წარმატებილი პროექტები
https://new.admin.kharagauli.ge/images/242281723_276548944095431_809827547860507613_n.jpg

ბიუროს სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით იმსჯელეს

20 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.

სხდომაზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით დევდარიანი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით არესებულ კითხვებს პასუხობდა.

სხდომაზე ბიუროს წევრებმა 2020-2021 წლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით მოისმინეს ინფორმაცია. საკითხი  მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა.

როგორც პეტრე შარიქაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაული 5 521 191 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული თანხით დაიგეგმა 30 პროექტი, მათგან სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია  20 პროექტზე . დარჩენილ 10-ზე კი ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

სამსახურის უფროსმა  „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან“ დაფინანსებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფელ ზვარესა და გედსამანიაში, გზის მობეტონების სამუშაოები წინსწრებით შესრულდა. აღნიშნული პროექტები გარდამავალია და გაგრძელდება მომდევნო წელსაც.

პეტრე  შარიქაძემ ასევე ისაუბრა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ, სტიქიის სალიკვიდაციო და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებულ პროექტებზე. „ მიმდინარე წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პროექტების განსახორციელებლად გამოეყო 890 000 ლარი, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით 193 000 ლარი დაემატება. შეირჩა148 საპროექტო იდეა.  ამ ეტაპზე, დასრულებულია სამუშაოების 97%.

2020 წელს ადგილობრივი დაფინანსებით განხორციელდა 10 პროექტი, რომელზეც ჯამში 388 394 ლარამდე გაიხრჯა, ხოლო 2021 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის  თანხები  ძირითადად მობილიზებულია თანადაფინანსებებში: 193 ათასი ლარით დაფინანსდა სოფლის  27 პროექტი, ხოლო 299 415 ლარით თანადაფინანსება დასჭირდა 2018-2019 წლის რეგიონული განვითარების ფონდის პროექტებს.  30 ათასი ლარით დაზიანებული გზები შეკეთდა. მიმდინარეობს წყლის მილების და ავზების შესყიდვა. ასევე, ტენდერებია გამოცხადებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასოფლო გზების შეკეთება-რეაბილიტაციის სამუშაოებზე.“

ბიუროს წევრები დაინტერესდნენ გასულ წლებში დაფინანსებული და დაუსრულებელი პროექტებით.

პეტრე შარიქაძის განმარტებით, მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა იმ კომპანიებს, რომლებმაც სამუშაოები 2018-2019 წლებში ვერ შეასრულეს.  ხელშეკრულება შეწყდა 11 პროექტზე. შემდეგ, ფასთა ცვლილების გამო საჭირო გახდა პროექტების გადაფასება გაზრდილი ღირებულება კი შეივსო ადგილობრივი სახსრებით -299 215 ლარით.

„ ამ ეტაპზე აღნიშნული 11 პროექტიდან, ხელშეკრულება გაფორმებულია 10 პროექტზე, 8 მათგანზე სამუშაოები დასრულებულია. დარჩენილი 2 პროექტიდან 1-ზე ხელშეკრულება შეწყვეტილია. 1 -ზე კი მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.“

სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხი:

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ (მომხსენებელი: მალხაზ ფხალაძე).

ნანახია: 2265 - ჯერ