სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/221AWSDAD.jpg

სოფელ ბჟინევში გზის 728 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა დასრულდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბჟინევში გზის 728 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა დასრულდა. სამუშაოები იმ მონაკვეთზე განხორციელდა, სადაც გადაადგილება მოსახლეობისთვის განსაკუთრებით რთული იყო.

პროექტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 169 308 ლარია. გზის რეაბილიტაცია სოფელში ეტაპობრივად გაგრძელდება.

„მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინება და მისი კონკრეტულ საქმედ ქცევა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა. ბჟინევისთვის გზის მოწესრიგება განსაკუთრებით

მნიშვნელოვანია — ძლიერი ინფრასტრუქტურა აუცილებელია სოფლის განვითარებისა და ადამიანებისთვის აქ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. რაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, ის რეალურ პროექტებად უნდა ვაქციოთ“, — განაცხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე ვარლამ ჭიპაშვილი, მერის წარმომადგენელი ტიტო ლომიძე და მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე გაეცნენ.

2026 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია 36 სოფელში განხორციელდება. სამუშაოებისთვის დაახლოებით 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული 39 პროექტიდან 28 უკვე დასრულებულია, ხოლო დარჩენილ ობიექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით 320 კილომეტრი გზა უკვე რეაბილიტირებულია.

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, მერის კობა ლურსმანაშვილის დავალებით, სისტემატურად ამოწმებს მერის პირველი მოადგილე, რათა სამუშაოები დადგენილი ვადების, ხარისხის სტანდარტებისა და საპროექტო პირობების დაცვით შესრულდეს.

 

ნანახია: 16 - ჯერ