წარმატებილი პროექტები
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfv.jpg
20/12/2021 16:12

დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 69213374 განკარგულებაში „საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213375 განკარგულებაში „საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213377 განკარგულებაში „საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213376 განკარგულებაში „საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133723 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133724 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                   მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213372 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული , სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;   მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133727 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133725 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213379 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს თავმჯდომარის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133711 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133710 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 692133712 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133714 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ს თავმჯდომარის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133715 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133716 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                                                                                                                                        მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი                                                                                 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ :          ა) საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;                                                                                                            მომხს: მარინე ხვედელიძე  ბ)  საკრებულო  ს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;   მომხს:  შმაგი ხიჯაკაძე   გ) საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხთა      კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ; მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი     დ) საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ; მომხს: პავლე კიკალიშვილი                                                                                              ე) იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხტა და ეთიკის კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი საკითხებს 2022 წლის 3 იანვრის მორიგ სხდომაზე წარადგენენ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0634.JPG
10/12/2021 21:39

რა სახის შენიშვნები ჰქონდა საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით

მუნიციპალიტეტის მერიამ  განიხილა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის   პროექტზე   მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ  გამოთქმული შენიშვნები  სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსების გაზრდის თაობაზე. ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ სულ 13 შენიშვნა იქნა წარმოდგენილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ,  თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით  პასუხი დღეს ბიუროს წევრებს წარუდგინა.   მერიას მიზანშეწონილად და საჭიროდ მიაჩნია ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო დარბაზის მოწყობა, სადაც ასევე გაიმართება საკრებულოს სხდომები. ვინაიდან ქვეყანაში განვითარებული კოვიდპანდემიის გამო აუცილებელია სანიტარული ნორმების, მათ შორის, დისტანციის დაცვა, რისთვისაც გამოყოფილი იქნება საკრებულოს ხარჯებში დამატებით 80,0 ათასი ლარი; ქუჩის უპატრონო ძაღლების მოვლითი ღონისძიებებისათვის დამატებით იქნება გამოყოფილი 6,0 ათასი ლარი, თუმცა ამ პროგრამის დაფინანსებით პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება, ვინაიდან წლებია მუნიციპალიტეტს აქვს მსგავსი გამოცდილება და არც სახსრები დაუზოგავს აღნიშნულ პროგრამაზე, რადგან მოსაძებნია სხვა ალტერნატიული გზა ცხოველთა თავშესაფარის მოსაწყობად მეზობელი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით. ნაგვის ბუნკერების დამატებითი განთავსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 15 ნოემბერს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში ა(ა)იპ ,,ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხარჯებში უკვე გათვალისწინებულია  20,0 ათასი ლარი. სკრინინგ პროგრამების დასაფინანსებელი ხარჯები გათვალისწინებულია ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯებში, თუმცა საკრებულოს ოფისის ხარჯებში გენდერული საჭიროებებისათვის დამატებით იქნება გამოყოფილი 3,0 ათასი ლარი. სასოფლო ამბულატორიების მოვლა-პატრონობისათვის (კომუნალური და სხვა ხარჯები) 2022 წლის წარმოდგენილ პროექტში უკვე გათვალისწინებულია 8,0 ათასი ლარი ,,ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების რეაბილიტაცია, მშენებლობა, აღჭურვა პროგრამული კოდი 06 02 „ -ზე. რაც შეეხება ეზოების შემოღობვას, თუ კონკრეტული ამბულატორია იქნება მუნიციპალიტეტის ბალანსზე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მუნიციპალიტეტი შეძლებს პრობლემის მოგვარებას. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისათვის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად გამოყოფს სახსრებს, მაგრამ ჯერ არ შემოსულა არცერთი პროექტი. მიუხედავად ამისა 2022 წლის ბიუჯეტში კვლავ იქნება გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისათვის 15,0 ათასი ლარი.  ამასთან შეგახსენებთ რომ არსებობს უამრავი სახელმწიფო პროგრამა, (დანერგე მომავალი; აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტი; შეღავათიანი აგრო-კრედიტი და სხვა) რომელიც ხელმისაწვდომია  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის  და დაინტერესებულ ყველა პირს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ამ პროგრამებში. გონივრული ინიციატივების წარმოდგენის შემთხვევაში დამატებით დაფინასებასაც  გამოვყოფთ.   საკრებულოს ხარჯებში კომპიუტერების შესაძენად დამატებით იქნება გათვალისწინებული 5,0 ათასი ლარი. მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის ხარჯებისათვის დამატებით გამოიყო 30,0 ათასი ლარი და გახდება 80,0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის და ა(ა)იპ-ების საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდაზე მიმართული იქნება 919,2  ათ. ლარი,  თანამშრომელთა ხელფასების ზრდა მოხდება კარიერული სქემის შესაბამისად.   აქედან 400,0 ათ. ლარი  გათვალისწინებულია ა(ა)იპ-ების ხელფასების და 519,2 ათ. ლარი დანარჩენი საჯარო მოსამსახურეების ხელფასების მოსაწესრიგებლად. სოფელ მარელისში მზაობის ჯგუფის სათანადო პირობებში ფუნქციონირებისათვის შესწავლილი იქნება საკითხი ხარაგაულის რესურსცენტრისა და ა(ა)იპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად და შესაბამისად გადაწყდება აღნიშნული საკითხი. მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა გაიზარდა 20,0 ათასი ლარით, კერძოდ გაიზარდება თითოეულ ბავშზე დახმარების ოდენობა და 50 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით. სამხედრო სამსახურის ხარჯებისათვის დამატებით საჭიროა 3,0 ათასი ლარი.  სულ, ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების ასაღებად დამატებით  საჭიროა 1 081,2 ათასი ლარი.    განკარგულება ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის  2022  წლის  ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_4.png
30/11/2021 15:31

ახალი საკრებულოს პირველი სხდომის დღის წესრიგი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს 2021  წლის   03 დეკემბრის პირველი მორიგი   სხდომის დღის წესრიგი                                                  სხდომის პირველი ნაწილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის გახსნა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის  მიერ,   ხარაგაულის N48 .საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება,            3.უხუცესი წევრის მიერ სხდომის წაყვანა    ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა,     სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა,       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული  საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და წინა მოწვევის საკრებულოს  წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ     სხდომის მეორე ნაწილი         1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის # 3 დადგენილებაში „ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა,   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა,   5. საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაცია,   ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და საკრებულოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება          7.საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეთა არჩევა:   ა) საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   ბ) იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   გ) განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   დ) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა   კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   ე) ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცება.   განკარგულება  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_3.png
15/11/2021 22:28

გაეცანი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს და პრიორიტეტების დოკუმენტს

გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მიმდინარე წლის 12 ნოემბერს დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადმოგზავნილი „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი“. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტებს ვაქვეყნებთ მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე და ა.ა.ი.პ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის მეშვეობით, გაზეთ ,,ახალ ხარაგაულში“. დაინტერესებულ პირებს დოკუმენტის ნახვა ასევე შეუძლიათ ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე განთავსებულ საკრებულოს აპარატში. გთხოვთ, საკითხით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და ორგანიზაციებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგინოთ საკრებულოს აპარატში არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 24 ნოემბრისა. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის, პატივისცემით საკრებულოს აპარატი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი  2022-2025 წლების პირველადი პრიორიტეტების დოკუმენტი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sadfafafs89g56dg4s6d5hg4ds6fh54sd6f.jpg
27/10/2021 17:00

ვარლამ ჭიპაშვილი კვლავ მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებს

პირველი საკადრო გადაწყვეტილება Ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით, მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე, ვარლამ ჭიპაშვილი ახალი ვადით დაინიშნა. ვარლამ ჭიპაშვილი, დღეიდან, 27 ოქტომბრიდან საკუთარ უფლებამოსილებას, მერის უფლებამოსილების ვადით შეასრულებს. Შეგახსენებთ რომ ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2020 წლიდან მუშაობს. ვარლამ ჭიპაშვილს საკურატორო სფეროდ საფინანსო-საბიუჯეტო მიმართულება, ეკონომიკა, ჯანდაცვა, სოციალური და კულტურა - განათლება განესაზღვრა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/56%2B46%2Bf5da4s6f54a6sf54a6sf.jpg
04/10/2021 15:10

საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს

4 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდა მერის მოადგილე დავით დევდარიანი, რომელიც  ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით არესებულ კითხვებს პასუხობდა. საკრებულოს წევრებს პირველი საკითხი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარუდგინა, რომელმაც 2020-2021 წლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრა.   „მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაული 5 521 191 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული თანხით დაიგეგმა 30 პროექტი, მათგან სამშენებლო სამუშაოები  დასრულებულია  20 პროექტზე . დარჩენილ 10-ზე კი ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. პეტრე  შარიქაძემ ასევე ისაუბრა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან“ დაფინანსებულ პროექტებზეც და აღნიშნა, რომ სოფელ ზვარესა და გედსამანიაში, გზის მობეტონების სამუშაოები წინსწრებით შესრულდა.   სხდომაზე დეპუატატები ასევე გაეცვნენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სტიქიის სალიკვიდაციო და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებულ პროექტებს. პეტრე შარიქაძემ განმარტება გააკეთა ასევე 2018-2019 წლებში დაუსრულებელ პროექტებთან დაკავშირებით: „ მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა იმ კომპანიებს, რომლებმაც სამუშაოები 2018-2019 წლებში ვერ შეასრულეს.  ხელშეკრულება შეწყდა 11 პროექტზე. შემდეგ, ფასთა ცვლილების გამო საჭირო გახდა პროექტების გადაფასება გაზრდილი ღირებულება შეივსო ადგილობრივი სახსრებით -299 215 ლარით. ასეთი იყო 11 პროექტი, ხელშეკრულება გაფორმდა 10 პროექტზე, 8 მათგანზე სამუშაოები დასრულებულია. დარჩენილი 2 პროექტიდან 1-ზე ხელშეკრულება შეწყვეტილია. 1 -ზე კი-მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.“ სხდომაზე ასევე განხილული იყო  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ მიერ, 2021 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის იურდიული განყოფილების უფროსმა, ინგა ლურსმანაშვილა წარადგინა.  განყოფილების უფროსმა კომისიის საქმიანობასა და უფლებამოსილებებზე ამომწურავად ისაუბრა.   მისი განმარტებით “სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“ შუამდგომლობით განსახილველად გადმოიგზავნა 41 განაცხადი, რომელთაგანაც 4-ზე გაიცა საკუთრების უფლება, ხოლო უარი ეთქვა 4 დაინტერესებულ პირს.   განხილვის პროცესშია-23 განაცხადი.“  კომისიამ განიხილა ასევე 2020 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან გადმოგზავნილი 46 განაცხადი, რომელთაგანაც 26 განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი დაექვემდებარა საკუთრების უფლების აღიარებას და შესაბამისად გაიცა საკუთრების უფლების მოწმობები. 4 განაცხადზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება, გამოიცა განკარგულებები და შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული თანდართული ნახაზებით გადაეგზავნა საჯარო რეესტრს. უარი ეთქვა 11 დაინტერესებულ პირს. სხდომაზე ასევე განხილული იყო „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N50/70 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე .   მომხსენებელი: ოთარი ლურსმანაშვილი            
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_57_1_1_1_2_2.jpg
01/10/2021 20:29

4 ოქტომბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

4 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხსენებელი: მალხაზ ფხალაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2020 და 2021 წლის განვლილ პერიოდში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მდგომარეობის შესახებ მომხსენბელი: პეტრე შარიქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N50/70 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                         მომხსენებელი: ოთარი ლურსმანაშვილი   სხვადასხვა:   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ მიერ, 2021 წლის 01 იანვრიდან 01 ივლისამდე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მომხსენები: ინგა  ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტიში covid – 19 - ის გავრცელების მდგომარეობისა და პანდემიის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია                                                  მომხსენებელი: შმაგი ხიჯაკაძე        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/242281723_276548944095431_809827547860507613_n.jpg
20/09/2021 10:35

ბიუროს სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით იმსჯელეს

20 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა. სხდომაზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით დევდარიანი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით არესებულ კითხვებს პასუხობდა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა 2020-2021 წლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით მოისმინეს ინფორმაცია. საკითხი  მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა. როგორც პეტრე შარიქაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაული 5 521 191 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული თანხით დაიგეგმა 30 პროექტი, მათგან სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია  20 პროექტზე . დარჩენილ 10-ზე კი ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. სამსახურის უფროსმა  „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან“ დაფინანსებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფელ ზვარესა და გედსამანიაში, გზის მობეტონების სამუშაოები წინსწრებით შესრულდა. აღნიშნული პროექტები გარდამავალია და გაგრძელდება მომდევნო წელსაც. პეტრე  შარიქაძემ ასევე ისაუბრა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ, სტიქიის სალიკვიდაციო და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებულ პროექტებზე. „ მიმდინარე წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პროექტების განსახორციელებლად გამოეყო 890 000 ლარი, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით 193 000 ლარი დაემატება. შეირჩა148 საპროექტო იდეა.  ამ ეტაპზე, დასრულებულია სამუშაოების 97%. 2020 წელს ადგილობრივი დაფინანსებით განხორციელდა 10 პროექტი, რომელზეც ჯამში 388 394 ლარამდე გაიხრჯა, ხოლო 2021 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის  თანხები  ძირითადად მობილიზებულია თანადაფინანსებებში: 193 ათასი ლარით დაფინანსდა სოფლის  27 პროექტი, ხოლო 299 415 ლარით თანადაფინანსება დასჭირდა 2018-2019 წლის რეგიონული განვითარების ფონდის პროექტებს.  30 ათასი ლარით დაზიანებული გზები შეკეთდა. მიმდინარეობს წყლის მილების და ავზების შესყიდვა. ასევე, ტენდერებია გამოცხადებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასოფლო გზების შეკეთება-რეაბილიტაციის სამუშაოებზე.“ ბიუროს წევრები დაინტერესდნენ გასულ წლებში დაფინანსებული და დაუსრულებელი პროექტებით. პეტრე შარიქაძის განმარტებით, მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა იმ კომპანიებს, რომლებმაც სამუშაოები 2018-2019 წლებში ვერ შეასრულეს.  ხელშეკრულება შეწყდა 11 პროექტზე. შემდეგ, ფასთა ცვლილების გამო საჭირო გახდა პროექტების გადაფასება გაზრდილი ღირებულება კი შეივსო ადგილობრივი სახსრებით -299 215 ლარით. „ ამ ეტაპზე აღნიშნული 11 პროექტიდან, ხელშეკრულება გაფორმებულია 10 პროექტზე, 8 მათგანზე სამუშაოები დასრულებულია. დარჩენილი 2 პროექტიდან 1-ზე ხელშეკრულება შეწყვეტილია. 1 -ზე კი მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.“ სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხი: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ (მომხსენებელი: მალხაზ ფხალაძე).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/angarishebi/hgrjunkabe.jpg
06/09/2021 16:23

საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში დადებითად შეფასდა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.   სხდომას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯომარემ, პავლე კიკალიშვილმა საკრებულოს წევრებს ამავე კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ვრცლად იხილეთ აქ . საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ამავე სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო. სამსახურის ანგარიში დადებითად შეფასდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, - „გააქტიურებულია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაობა, თუმცა მეტი შედეგებია საჭირო. გავზარდეთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი, ასევე, გაიზარდა ხარჯები სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით, დავნერგეთ სამოქალაქო ბიუჯეტი, ვაწარმოეთ მოსახლეობის გამოკითხვა, რითაც ვიხელმძღვანელებთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, გათვალისწინებულია ასევე საკრებულოსა და აუდიტის შენიშვნები,  აქტიურად ვთანამშრომლობთ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან  და ვცდილობთ მაქსიმალურად პროგრამული  ბიუჯეტი შეიქმნას.“   ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახაბერ გოლუბიანმა ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის 14 ივლისის  N19  დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა საკითხი, სადაც ტექნიკური ხარვეზი გასწორდა. საკრებულოს ფრაქციების შემადგენლობებში შესული ცვლილებები წარმოადგინა იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა. ფრაქცია „მოძრაობა ხარაგაულისთვის“ მარინა ხვედელიძემ დატოვა, ამავე ფრაქციაში გაწევრიანდა ნიკოლოზ მაღრაძე, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ დატოვა ზურაბ ხაჩიძემ და დოდო ხაჩიძემ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fg.JPG
06/09/2021 15:36

საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში დადებითად შეფასდა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.   სხდომას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯომარემ, პავლე კიკალიშვილმა საკრებულოს წევრებს ამავე კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.  საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ამავე სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო. სამსახურის ანგარიში დადებითად შეფასდა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, - „გააქტიურებულია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაობა, თუმცა მეტი შედეგებია საჭირო. გავზარდეთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი, ასევე, გაიზარდა ხარჯები სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით, დავნერგეთ სამოქალაქო ბიუჯეტი, ვაწარმოეთ მოსახლეობის გამოკითხვა, რითაც ვიხელმძღვანელებთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, გათვალისწინებულია ასევე საკრებულოსა და აუდიტის შენიშვნები,  აქტიურად ვთანამშრომლობთ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან  და ვცდილობთ მაქსიმალურად პროგრამული  ბიუჯეტი შეიქმნას.“   ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახაბერ გოლუბიანმა ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის 14 ივლისის  N19  დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა საკითხი, სადაც ტექნიკური ხარვეზი გასწორდა. საკრებულოს ფრაქციების შემადგენლობებში შესული ცვლილებები წარმოადგინა იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა. ფრაქცია „მოძრაობა ხარაგაულისთვის“ მარინა ხვედელიძემ დატოვა, ამავე ფრაქციაში გაწევრიანდა ნიკოლოზ მაღრაძე, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ დატოვა ზურაბ ხაჩიძემ და დოდო ხაჩიძემ.
სრულად