩამეთში მოეწყო გარე განათება;
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94.jpg
19/10/2020 14:14

ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე სოფლის წამომადგენლებს შეხვდა

ხარაგაულის მერიაში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება იყო. ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ჩხეიძემ წარმომადგენლებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. ასევე აღნიშნა, რომ მაქსიმალურად გააკონტროლონ სოფლებში არასაჭირო მობილობა, თავშეყრა და ხალხმრავალი ღონისძიებები.  ისაუბრეს ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესახებ. დღეის მდგომარეობით, მცირე პროექტები დარჩენილია რამდენიმე სოფელში თუმცა წლის ბოლომდე მათი დასრულება მოხდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90.jpg
19/10/2020 14:03

ჩინური კომპანია სამუშაოდ იწვევს მუშა-ხელს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხევი-უბისას (F2) მონაკვეთზე ავტობანის მშენებელი კომპანია "Building of Hunan Road & Bridge Construction Group" სამუშაოდ იწვევს მუშა-ხელს. სამუშაო საათები - 08 საათიდან 18 საათამდე. კომპანიას ამ ეტაპზე ესაჭიროება სატვირთო ავტომობილის მძღოლები და ექსკავატორის ოპერატორები! დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიაკითხოთ სოფელ ბორითში სამშენებლო ჯგუფის ოფისს ან სამუშაო საათებში დარეკოთ ნომერზე +995568686233 ლელა გოგოლაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_24.jpg
15/10/2020 09:45

ხარაგაულის თეატრმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ თეატრალური წარმოდგენა გამართა

 პანდემიის პირობებში თეატრებისთვის ახალი სივრცე იბადება - ღია, თავისუფალი, თანაბარი სივრცე  სადაც, მსახიობებსა და მაყურებელს შორის კიდევ უფრო ახლო კონტაქტი მყარდება. თეატრალური ხელოვნების აღქმა კი, უფრო მარტივი ხდება. ხარაგაულის სახალხო თეტრმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, „დარისპანის გასაჭირი“ მუზეუმის ეზოში, თვისუფალ სივრცეში ითამაშა. თეატრი წელს 120 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2020 წლის იმერეთის თეატრალურ ფესტივალს ხარაგაულის საუკუნოვანი თეატრი სწორედ ამ სპექტაკლით გახსნის. თეატრის რეჟსორის ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, დასი ახალ სპექტაკლზე მუშაობს და მოუთმენლად ელოდება მაყურებელთან შეხვედრას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98.jpg
15/10/2020 09:36

რა გაკეთდა მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში

მოლითის ადმინისტრაციული ერთეული თავისი რვა სოფლით ჩხერიმელას ხეობაში ურთულეს რელიეფზე მდებარეობს. მოლითი, ბაბი, ქვები, ჭარტალი, ნებოძირი, ბეჟათუბანი, ანიულა და დეისი - ეს ის სოფლებია, რომლებიც მოლითის თემშია გაერთიანებული და რომელთა უმეტესი ნაწილი განსაკუთრებულად მიგრაციულია. მაგალითად, სოფელ ჭარტალში მასობრივი მიგრაციის შედეგად, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 12 ოჯახია დარჩენილი. ასევეა სოფლები ბაბი, ქვები, დეისი, ბეჟათუბანი. ბოლო 20 წლის მანძილზე ამ სოფლებში ათეულობით სახლი დაიკეტა. რაც შეეხება სოფელ ანიულას, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ანიულადან მოსახლეობის ნაწილი განსახლებაში მოყვა, რის გამოც, ფაქტობრივად, სოფელმა სახე იცვალა, თუმცა ის სოფლის სტატუსს მაინც ინარჩუნებს, რადგან რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლად მაინც დარჩა. მიუხედავად ამისა, მოლითის თემში არის მჭიდროდ დასახლებული სოფლებიც, როგორიცაა ნებოძირი და მოლითი. ამ თემის მოსახლეობა ძირითადად რკინიგზით სარგებლობს და ადგილობრივების გარკვეული ნაწილიც სწორედ რკინიგზაშია დასაქმებული. მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად მიმდინარეობს საუკუნის პროექტი, კერძოდ ძირულა-მოლითი-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიან გზის მშენებლობა. რა გაკეთდა შვიდი წლის განმავლობაში მოლითის ადმინსიტრაციულ ერთეულში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ამ ხეობის მოსახლეობა ამას ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკის ფარგლებში მოგიყვებით.   სოფელ მოლითი ცნობილი იყო მარმარილოს კირქვით, რომლითაც მოპირკეთებულია მოსკოვისა და თბილისის მეტრო სადგურები. 1986-88 წლებში ხდებოდა აღნიშნული მარმარილოს ბლოკების გაგზავნა იაპონიაში. სოფელ მოლითში ზედა და ქვედა უბანში აშენდა სარიტუალო სახლები. სოფელში დამონტაჟდა გარე განათება; მოეწყო წყლის სისტემა. გამოცხადებულია ტენდერი სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის მიზნით. ასევე მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად შეძენილ იქნება წყლის მილები. სოფელ დეისში მობეტონდა 1.5 კმ-მდე ცენტრალური გზა. აღნიშნული გზაზე სამუშაოების გაგრძელების მიზნით ტენდერი გამოცხადებულია. დეისში ასევე დაგებულია მეორე მიმართულებით 600 მეტრი გზა. სოფელში მოიხრეშა საუბნო გზები; მოეწყო ახალი წისქვილი; აიგო ორი საცალფეხო ხიდი; საუბნო გზები შეკეთდა ასევე სოფელ ჭარტალში და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის წისქვილს. ცენტრალური გზა დაიგო სოფელ ნებოძირში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ამ სოფლის მოსახლეობისთვის. აღნიშნულ გზაზე მოეწყო გარე განათების სიტემა. სოფელში გაკეთდა წყლის სათავე ნაგებობა, შემოიღობა სასაფლაო და მოეწყო თავშეყრის ადგილი. სოფელ ქვებში შემოიღობა ორი სასაფლაო, ბეტონის საფარი დაიგო 2 კმ-მდე მონაკვეთზე, გზაზე მოეწყო დაცურების საწინააღმდეგო ბაგირები. დამონტაჟდა გარე განათება. სოფელ ბეჟათუბანში მოიხრეშა ცენტრალური და საუბნო გზები, შემოიღობა სასაფლაო და მოეწყო თავშეყრის ადგილი; სოფელ ბაბში აშენდა სარიტუალო დარბაზი, მობეტონდა სოფლის 700 მ გზის მონაკვეთი. დამონტაჟდა გარე განათება. სოფელ ანეულაში დასასრულს უახლოვდება გარე განათების დამონტაჟების სამუშაოები; მოსახლეობის მოთხოვნით სასაფლაოზე მოეწყო თავშეყრის ადგილი. ზემოთ აღნიშნული სოფლების მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებით და მესაქონლეობითაა დაკავებული. ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის შემდეგ რომელიც ახლა აქტიურ ფაზაშია, მნიშვნელოვნად და საგრძნობლად შეიცვლება ჩხერიმელას ხეობის სოფლების მდგომარეობა და ხეობის ეს სოფლები ძველ სიოცოხლეს დაიბრუნებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98.jpg
15/10/2020 09:29

რა გაკეთდა ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში

დღეს პარასკევია და ამჯერად მოგიყვებით რა გაკეთდა ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში. ვახანის ადმინისტრაციული ერთეული ჩხერიმელას ხეობაში, მდინარე ვახანის წყლის მარცხენა მხარეს, ხარაგაულიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. ვახანის თემში გაერთიანებულია სოფლები სერბაისი, ვახანი და ზედუბანი. ტოპონიმ „ვახანის“ შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: სოფელს ხშირად ესხმოდნენ თავს თურქები. ერთ-ერთი შემოსევის დროს ხალხს დაუძახნია: „ვაი, ხანი ისევ მოდისო“ და სოფლის სახელწოდება ვახანი აქედან წარმომდგარა. სწორედ ამიტომ გადმოჰყურებს სოფელს ვახანის ციხე, სადაც დიდ ქართველ მეფეს, დავით აღმაშენებელს ღამე გაუთევია. ადმინისტრაციულ ერთეულში არის, ასევე, ორი ულამაზესი სოფელი: სერბაისი, რომლის სახელიც სოფელში არსებულ რამოდენიმე ერთმანეთისაკენ მზირალ სერს უკავშირდება, რომლებიც თითქოს ერთმანეთში ბაასობენო. ზედუბანი კი დიდ გორაზეა გაშენებული და მას „ზედა უბანს“ უწოდებდნენ, საიდანაც მისი ახლანდელი სახელწოდება „ზედუბანი“ წარმოიშვა. მაშ ასე, რა გაკეთდა ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2013 წლიდან დღემდე? სოფელ ვახანის ცენტრში, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც გათვლილია 25 აღსაზრდელზე, დასაქმებულია 6 ადგილობრივი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახანის ცენტრალურ გზას 2 500 მეტრზე. გამოეყო ფართი და გადაეცა საჭიდაო ინვენტარი სოფელში არსებულ ქართული ჭიდაობის ჯგუფს. ტრადიციულად „ვახანლობის“ დღესასწაულზე გამართული კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ღია ცის ქვეშ, სოფლის ცენტრში მოეწყო ინფრასტრუქტურა. სოფლის ცენტრალური გზის მეწყერულ მონაკვეთზე, რომელიც დიდთოვლობისა და ძლიერი წვიმების შედეგად, ფაქტობრივად, გაუვალი ხდებოდა მოეწყო გაბიონი და დაიგო ბეტონის საფარი. აშენდა ორი ახალი ხიდ-ბოგირი, სოფელ სერბაისში. დასრულდა სოფელ სერბაისში ცენტრალური გზაზე ბეტონის საფარის დაგება. ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სტიქიით დაზიანებული გზები მოიხრეშა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახანი-ქვების დამაკავშირებელ ხიდს, მდინარე ვახანულაზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სერბაისში და ვახანში ელაზნაურისა და სახერხის უბნებში მოიხრეშა და მოიტკეპნა საუბნო გზები. კეთილმოეწყო სარიტუალო სახლი სოფელ სერბაისში მობეტონდა ვახანის-წყლიდან სოფელ ვახანამდე მისასვლელი გზა. შეკეთდა მხატრიშვილების უბნიდან ცუცქირიძეებისა და სოფ. ქვების დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზა. ამ ეტაპზე სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სოფელ ვახანში ორი წყლის სათავე ნაგებობა და გარე განათების სისტემა ეწყობა. ასევე, სოფელ სერბაისში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მოეწყობა ბეტონის გზა, გარკვეულ მონაკვეთზე. ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში 2020 წლის მონაცემებით შვიდასამდე ადამიანია რეგისტრირებული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/119653277_2883799181867236_3684713684151198113_o.jpg
13/10/2020 16:33

რა გაკეთდა საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში

ხარაგაულიდან ჩხერიმელას ხეობისკენ მიმავლს, პირველი საღანძილის ადმინისტრაციული ერთეული გხვდება, სოფლებით, რომლებიც უდიდეს ისტორიას ინახავენ. საღანძილის თემი ექვს სოფელს აერთიანებს: საღანძილე, ზარანი, ჯაფაროული, ჩხერი, ვანი და სხლითი. საკრებულოს ცენტრი სოფელი საღანძილეა, რომლიდან მანძილი ხარაგაულამდე 3 კილომეტრია. ეს ის სოფელია რომლის ტოპონიმი, მასში გავრცელებულ მცენარეს ღანძილს უკავშირდება. არც ისე ბევრი ციხეა საქართველოში, რომელსაც სოფელ ჩხერში არსებულ, იმავე სახელწოდების, ჩხერის ციხეზე მდიდარი ისტორია ჰქონდეს. ჩხერის ციხეში ვახტანგ VI-ს დედოფალ რუსუდანზე უქორწინია. სოლომონ პირველს კი აქ გაუმართავს მოლაპარაკება რუსეთის ელჩთან. ასევე ისტორიაში ცნობილი 1774 წლის ჩხერის ბრძოლაც ამ ციხეში გაიმართა, მაშინ ოსმალთა ჯარმა სასტიკი მარცხი განიცადა. ადმინისტრაციული ერთეულის ოთხი სოფელი ზარანი, ჯაფაროული, ვანი და სხლითი კი უძველესი ციხის ნანგრევებით, ეკლესიებით ასწლოვანი ფლორითა და მრავალფეროვანი ხედებით გამოირჩევა. მაშ ასე, გავიგოთ რაგაკეთდა ხარაგაულთან ყველაზე ახლოს მდებარე ადმინისტრაციულ ერთეულში. სოფელ საღანძილეში სრულდება ბაღის მშენებლობა; სოფელ ზარანში მიმდინარეობს ცენტრალური გზის მობეტონება; ცენტრალური გზის ნაწილი გაკეთდა სოფელ საღანძილეში; მობეტონდა ხარაგაული-ჩხერის დამაკავშირებელი გზა; ამჟამად მიმდინარეობს ჩხერის ცენტრალური გზის საფარის მობეტონება ლაფრანის ხიდიდან; ასვევე, ცენტრალური გზის მობეტონება დასრულდა სოფელ ვანში; სოფელ სხლითში აშენდა წისქვილის ახალი შენობა; მიმდინარეობს სხლითის გზის მობეტონება, რომელიც გარდამავალი პროექტია და მომავალ წელს დასრულდება მესხების უბანში, სოფელ საღანძილეში, სოფლის პროგრამით მოეწყო ბეტონის საფარი 90 მეტრზე; გარე განათება გაკეთდა სოფელ ზარანში; სოფელ ჯაფაროულში მიმდინარეობს ცენტრალური გზის ბეტონის საფარით მოწყობა; ასევე, სოფელ ჯაფაროულში მოეწყო გარე განათება; სოფელ ჩხერში, მეწყერულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საყრდენი კედლის მშენებლობა; მიმდინარეობს ვანი-ღუდუმექედის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია; მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა სოფელ ზარანში; ჯაფაროულში, მაისურაძეების უბანში მოეწყო სანიაღვრე არხი; სოფელ სხლითში გაკეთდა ხიდ-ბოგირი; დასრულდა ორი ხიდ-ბოგირის მშენებლობა ვანში; სოფელ ზარანში, მელისკარის უბანში, მოეწყო ბეტონის გზის საფარი; საღანძილის სკოლაში მოეწყო სველი წერტილები; ჯაფაროულის სასაფლაოზე გადაიხურა თავშესაფრის ადგილი; სოფელ საღანძილეში, კიკნაძეების უბანში, მობეტონდა ამორტიზებული მონაკვეთი; ორი წისქვილის შენობა აშენდა სოფელ ვანში; პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა ერთი ბენეფიციარი, რომელმაც კენკროვანი კულტურის მოშენებას მიჰყო ხელი. ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის რაოდენობა 2 000 ადამიანს აღემატება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/121497520_642842246600140_3063639668959220630_n_1.jpg
12/10/2020 14:12

ხარაგაულის მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

დღეს ხარაგაულის მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში მუნიციპალიტეტში რიგით მეოცე საბავშვო ბაღი გაიხსნა. გედსამანიაში სოფელში არსებული მზარდი კონტიგენტიდან გამომდინარე გასულ წელს სკოლამდელი მზაობის ჯგუფი დაარსდა, წელს კი ადგილობრვი ბიუჯეტის დაფინანსებით შესაძლებელი გახდა საბავშვო ბაღის გახსნა. გედსამანიის საბავშვო ბაღში დღეს 20-მდე აღსაზრდელი მიიღეს. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, 12 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცივე საბავშვო ბაღში ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ყველა საბავშვო ბაღი აღჭურვილია შესაბამისი ეკიპირებით, დაცულია საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_23.jpg
08/10/2020 09:14

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 8 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 08 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: გივი კურტანიძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინვენტარის თხოვების ფორმით არსებობის ვადით სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/120751004_2898007600446394_4916586823534954970_o.jpg
06/10/2020 14:22

რა გაკეთდა წყალაფორეთის თემში

 ალბათ ცოტა ხარაგაულელმა თუ იცის, რომ მუნიციპალიტეტში არის  სოფელი, სადაც მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს. ეს სოფელი ჩალხაეთია.   იქ მცხოვრებ ოჯახს მოგვიანებით უფრო ახლოს გაგაცნობთ. ახლა გეტყვით რატომ ვახსენეთ ჩალხაეთი.   ეს სოფელი წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულშია გაერთიანებული, დღეს კი, პარასკევია და ჩვენი კამპანიის ფარგლებში მოგიყვებით რა გაკეთდა ამ თემში, რომელიც 6 სოფელს წყალაფორეთს, ლახუნდარას, ხონს, ჩალხაეთს, ბუდიანეთს და პატარა ვარძიას აერთიანებს.  საკრებულოს ცენტრიდან ხარაგაულამდე მანძილი 17 კილომეტრია. ცენტრი კი, სოფელი წყალაფორეთია, რომლის სახელწოდება მის ტერიტორიაზე წყაროების სიმრავლის გამო შეურქმევიათ.  სოფელი ხონი სამკურნალო აბანოებით, ხოლო ლახუნდარა ბოტანიკური მნიშვნელობის ძეგლებით-მუხისა და ცაცხვის ასწლოვანი ხეებით გამოირჩევა.  ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლები პატარა ვარძია და ბუდიანეთი საუცხოო ხედებით გამოირჩევიან.  სოფელ წყალაფორეთში ადმინისტრაციულ ცენტრამდე მოეწყო ასფალტის საფარი 2750 მ.  სოფელ პატარა ვარძიაში ცენტრალურ გზაზე მოეწყო გარე განათება.  სოფელ ლახუნდარაში მოეწყო 3 ჭაბურღილი სასმელი წყლისთვის.  ლახუნდარაში კავილაძეების, არჩევაძეებისა და ეკლესიის უბანში მოეწყოცენტრალური გზები ბეტონით ჯამში 7500 მ.  ახალი საბავშვო ბაღი აშენდა სოფელ წყალაფორეთში.  სოფელ ხონში მოეწყო 2 700 მცენტრალური გზა ბეტონის საფარით.  სოფელ წყალაფორეთსა და ლახუნდარაში, არჩევაძეებისა და ეკლესიის უბანში 4 ახალი მოსაცდელი მოეწყო.  800 მ გზის საფარი მოეწყო სოფელ წყალაფორეთში, გუდიანეთის უბანში.  მდინარე საკრაულაზე, სოფელ ჩალხაეთში გაკეთდა საფეხმავლო ხიდ-ბოგირი, აგრეთვე მოეწყო სკვერი.  ყიფიანებისა და მაჩიტაძე-ხიჯაკაძის უბნებში მოეწყო გზის საფარი ბეტონით, ჯამში 250 მ.  სოფელ წყალაფორეთში ახალი სახურავით გადაიხურა სოფლის წისქვილი.  ბეტონის საფარი მოეწყო 150 მ საუბნო გზაზე სოფელ პატარა ვარძიაში.  წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ამჟამად 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს.
სრულად