წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0128.JPG
17/08/2018 10:26

საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ჩაატარა

დღეს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.  სხდომაზე პირველი საკითხი,  მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით დაბა ხარაგაულში N46 -ში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობის 23 კვმ. ფართი ესაჭიროება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით უნდა გადაეცეს. საკრებულოს დეპუტატმა, ქეთევან ზუმბაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო უბნად პატარა ხარაგაულში N2 საბავშვო ბაღის ფართს იყენებს, რაც დაუშვებელი. მისი განმარტებით, აუცილებელია  ცეესკომ  საარჩევნო უბნისთვის საჭირო ფართი ან დაიქირაოს, ან ალტერნატიული სხვა საშუალება გამოძებნოს. დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის შემდეგ ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა. საკითხთან დაკავშირებით პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „წიფლარის“ ხელმძღვანელმა, მანანა ტაბაშიძემ ამომწურავად ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ზრდასრულთა განათლების ცენტრის პროექტის ხარაგაულში განხორციელების მიზნით, გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისში სააპლიკაციო ფორმა წარადგინა, რომელმაც მოწონება დაიმსახურა და შემდეგ გადაწყდა პროფესიული სასწავლებლის მსგავსი დაწესებულების ხარაგაულში გახსნის საკითხი. „ გერმანული ასოციაცია საქართველოს ოფისი საქართველოში 20 წელია რაც  შემოვიდა და  მას 10 მუნიციპალიტეტში აქვს დაფუძნებული ზრდასრულთა განათლების ცენტრი. სასწავლებლები წლების მანძილზე წარმატებით ფუნქციონირებენ. ვფიქრობ, პროექტის განხორციელება სასიკეთო საქმე იქნება ხარაგაულელებისათვის, სადაც ზრდასრულ პიროვნებებს შეეძლებათ უფასოდ შეისწავლონ ისეთი ხელობები, რომელსაც შემდეგში პრაქტიკაში გამოიყენებენ და შემოსავალსაც მიიღებენ:  უცხო ენები, კომპიუტერულ პროგრამები, მაკრამე, მეფუტკრეობა და ა.შ “ საკრებულოს დეპუტატების განმარტებით, პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს კითხვები, რომელთან დაკავშირებითაც უნდა იმუშაონ შესაბამისმა კომისიებმა. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს შემდეგი ოთხი საკითხი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე (მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი); 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 მარტის N 7 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს: ნინო მაღლაკელიძე); 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილების გაცნობის შესახებ (მომხს:მანანა ბარბაქაძე).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/adfgzsdfgsxzdcfkjklkl4445.JPG
14/08/2018 10:36

გაიხსნება თუ არა ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრის გასახსნელად არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ფართის გადაცემას არ დაეთანხმა.   საკითხის დროულად გადაწყვეტის მიზნით, მერიამ საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მიზნით მიმართა. როგორც სხდომაზე მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ განმარტა, ზრდასრულთა განათლების ცენტრის გასახსნელად, გერმანული ასოციაციის, საქართველოს ოფისს სჭირდება ყოფილი პოლიციის შენობის პირველ სართულზე არსებული 220,05 კვმ ფართობი და არასასოფლო სამეურნეო 400 კვმ. მიწა. ჯაბა ბერაძის განმარტებით, აღნიშნული ფართის სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმა), 10 წლის ვადით, გადაცემასთან დაკავშირებით საჭიროა საკრებულოს თანხმობა. „გერმანული ასოციაციის, საქართველოს ორგანიზაცია უზრუნველყოფს არსებული ფართის მოწესრიგებას და სწავლებისათვის შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვას. სწავლება შესაძლებელი იქნება ზრდასრული ადამიანებისათვის, სადაც მათ შეეძლებათ უფასოდ გაიარონ: ჭრა-კერვის, კომპიუტერულ პროგრამების, უცხო ენებისა და სხვა შემსწავლელი კურსები“- აღნიშნა ჯაბა ბერაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესდა არსებობდა თუ არა საიჯარო ხელშეკრულების პროექტი. მან პროექტთან დაკავშირებით მეტი დასაბუთება მოითხოვა, შემდეგში გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით. ჯაბა ბერაძის განმარტებით საიჯარო ხელშეკრულების პროექტი დგება მას შემდეგ, როცა საკრებულოსგან მიიღებენ თანხმობას, ამა თუ იმ ფართის გადაცემაზე. საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნავს, რომ პროექტის შესახებ მწირი ინფორმაციაა წარმოდგენილი - „არ ჩანს ვინ უხელმძღვანელებს სასწავლებლის ფუნქციონირებას, ვინ იქნებიან მასწავლებლები, აქვს თუა არა ლიცენზია სასწავლებელს, სწავლების ხანგრძლივობა რამდენი იქნება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა თუ არა განთლების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი“. როგორც სხდომაზე ჯაბა ბერაძემ აღნიშნა, საკრებულოს მხრიდან საკითხზე გადაწყვეტილების მიღება საჩქაროა, რადგან თუ გადაწყვეტილება არ იქნება დროულად მიღებული შეიძლება ხარაგაული სხვა მუნიციპალიტეტმა ჩაანაცვლოს და პროექტი ხარაგაულში ვეღარ განხორციელდეს. ბიუროს წევრთა უმრავლესობის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა დრო, რათა კომისიებმა სათანადოდ იმუშაონ. აღნიშნული მიზეზის გამო საკრებულოს წევრებმა საკითხის 15 აგვისტოს დღის წესრიგში შეტანაზე უარი განაცხადეს. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე, ასევე, განიხილეს შემდეგი ოთხი საკითხი: 1. დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა #46 - ში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობის (ყოფილი ავტოფარეხი ) 23კვმ. ფართის (ს/კ 36.01.33.017.) არსებობის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე); 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე (მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი); 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 მარტის N 7 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს: ნინო მაღლაკელიძე); 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილების გაცნობის შესახებ (მომხს:მანანა ბარბაქაძე).    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_1.jpg
10/08/2018 13:42

ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა 14 აგვისტოს გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში,  სოლომონ მეფის N19ა -ში მდებარე შენობის პირველ    სართულზე    220,05    კვმ.    ფართობისა    და    არასასოფლო--სამეურნეო დანიშნულების        400   კვმ.   მიწის   ფართობის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გასახსნელად,   სახალხო   უნივერსიტეტთა   გერმანული ასოციაციის, საქართველოს ოფისზე (DVV International)  პირდაპირი განკარგვით, სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმა), 10 წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ  (მომხს: ჯაბა ბერაძე);                                                                                                2. დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა #46 - ში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე  რიცხული   შენობის (ყოფილი ავტოფარეხი ) 23კვმ. ფართის  (ს/კ 36.01.33.017.)  არსებობის  ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის  ფორმით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის  გადაცემის თაობაზე  მუნიციპალიტეტის მერისთვის  თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე); 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე  (მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი); 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016  წლის  14 მარტის N 7 დადგენილებაში ,,ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  სარეზერვო  ფონდის  განკარგვის  წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს: ნინო მაღლაკელიძე); 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილების გაცნობის შესახებ  (მომხს:მანანა ბარბაქაძე).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0536.JPG
06/08/2018 13:54

საკრებულომ შიდა აუდიტის და ადმინისტრაციული სამსახურების ანგარიში მოისმინა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული, 14 საკითხი განიხილეს. საკრებულოს სხდომაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურისა და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში წარადგინეს ამავე სამსახურების უფროსებმა, კახა გოლუბიანმა და გიორგი ჭყოიძემ. ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ქეთევან ზუმბაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ 2018 წელს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დასკვნა ყველაზე მეტად კრიტიკული იყო და კარგი იქნება თუ ამ შენიშვნებს შესაბამისი სამსახურები გაითვალისწინებენ. საკრებულოს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულების მდგომარეობის შესახებ განიხილეს ინფორმაცია და ცნობად მიიღეს. დეპუტატებმა, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: 1. დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ (მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი); 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №18დადგენილებაში ,,ხარაგაულისმუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ნანა კიკნაძე); 3. არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ - სთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა - ნაგებობების სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე); 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე); 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/44 განკარგეულბაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე); 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე) ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის გასაყვანად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მაგთიკომისათვის“ ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 10 წლის ვადით სასყიდლით პირდაპირი განკარგვის ფორმით (იჯარით) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე); 7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ - სთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა - ნაგებობების სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე); 8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლისათვის წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს: დავით კიკნაძე) 9. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულების საარჩევნო უბნებში შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ (მომხს: მანანა ბარბაქაძე);  იხილეთ დანართი   10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ (მომხს: მანანა ბარბაქაძე)  იხილეთ დანართი   11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ (მომხს: დავით კიკნაძე). ზემოაღნიშნულ ყველა საკითხს საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0089.JPG
02/08/2018 14:38

ბიუროს სხდომაზე მერიის სამსახურებმა ანგარიში წარადგინეს

დღეს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხზე იმსჯელეს და 6 აგვისტოს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველად დაამტკიცეს.  ბიუროს წევრებმა მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა წარადგინა. დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგა ასევე, მერიის  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  სამსახურის უფროსი გიორგი ჭყოიძე. 2018 წლის ბიუჯეტის 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ისაუბრა ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ. წარმოდგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით, ბიუროს წევრებმა აღნიშნეს, რომ კითხვები ბევრია და ამ საკითხებზე საკრებულოს სხდომაზე უფრო ვრცლად ისაუბრებენ. ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 19 დეკემბრის #42  დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; ( მომხს : ნინო მაღლაკელიძე); ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ;( მომხს : ზურაბ ბანცაძე); ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის  №18 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა  საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ( მომხს : ნანა კიკნაძე ); არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის  „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ - სთვის  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული  შენობა - ნაგებობების სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ( მომხს :   ჯაბა ბერაძე ). საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულების საარჩევნო უბნებში შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს( მომხს: მანანა ბარბაქაძე ); ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ ( მომხს:მანანა ბარბაქაძე ); ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ ( მომხს: დავით კიკნაძე ).    
სრულად