კულტურა
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4160.JPG

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხარაგაულში საზეიმო კონცერტით დასრულდა

ხარაგაულის კინოთეატრში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კონცერტში წარმოდგენილი იყო ვოკალური, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული ნომრები, ასევე საგალობლები. სცენაზე შესრულდა როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ნომრები, რომლებიც ბავშვების შემოქმედებით შესაძლებლობებს წარმოაჩენდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ლეღვნის, ბორისა და კიცხის საჯარო სკოლებთან არსებული ფოლკლორული წრის მოსწავლეებიც.

კონცერტს ესწრებოდა ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, ნიკოლოზ მაჭავარიანი და კულტურის, ხელოვნების და ტურიზმის ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი.

მაყურებელთა შორის იყვნენ მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.

 

ნანახია: 21 - ჯერ