ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (მერია, ააიპ, ) სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 14 პოზიციაზე გამოცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2 ვაკანსია ;
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური -2 ვაკანსია ;
ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური -2 ვაკანსია ;
კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური -2 ვაკანსია ;
ა(ა)იპ ,,ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება" – 6 ვაკანსია
ასევე 3 ვაკანსია გამოცხადდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.