კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0053.JPG

ხარაგაულში ლიტერატურული სპექტაკლი „მარადიული პიონერფილმელი, გრიშა მასწ…“ გაიმართა

12 ივნისს, ხარაგაულის კინოთეატრში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის და ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ ორგანიზებული ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე ხარგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ, ლიტერატურული სპექტაკლი  „მარადიული პიონერფილმელი, გრიშა მასწ…“  წარმოადგინა. სპექტაკლი თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია ,,პიონერფილმის" ხელმძღვანელს, რეჟისორს, თეატრმცოდნეს, ოპერატორს, ჟურნალისტს და პედაგოგს-გრიგოლ ჩიგოგიძეს ეძღვნება.
სპექტაკლში ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ,  დამსწრე საზოგადოებას,  გრიგოლ ჩიგოგიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ეპიზოდებზე უამბო. თუ როგორ დაიწყო  16 წლის გრიგოლ ჩიგოგიძემ საქართველოს ტელევიზიაში მუშაობა ოპერატორად, როგორ განვითარდა მისი კარიერა და რა უნიკალური კადრები აქვს მას აღბეჭდილი.

აღნიშნული სპექტაკლის პრემიერა თეატრმა ,,პიონერფილმის" 60 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 2 ივნისს, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართა.
 ღონისძიებაში მონაწილეობას ხარაგაულის მოსწავლე- ახალგაზრობის სახლის აღსაზრდელებთან ერთად ,,პიონერფილმის" წევრებიც იღებდნენ, რომელთა მიერ შესრულებულმა სიმღერებმა ღონისძიება კიდევ უფრო გაალამაზა. 

ღონისძიების დასასრულს, სიტყვით გამოვიდნენ და მადლობა გადაუხადეს გრიგოლ ჩიგოგიძეს და იზა ვეფხვაძეს ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ და საკრებულოს დეპუტატმა, იუზა კელენჯერიძემ.

ნანახია: 5325 - ჯერ