სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1772.JPG
28/06/2024 16:36

ხარაგაულის თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი - 2024“ -ი დასრულდა. ფესტივალის მე-15 სეზონი საზეიმოდ დაიხურა. ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ფესტივალზე სპექტაკლი ,,ბამბაზიის სამოთხე“ წარადგინა. სპექტაკლი , ნინო სადღობელაშვილის პიესის მიხედვით, თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დადგა. იმერეთის თეატრალური ფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. რეჟისორები და მსახიობები პუბლიკის წინაშე კომედიური, ტრაგედიულიი, დრამატული, ტრაგიკომიკური და სხვა ხასიათის სპექტაკლებით წარდგნენ. პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები დასახელდნენ. საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი - 2024“  ნომინაციებში,   ხარაგაულის თეატრიდან გამარჯვებულები არიან: ნომინაცია - ქალის მთავარი როლი - ირინე ჩხეიძე ,,ბამბაზიის სამოთხე“  ნომინაცია - ქალის ეპიზოდური როლი - ლუიზა კიკნაძე ,,ბამბაზიის სამოთხე“  საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი - დავით ჭყოიძე ,,ბამბაზიის სამოთხე“  თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე: ,,დასრულდა კიდევ ერთი იმერეთის თეატრალური ფესტივალი. ფესტივალის არსებობის მანძილზე ხარაგაულის თეატრის მიერ 11 სპექტაკლი იქნა ნაჩვენები.  ბევრი ნერვიულობა და სიხარული განგვიცადეთ ამ წლების მანძილზე. 2012 წელს მივიღეთ ,,გრან-პრი", შემდეგ წლებში იყო მრავალი ნომინაცია და მრავალი სიხარული. ამ ფესტივალთან ერთად ჩვენც ვიზრდებით და ვიცვლებით. ვაგრძელებთ ჩვენი 125 წლის თეატრის ტრადიციას. ვაკეთებთ საქმეს, რომელიც გვიყვარს.“ ფესტივალის ფარგლებში ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმერეთის 20-მდე პროფესიული, სამოქალაქო და სახალხო თეატრი მონაწილეობდა, გარდა ამისა სტუმრის სტატუსით ჩაერთო მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები. საერთაშორისო ფესტივალი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით, ასევე კულტურისა და სპორტის განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2693.JPG
28/06/2024 12:05

დღეს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ბიურის წევრებს,   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ახალი დებულება წარუდგინა დასამტკიცებლად. ბიუროს წევრებმა ასევე მოისმინეს ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ინგა ლურსმანაშვილის მიერ წარმოდგენილი საკითხი. საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საღანძილეში   მდებარე   23 412         კვ . მ   არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს / კ36.14.33.083 ) შპს ,,New Road”- ის ქვეკონტრაქტორი კომპანიის   შპს ,,B.P TRANS”- ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით,    სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით  სასყიდლით  2024 წლის  03 ივლისიდან   2025 წლის 22 აპრილის ჩათვლით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის მოთხოვნას ითვალისწინებს. ბიუროზე განხილული საკითხები 3 ივლისის საკრებულოს სხდომაზე დანიხილება.     
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_8.png
27/06/2024 15:58

28 ივნისს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

სხდომაზე შემდეგ საკითხებს განიხილავენ საკითხთა ნუსხა:   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საღანძილეში მდებარე 23 412         კვ . მ   არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს / კ36.14.33.083 ) შპს ,,New Road”- ის ქვეკონტრაქტორი კომპანიის   შპს ,,B.P TRANS”- ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით,    სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით  სასყიდლით  2024 წლის  03 ივლისიდან   2025 წლის 22 აპრილის ჩათვლით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ                                                                                                            მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ                                                                                                           მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfa_1.JPG
25/06/2024 17:49

სოფელ ისლარში დაზიანებული გზის რეაბილიტაციისთვის მერიამ პროექტი შეისყიდა

სოფელ ისლარში ძლიერად მოვარდნილმა წყალმა გზის ნაწილი ჩაანგრია. გზის რეაბილიტაციის მიზნით ხარაგაულის მერიამ პროექტის შესყიდვა უკვე განახორციელა. 120 ათას ლარიანი პროექტი, სოფელ ისლარში გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე საყრდენი კედლის მშენებლობას ითვალისწინებს. სამუშაოების შესყიდვით მიზნით, მიმდინარეობს დაფინანსების წყაროების მოძიება. ამ ეტაპზე , უსაფრთხოების მიზნით , დროებითი ღონისძიებები გატარდება და გზის ჩანგრეული ნაპირი, მიმდინარე კვირაში ქვა-ღორღის ბალასტით  შეივსება.          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1824.JPG
22/06/2024 12:43

ხარაგაულის თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით ,,ბამბაზიის სამოთხე“ წარსდგა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2024” მიმდინარეობს. საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს. წლევანდელ ფესტივალს მოლდოვასა და ლიეტუვას თეატრები უერთდებიან. 21 ივნისს  იმერეთის თეატრალურ ფესტივაზე, ხარაგაულის თეატრი  პრემიერით ,,ბამბაზიის სამოთხე“  წარსდგა.  სპექტაკლი მაყურებელმა მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.   პიესა ,,ბამბაზიის სამოთხე“ აფხაზეთის ომის ტრაგედიას და ომით განადგურებული შვილმკვდარი დედების, ურთიერთგაგებას, ტკივილსა და მწუხარებას ეხება. ირინე ჩხეიძე: ,,ერთ დღეს ყველა ერთად დავსხედით და გადავწყვიტეთ , რომ დაგვედგა რამე რთული სპექტაკლი,სულისშემძვრელი, საფიქრალით დატვირთული,მოსვენების დამკარგავი. თან გვინდოდა ჩვენი ძალებიც მოგვესინჯა ამ   ჟანრში. ხუმრობა საქმე არაა მესხიშვილის დიდი თეატრის სცენაზე წარსდგე ქუთაისელი მაყურებლის წინაშე და თან უკან გედგას 125 წლის ხარაგაულის თეატრის სახელოვანი ისტორია. დიდი მადლობა ამ საოცარი პიესის ჩუქებისათვის მწერალ, ნინია სადღობელაშვილს. თემა,რომელსაც პიესა ეხება მარადიული და მოურჩენელი ტკივილია საქართველოსთვის - აფხაზეთის ომი. მარტო ხარაგაულიდან აფხაზეთში 21 ახალგაზრდა დაიღუპა. ეს ტკივილი ყველას ტკივილია.“ სპექტაკლის რეჟისორია, ირინე ჩხეიძე. მხატვარი, გაიოზ შუბითიძე. მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ვასილ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, გიორგი ჭიპაშვილი. სპექტაკლში გამოყენებულია ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორის, ანუშკა ჩხეიძის მუსიკა. სპექტაკლის პრემიერა ხარაგაულელი მაყურებლებისთვის  24 ივნისს გაიმართება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1220.JPG
18/06/2024 18:05

მაგდა მიქაბერიძე ახალგაზრდული ,,ოდეონის“ მეორე ადგილის მფლობელი გახდა

დღეს , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონის" ახალგაზრდული ტურის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა. თემაზე ,,ფესვები“  სამი საუკეთესო თხზულების ავტორი გამოვლინდა. მეორე ადგილი დაბა ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე, მაგდა მიქაბერიძემ დაიკავა. მაგდა მიქაბერიძე: ,, საუკეთესო იყო, დიდი გამოცდილება მივიღე და ყოველთვის ვიამაყებ ამ პროექტით. აქ თბილი გარემო  და განსაკუთრებული ურთიერთობები დამხვდა. სურვილი მაქვს ამ პროექტში, კვლავაც მივიღო მონაწილეობა.” ქალბატონმა იზამ აღნიშნა, რომ მაგდა მიქაბერიძე პროექტის ყველაზე  პატარა  გამარჯვებულია. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელად, საღანძილის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე , სალომე წარიაშვილი დასახელდა. მესამე ადგილზე გავიდა ქეთი კურტანიძე, ბორითის საჯარო სკოლა (VIII კლასი) ჟიურის თავმჯდომარის, ქალბატონი ლინა ბარათაშვილის რჩეული გახდა, ლიზი დევდარიანი , დაბა ხარაგაულის მესამე საჯაროს სკოლის XI კლასის მოსწავლე. იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიური  სამი საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად  10 დღის განმავლობაში მუშაობდა. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ პოეტი ლინა ბარათაშვილი, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ  – ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე. ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით ხარაგაულელი შემოქმედი მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ,,ოდეონი“  წელს მეორედ გაიმართა. კონკურსი 2 ივნისს, ღია სივრცეში , ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში ჩატარდა. კონკურსში  12-დან 22 წლამდე, 12 სკოლის 22 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1254.JPG
18/06/2024 18:01

ლიზი დევდარიანი ,,ოდეონის“ ჟიურის თავმჯდომარის, ლინა ბარათაშვილის რჩეული გახდა

დღეს , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, ლიტერატურული კონკურსის  ,,ოდეონის" ახალგაზრდული ტურის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა. თემაზე ,,ფესვები“  სამი საუკეთესო თხზულების ავტორი გამოვლინდა. კონკურსში, ჟიურის თავმჯდომარის, ქალბატონი ლინა ბარათაშვილის რჩეული გახდა, ლიზი დევდარიანი , დაბა ხარაგაულის მესამე საჯაროს სკოლის XI კლასის მოსწავლე. ლიზი დევდარიანი: ,,  წელს მეორედ  მივიღე მონაწილეობა, პირველ კონკურსზე  ცოტა რთული თემა იყო, უფრო გამიჭირდა, მაგრამ ახლა,  თემიდან გამომდინარე, ძალიან ეხებოდა დღევანდელ მდგომარეობას და  ვეცადე, ის რაც გულში მქონდა  გადმომეცა თქვენთვის  და  ეს განცდა თქვენამდე მომეტანა.“ ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილის მფლობელად, საღანძილის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე , სალომე წარიაშვილი დასახელდა. მეორე ადგილი მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ , მაგდა მიქაბერიძემ დაიკავა. მესამე ადგილზე გავიდა ქეთი კურტანიძე, ბორითის საჯარო სკოლა (VIII კლასი). იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიური  სამი საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად  10 დღის განმავლობაში მუშაობდა. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ პოეტი ლინა ბარათაშვილი, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ  – ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე. ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით ხარაგაულელი შემოქმედი მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ,,ოდეონი“  წელს მეორედ გაიმართა. კონკურსი 2 ივნისს, ღია სივრცეში , ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში ჩატარდა. კონკურსში  12-დან 22 წლამდე, 12 სკოლის 22 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1209.JPG
18/06/2024 17:38

ქეთევან კურტანიძე ახალგაზრდული ,,ოდეონის“ მესამე ადგილის მფლობელი გახდა

დღეს , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ლიტერატურულ კონკურსს  ,,ოდეონის" ახალგაზრდული ტურის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა. თემაზე ,,ფესვები“  სამი საუკეთესო თხზულების ავტორი გამოვლინდა. კონკურსში, მესამე ადგილი ბორითის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ, ქეთევან კურტანიძემ დაიკავა. ქეთევან კურტანიძე: ,, ძალიან აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი შედეგით. მოლოდინები მქონდა, მაგრამ  ნამდვილად არ მეგონა თუ ჩემი მოლოდინი გამართლდებოდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ იზას, რომ ასეთ შესაძლებლობებს  გვაძლევს’’. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელად, საღანძილის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე , სალომე წარიაშვილი დასახელდა. მეორე ადგილი მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ , მაგდა მიქაბერიძემ დაიკავა. ჟიურის თავმჯდომარის, ქალბატონი ლინა ბარათაშვილის რჩეული გახდა, ლიზი დევდარიანი , დაბა ხარაგაულის მესამე საჯაროს სკოლის XI კლასის მოსწავლე. იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიური  სამი საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად  10 დღის განმავლობაში მუშაობდა. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ პოეტი ლინა ბარათაშვილი, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ  – ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე. ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით ხარაგაულელი შემოქმედი მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ,,ოდეონი“  წელს მეორედ გაიმართა. კონკურსი 2 ივნისს, ღია სივრცეში , ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში ჩატარდა. კონკურსში  12-დან 22 წლამდე, 12 სკოლის 22 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1394.JPG
18/06/2024 14:21

დღეს ახალგაზრდული ,,ოდეონის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონის" ახალგაზრდული ტურის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებული კონკურსანტები, ჟიურის თავმჯდომარემ,  ლინა ბარათაშვილმა დაასახელა. თემაზე ,,ფესვები“  სამი საუკეთესო თხზულების ავტორები გახდნენ: პირველი ადგილი - სალომე წარიაშვილი , საღანძილის საჯარო სკოლა (XII კლასი) მეორე ადგილი - მაგდა მიქაბერიძე, დაბა ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლა ( VII კლასი) მესამე ადგილი - ქეთი კურტანიძე, ბორითის საჯარო სკოლა (VIII კლასი) ასევე დასახელდა ქალბატონი ლინა ბარათაშვილის რჩეული, ლიზი დევდარიანი , დაბა ხარაგაულის მესამე საჯაროს სკოლის XI კლასის მოსწავლე. გამარჯვებულები საჩუქრებით დააჯილდოეს ჟიურის თავმჯდომარე, ლინა ბარათაშვილმა და რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა, იზა ვეფხვაძემ. ასევე სიმბოლური სიგელებით დაჯილდოვდნენ კონკურსის მონაწილეები:ლიკა ყიფიანი, ნათია კვინიკაძე, ანი ჭანკვატაძე, ელენე გორგაძე, თამარ მანჯავიძე, თამარ ხარატიშვილი, ელენე თხელიძე, შოთა წიქარიშვილი, ლიზი დევდარიანი, გიორგი მდივნიშვილი, თამაზ ხაჩიძე, მარიამ თაბუკაშვილი, შოთა ზვიადაძე, ნინო ცუცქირიძე, ლიზი კურტანიძე, ლუკა  ჯამაგიძე, მარიამ შერგელაშვილი, გიორგი სახვაძე, მარიამ ტაბატაძე, ნინო ვეფხვაძე, ანა ჭუმბურიძე. იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიური  სამი საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად  10 დღის განმავლობაში მუშაობდა. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ პოეტი ლინა ბარათაშვილი, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ  – ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე. ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით ხარაგაულელი შემოქმედი მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ,,ოდეონი“  წელს მეორედ გაიმართა. კონკურსი 2 ივნისს, ღია სივრცეში , ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში ჩატარდა. კონკურსში  12-დან 22 წლამდე, 12 სკოლის 22 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1233.JPG
18/06/2024 14:06

სალომე წარიაშვილი ახალგაზრდული ,,ოდეონის“ გამარჯვებულია

დღეს , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ლიტერატურულ კონკურსს  ,,ოდეონის" ახალგაზრდული ტურის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებული კონკურსანტები, ჟიურის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ლინა ბარათაშვილმა დაასახელა. თემაზე ,,ფესვები“  სამი საუკეთესო თხზულების ავტორი გამოვლინდა. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელად, საღანძილის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე , სალომე წარიაშვილი დასახელდა. სალომე წარიაშვილი: ,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ, იზა ვეფხვაძეს. ,,ოდეონი“ მართლაც არაჩვეულებრივი პროექტია. წერა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ამ პროექტით დიდი გამოცილება მივიღე.“ მეორე ადგილზე , დაბა ხარაგულის მეორე საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე მაგდა მიქაბერიძე დასახელდა. მესამე ადგილი ხვდა წილად ბორითის საჯარო სკოლის , VIII კლასის მოსწავლეს , ქეთი კურტანიძეს. ასევე დასახელდა ქალბატონი ლინა ბარათაშვილის რჩეული, ლიზი დევდარიანი , დაბა ხარაგაულის მესამე საჯაროს სკოლის XI კლასის მოსწავლე. იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიური  სამი საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად  10 დღის განმავლობაში მუშაობდა. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ პოეტი ლინა ბარათაშვილი, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ  – ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე. ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით ხარაგაულელი შემოქმედი მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ,,ოდეონი“  წელს მეორედ გაიმართა. კონკურსი 2 ივნისს, ღია სივრცეში , ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში ჩატარდა. კონკურსში  12-დან 22 წლამდე, 12 სკოლის 22 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. ლიტერატურული  კონკურსი ახალგაზრდული „ოდეონი“ წელს მეორედ გაიმართა.
სრულად