კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0053.JPG
13/06/2019 18:20

ხარაგაულში ლიტერატურული სპექტაკლი „მარადიული პიონერფილმელი, გრიშა მასწ…“ გაიმართა

12 ივნისს, ხარაგაულის კინოთეატრში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის და ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ ორგანიზებული ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ხარგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ, ლიტერატურული სპექტაკლი  „მარადიული პიონერფილმელი, გრიშა მასწ…“  წარმოადგინა. სპექტაკლი თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია ,,პიონერფილმის" ხელმძღვანელს, რეჟისორს, თეატრმცოდნეს, ოპერატორს, ჟურნალისტს და პედაგოგს-გრიგოლ ჩიგოგიძეს ეძღვნება. სპექტაკლში ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ,  დამსწრე საზოგადოებას,  გრიგოლ ჩიგოგიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ეპიზოდებზე უამბო. თუ როგორ დაიწყო  16 წლის გრიგოლ ჩიგოგიძემ საქართველოს ტელევიზიაში მუშაობა ოპერატორად, როგორ განვითარდა მისი კარიერა და რა უნიკალური კადრები აქვს მას აღბეჭდილი. აღნიშნული სპექტაკლის პრემიერა თეატრმა ,,პიონერფილმის" 60 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 2 ივნისს, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართა.  ღონისძიებაში მონაწილეობას ხარაგაულის მოსწავლე- ახალგაზრობის სახლის აღსაზრდელებთან ერთად ,,პიონერფილმის" წევრებიც იღებდნენ, რომელთა მიერ შესრულებულმა სიმღერებმა ღონისძიება კიდევ უფრო გაალამაზა.  ღონისძიების დასასრულს, სიტყვით გამოვიდნენ და მადლობა გადაუხადეს გრიგოლ ჩიგოგიძეს და იზა ვეფხვაძეს ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ და საკრებულოს დეპუტატმა, იუზა კელენჯერიძემ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghmcbnm_1.JPG
07/06/2019 15:48

ხარაგაულში პირველად ტირის ჩემპიონატი გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, X-XI კლასის მოსწავლეთა შორის ტირის ჩემპიონატი გაიმართა. ტირის ჩემპიონატი ხარაგაულში წელს პირველად ჩატარდა, რამაც მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.   შეჯიბრის გამარჯვებული წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე სანდრო ჭიპაშვილი გახდა. მეორე ადგილი მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ბერაძემ, ხოლო მესამე ადგილი ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლემ, საბა ბარბაქაძემ მოიპოვა. გოგონებს შორის ტურნირის გამარჯვებული ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ინასარიძე გახდა. ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 60 მოსწავლე ჩაერთო.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cgvncvb.jpg
07/06/2019 15:27

ანონსი - "მარადიული პიონერფილმელი, გრიშა მასწ..."

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი და ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ხარაგაულის კინოთეატრში გამართავს ერთობლივ ღონისძიებას -  "მარადიული პიონერფილმელი, გრიშა მასწ...". ლიტერატურული წარმოდგენა  თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია "პიონერფილმის" ხელმძღვანელს, რეჟისორს, თეატრმცოდნეს, ოპერატორს, ჟურნალისტს, პედაგოგს, გრიგოლ ჩიგოგიძეს ეძღვნება. ამ დღეს გრიგოლ ჩიგოგიძესთან ერთად ხარაგაულს  "პიონერფილმის" აღსაზრდელები ეწვევიან. აღნიშნული ლიტერატურული წარმოდგენის პრემიერა, ხარაგაულის ლიტერატურულმა თეატრმა  თბილისში, 2 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლში გამართა, ღონისძიება12 ივნისს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/61968341_2389280521319107_7633839142077464576_o_1.jpg
06/06/2019 18:14

ხარაგაულში სპექტაკლის პრემიერას მწერალი გურამ დოჩანაშვილი დაესწრო

5 ივნისს ხარაგაულის კინოთეატრში  ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა სპექტაკლის პრემიერა „ხორუმი ქართული ცეკვაა“ წარმოადგინა. სპექტაკლი გურამ დოჩანაშვილის პიესის მიხედვით მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დაიდგა. პრემიერას კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი და თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ. სპექტაკლი პატარა ქართულ ტრადიციულ სოფელში მცხოვრებ სხვდასხვა ასაკის, პროფესიის და ხასიათის ადამიანების ურთიერთობებზე ვითარდება. ერთი სოფლის მაგალითზე  კარგად ჩანს ქართული ხასიათი. სადაც პერსონაჟების საუბრები, ბჭობა, კამათი ქართველების დადებით და უარყოფით მხარეებს წარმოაჩენს. ეს ყველაფერი   სპექტაკლში იუმორით, კრიტიკითა და ირონიით არის გადმოცემული. პრემიერის დასასრულს, მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა ხარაგაულზე და სპექტაკლის შესახებ ისაუბრა-„ხარაგაული ძალიან მიყვარ, აქ ჩამოსვლა ყოველთვის მაბედნიერებს. დღეს, ხარაგაულის სცენაზე ჩემი პიესა გაცოცხლდა, რითაც  თანადგომა, სიყვარული და ყურადღება ვიგრძენი. დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტყუილად არ მიშრომია.“ თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა წარმატებული პრემიერა მიულოცა  ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრს და აღნიშნა, რომ სპექტაკლით ილია ჭავჭავაძე იქნებოდა ბედნიერი, რადგან  თეატრი ერის სარკეა : „ძნელია მწერლობის სცენაზე გადატანა, მითუმეტეს გურამ დოჩანაშვილის-შემოქმედების, ამ დიდი მწერლის პიესასთან შეჭიდება რთულია, თუმცა რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ეს ოსტატურად შეძლო და სპექტაკლი წარმატებით დასრულდა.“ სპექტაკლის პრემიერა-„ხორუმი ქართული ცეკვაა“ სრული ანშლაგისა და ოვაციების ფონზე დამთავრდა. სპექტაკლში მონაწილეობენ: ვასილ კიკნაძე, გიორგი მაქაძე, ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ნიკო წიკლაური, ნიკუშა მაჭავარიანი, ნიკო დეკანოსიძე, ბიჭიკო მაისურაძე, მაია ბერაძე, როლანდ ხიჯაკაძე, გიორგი ჭიპაშვილი, დავით ჭყოიძე, ლია თაბუკაშვილი, ბექა ხიჯაკაძე. რეჟისორი - ირინე ჩხეიძე სპექტაკლის განმეორებითი ჩვენება 7 ივნისს 17-00 საათზე გაიმართება. 8 ივნისს კი ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ამ სპექტაკლით ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ,,თეატრალური იმერეთი 2019"-ზე  წარსდგება.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fgbhxcvbc.jpg
05/06/2019 17:18

მოსწავლეთა შორის ჭადრაკში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა

5 ივნისს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში მოსწავლე გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო  27-მა მოსწავლემ. გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ ნახევარფინალური  შეჯიბრის შემდეგ, რომლებსაც გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები. გოგონათა შორის  გამარჯვებულები გახდნენ: თამუნა გიორგაძე (ბორის სკოლა პანსიონი), ნინი ბაკურაძე (საღანძილის სკოლა), მარიამ თაბაგარი (ბაზალეთი საჯარო სკოლა). მონაწილე ვაჟებს შორის საპრიზო ადგილი დაიმსახურა: გიორგი ლურსმანაშვილმა (მესამე საჯარო სკოლა), ვაჟა მაღრაძემ (მესამე საჯარო სკოლა) და  მურად  ოკრიბელაშვილმა (ვარძია საჯარო სკოლა). ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა ა(ა)იპ  "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ინიციატივითა და ორგანიზებით.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dgfhcvbn.jpg
04/06/2019 15:45

ხარაგაულის კინოთეატრში ხატვის კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

3 ივნისს ხარაგაულის კინოთეატრში „ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსის“  გამარჯვებულების  გამოვლენა-დაჯილდოება მოეწყო.  კონკურსში მონაწილეობა საბაზო და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მათ საშუალება ჰქონდათ ნახატები შეესრულებინათ შემდეგ სამ თემაზე: „ეს ჩემი საქართველოა“’,   „მომავალი ჩვენია“ და „თავისუფალი ფანტაზია“. კონკურსის პირობებიდან გამომდინარე გამარჯვებულები გამოვლინდნენ სამ ასაკობრივ კატეგორიაში. პირველიდან-მეექვსემდე, მეშვიდედან-მეცხრემდე  და მეათედან მეთორმეტე მოსწავლეთა კლასებს შორის. I-IV კლასის მოსწავლეებს შორის პირველი სამი ადგილის გამარჯვებულები გახდნენ: პირველი ადგილი-მარიტა ჩაგელიშვილი (III კლასი გიმნაზია). მეორე ადგილი-თათია ნოზაძე        (VI კლასი, ნადაბური). მესამე ადგილი-მართა გურგენიძე  (V კლასი, გიმნაზია). VII-IX კლასების გამარჯვებულები არიან: პირველი ადგილი-თეონა ჭიპაშვილი (VII კლასი, გიმნაზია). მეორე ადგილი-ნოდარ მანჩხაშვილი (VII კლასი, ზვარე). მესამე ადგილი-ეკატერინე ბუაჩიძე (VII კლასი , ნადაბური). X-XII კლასებს შორის საპრიზო ადგილი დაიმსახურეს: პირველი ადგილი-მარიამ გელაშვილი (X კლასი, ნადაბური). მეორე ადგილ- ლუკა ყრუაშვილი (X კლასი, გიმნაზია). მესამე ადგილი-ანა კვინიკაძე ( X კლასი, მესამე საჯარო სკოლა). ხატვის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით და საჩუქრებით. კონკურსის ორგანიზატორები გახლდათ, ა(ა)იპ  "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი" (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლებისა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhmcvbnm_1.jpg
03/06/2019 14:28

ხარაგაულში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.  ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პირველი საზეიმო კონცერტი ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს. კონცერტი მრავალფეროვანი და საინტერესო ნომრებით იყო დატვირთული. პატარების მონაწილეობით შესრულდა საესტრადო სიმღერები, ცეკვები და ლექსები.  ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში შეკრებილი პატარები განსაკუთრებით გაახარა „მოდუსის“ ანიმატორებმა, რომლებიც ღონისძიებისთვის ხარაგაულის მერიამ სპეციალურად მოიწვია. მხიარულმა ანიმატორებმა ბავშვებთან ერთად სახალისო წარმოდგენები გამართეს.  პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს ასევე ხარაგაულელი ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა კონცერტმა, რომელიც ახალგაზრდების საინციატივო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. ხარაგაულელი ახალგაზრდების საინციატივო ჯგუფის ინიციატივით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ასევე გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი „რა, სად, როდის“ და ქუჩის კალათბურთი. ინტელექტუალურ კონკურსში საჯარო სკოლების ოთი გუნდი მონაწილეობდა, სადაც საბა ებანოიძის გუნდმა გაიმარჯვა. ხარაგაულში ბავშვთა დაცვის დღისადმი  მიძღვნილი ღონისძიებები ელექტრონული მუსიკის კონცერტით დასრულდა. ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებები, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით განახორციელა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhgjcgh.jpg
29/05/2019 14:50

ხარაგაულში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა

29 მაისს "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამსახურისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობით სპორტდარბაზში  ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა. კონკურსი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო და მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.  ახალგაზრდა მხატვრებს შემდეგ თემებზე შეეძლოთ ემუშავათ: 1. "ეს ჩემი საქართველოა" 2. "მომავალი ჩვენია" 3. "თავისუფალი ფანტაზია". გამარჯვებულებს  კომპენტენტური ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულთა დაჯილდოება  და საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა 3 ივნისს, 13:00 საათზე, კინოთეატრის ფოიეში მოეწყობა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghjcghjnm.jpg
29/05/2019 13:03

ისტორიულ მუზეუმში ბარელიეფების გამოფენა მოეწყო

28 მაისს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში თვითნასწავლი შემოქმედის გია მეიფარიანის პერსონალური გამოფენა მოეწყო. მუზეუმის დარბაზში პირველად გაიხსნა ქალაქებისა და შენობების ხედებით გამოსახული, რამდენიმე ბარელიეფის გამოფენა, რომელიც ხარაგაულელ დამთვალიერებელს სოფელ ისლარის მკვიდრმა, გია მეიფარიანმა წარუდგინა.  გია მეიფარიანი ბავშობიდან ხატავდა, ძირითადად პორტრეტებს. თვითნასწავლ შემოქმედს რუსეთში  აქვს დამთავრებული სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტი. იგი საქართველოს ფარგლებს გარეთ, არქიტექტურის, დიზაინისა და დეკორატორის სპეციალობებით წლების განმავლობაში მუშაობდა. გია მეიფარიანი, ხუთი წელია, რაც ბარელიეფის დარგით დაინტერესდა. ამ დროისთვის მოყვარულ ხელოვანს მოხატული აქვს ხარაგაულში მდებარე შენობის ერთ-ერთი კედელი.  გამოფენაზე, ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნინო დიდიძემ მოკლედ მიმოიხილა გია მეიფარიანის ცხოვრების განვლილი გზა და მის ნიჭიერებას გაუსვა ხაზი.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ისტორიულ მუზეუმში, გია მეიფარიანის ბარელიეფების პერსონალურ გამოფენაზე განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად გაითვალისწინება თანხას, რათა ხარაგაულის ხედების და იერსახის გალამაზების მიზნით, შენობებზე ბარელიეფების გამოსახულებები გაკეთდეს. როგორც თავად გია მეიფარიანმა განაცხადა იგი საბოლოოდ დაბრუნდა სოფელში და ფიქრობს, მთელი თავისი შესაძლებლობები ხარაგაულს მოახმაროს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkfchmv.jpg
27/05/2019 16:17

ხარაგაულს თანამედროვე მწერლები ესტუმრნენ

მანანა ჩიტიშვილი (პოეტი), გიორგი ლობჟანიძე (პოეტი, მთარგმნელი), ბექა ქურხული (პროზაიკოსი), გიორგი არაბული (პოეტი), ბესო ხვედელიძე (პროზაიკოსი) და ვასო გულეური (საბავშვო პოეტი, მთარგმნელი) - ხარაგაულელ მკითხველს თანამედროვე მწერლების ჯგუფი ესტუმრა. მწერლებთან შეხვედრა, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, დღეს, კინოთეატრში  პროექტის - „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს, მეხუთე წელია, ა(ა)იპ კავშირი „პოეზიის მეგობართა კლუბი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. შეხვედრაზე მწერალმა, ნინია სადღობელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის მონაწილე პროზაიკოსები და პოეტები გააცნო, რომელთაც თავიანთი შემოქმედებიდან ლექსები და მცირე ნაწარმოებები წაიკითხეს. ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული  თეატრის რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, პედაგოგებმა, მერი გიორგიძემ და იზოლდა ოკრიბელაშვილმა მადლობა გადაუხადეს მწერლებს მობრძანებისთვის და ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის.
სრულად