კულტურა
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdd165asd465asd.JPG

დედის_დღე მოსწავლე_ახალგაზრდობის_სახლში

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საგალობელი დედებს“ გაიმართა.

 

ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი დაესწრო.

მერის პირველმა მოადგილემ დედებს 3 მარტის დღესასწაული მიულოცა და შვილებთან ერთად წარმატებები და ბედნიერი დღეები უსურვა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სხვადასხვა წრის აღსაზრდელებმა, 3 მარტის დღესასწაული, დედებს სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს.

ღონისძიების მიმდინარეობისას, ვიდეო კონკურსის "სიცოცხლის საწყისის" გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა.

 

გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.  

 

ფეისბუქ ლაიქების გამარჯვებულს - სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის, მე 10 კლასის მოსწავლეს , მარიკა ბარბაქაძეს.

ჟიურის რჩეულს - წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის, მე-7 კლასის მოსწავლეს, გიორგი მდივნიშვილს და მე -10 კლასის მოსწავლეს, ნათია კაციტაძეს.

 

მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში 12 წრე ფუნქციონირებს და 220 ბავშვი სწავლობს

 

ნანახია: 566 - ჯერ