წარმატებილი პროექტები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_3.png

გაეცანი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს და პრიორიტეტების დოკუმენტს

გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მიმდინარე წლის 12 ნოემბერს დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადმოგზავნილი „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტებს ვაქვეყნებთ მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე და ა.ა.ი.პ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის მეშვეობით, გაზეთ ,,ახალ ხარაგაულში“. დაინტერესებულ პირებს დოკუმენტის ნახვა ასევე შეუძლიათ ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე განთავსებულ საკრებულოს აპარატში.

გთხოვთ, საკითხით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და ორგანიზაციებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგინოთ საკრებულოს აპარატში არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 24 ნოემბრისა.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის,

პატივისცემით საკრებულოს აპარატი

2022 წლის ბიუჯეტის პროექტი 

2022-2025 წლების პირველადი პრიორიტეტების დოკუმენტი

 

 

ნანახია: 1827 - ჯერ