კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhmcvbnm_1.jpg

ხარაგაულში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. 
ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

პირველი საზეიმო კონცერტი ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს. კონცერტი მრავალფეროვანი და საინტერესო ნომრებით იყო დატვირთული. პატარების მონაწილეობით შესრულდა საესტრადო სიმღერები, ცეკვები და ლექსები. 
ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში შეკრებილი პატარები განსაკუთრებით გაახარა „მოდუსის“ ანიმატორებმა, რომლებიც ღონისძიებისთვის ხარაგაულის მერიამ სპეციალურად მოიწვია. მხიარულმა ანიმატორებმა ბავშვებთან ერთად სახალისო წარმოდგენები გამართეს. 

პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს ასევე ხარაგაულელი ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა კონცერტმა, რომელიც ახალგაზრდების საინციატივო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. ხარაგაულელი ახალგაზრდების საინციატივო ჯგუფის ინიციატივით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ასევე გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი „რა, სად, როდის“ და ქუჩის კალათბურთი. ინტელექტუალურ კონკურსში საჯარო სკოლების ოთი გუნდი მონაწილეობდა, სადაც საბა ებანოიძის გუნდმა გაიმარჯვა.

ხარაგაულში ბავშვთა დაცვის დღისადმი  მიძღვნილი ღონისძიებები ელექტრონული მუსიკის კონცერტით დასრულდა.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებები, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით განახორციელა.

ნანახია: 4749 - ჯერ