სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/457asd.png
05/06/2023 12:55

საკრებულოს უმრავლესობამ საბიუჯეტო ცვლილებას მხარი დაუჭირა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა. სხდომას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველო მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა მერიის  კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის  სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც მათ ამავე სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ წარუდგინა, დადებითად შეაფასეს. დადებითად შეფასდა, ასევე, კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, რომელიც დეპუტატებს ა(ა)იპ-ის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა გააცნო. საკრებულოს უმრავლესობამ მადლობა გადაუხადა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ხარაგაულში აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  საბიუჯეტო ცვლილება წარადგინა. საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას, მეწყერული პროცესების გამო გზებზე ქვა-ღორღისა და მიწის მასების გაწმენდის მიზნით, ტენდერების გამოსაცხადებლად 20 000 ლარი გამოეყო. თანხის გამოყოფა 2023 წლის ხუთი თვის შრომის ანაზღაურების ხარჯების ეკონომიიდან მოხდება. საბიუჯეტო ცვლილებით, ასევე, სოფელ ლაშეში გზის სანიაღვრე არხის მოსაწყობად, 13 419 ლარი, საქართველოს მთავრობის 2022 წლის N131 განკარგულების ნაშთიდან დაიხარჯება. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, ასევე, სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესში ცვლილებას. საკითხი სოციალური სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ წარადგინა.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd.png
02/06/2023 10:13

5 ივნისს   საკრებულოს მორიგი    სხდომა გაიმართება

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უხელმძღვანელებს.                         დღის წესრიგის მიხედვით, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები 4 საკითხს განიხილავენ.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის  სამსახურის მიერ გაწეული  საქმია ნ ობის შესახებ   ანგარიში  მომხს: ირინე ჩხეიძე                                                                                    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო ( ა რაკომერციული ) ი ურიდიული პირი- ს „   კულტურის და ხელოვნების ცენტრის  “-ხელმძღვანელის მიერ გაწეული  საქმია ნ ობის შესახებ   ანგარიში  მომხს:  მამუკა ჭიპაშვილი „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 20 2 3   წლის ბიუჯეტის   დამტკიცების   შესახებ “ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 202 2 წლის 21 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ვლადიმერ გელაშვილი    ვარლამ ჭიპაშვილი 4 ,, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესი ს დამტკიცების შესახებ ’’    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 202 3 წლის 6 თებერვლის   N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ნანა კიკნაძე                
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/bavshvta-dacvis-dge_1.jpg
31/05/2023 12:16

1 ივნისს ხარაგაულში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

15:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შემოქმედებითი წრეების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართება. ამ დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულში ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ დირექტორის, თამარ შავიძის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ალა-ფურშეტი მოეწყობა. ბავშვებს საზეიმო განწყობას ხარაგაულის ზღაპრის გმირები შეუქმნიან.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1869.jpg
31/05/2023 12:14

ხარაგაულის მერი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

დიდი პატივისცემით ვულოცავ ქართველ სამართალდამცავებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონული სამმართველოს ყველა პოლიციელს პროფესიულ დღეს. გისურვებთ წარმატებებს თქვენს რთულ და  საპასუხისმგებლო საქმიანობაში! მუდამ გეამაყოთ საკუთარი ქვეყნის წინსვლისა და გაძლიერებაში შეტანილი წვლილით. მადლობას გიხდით, სამსახურეობრივი მოვალეობის მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებისა და გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd.png
30/05/2023 18:29

1 ივნისს საკრებულოს ბიუროს   რიგგარეშე   სხდომა გაიმართება

 ბიურის რიგგარეშე სხდომაზე შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ   საკითხთა ნუსხა   1 „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 20 2 3   წლის ბიუჯეტის   დამტკიცების   შესახებ “ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 202 2 წლის 21 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ,  ვარლამ ჭიპაშვილი. 2 .    მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის  N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს:  ნანა კიკნაძე   ბრძანება  დღის წესრიგი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/qw558asd_1.jpg
29/05/2023 10:16

დღეს ხარაგაულში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის,ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის,მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. 1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან ავტოავარიაში დაიღუპა. კობა ლურსმანაშვილი:  ,,ის იყო განსაკუთრებულად შეუვალი და უკომპრომისო, როდესაც საქმე საქართველოს ინტერესებს და დამოუკიდებლობას ეხებოდა. ადამიანებს აძლევდა სტიმულს, რომ ყოფილიყვნენ ისეთები როგორიც ის იყო თავად. მერაბ კოსტავა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ვარ ბედნიერი, რომ ვარ იმ ადამიანთაგან ერთ -ერთი, რომელიც მასთან ერთად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მე მჯერა არასოდეს ჩაქრება ის სულისკვეთება და ჩვენ ამას თაობიდან თაობებს გადავცემთ.“
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1396.JPG
29/05/2023 10:14

დღეს ჩხერის ციხეზე ეროვნული დროშა აღიმართა

დღეს, ხარაგაულში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩხერის ციხეზე მსვლელობით დაიწყო.  საზეიმო მსვლელობაში, მონაწილეობას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე, ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი,მამა თომა (ლაცაბიძე), ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მოსწავლეები, ახალგაზრდები და ადგილობრივი მაცხოვრებლები იღებდნენ. გასულ წელს , 26 მაისს, ჩხერის ციხეზე საზეიმო ვითარებაში აღიმართა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელიც მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა , მელქისედეკ ხაჩიძემ აკურთხა.  დღესვე, ჩხერის ციხეზე საზეიმოდ აღიმართა ეროვნული დროშა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1505.JPG
29/05/2023 10:13

ხარაგაულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე  საზეიმოდ აღინიშნა

დღეს, ხარაგაულში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩხერის ციხეზე მსვლელობით დაიწყო. საზეიმო მსვლელობაში,  მონაწილეობას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი,  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე, ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი,მამა თომა (ლაცაბიძე),  ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მოსწავლეები, ახალგაზრდები და ადგილობრივი მაცხოვრებლები  იღებდნენ. ჩხერის ციხეზე საზეიმოდ აღიმართა ეროვნული დროშა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. კობა ლურსმანაშვილი:  ,,მერაბ კოსტავა იყო განსაკუთრებულად შეუვალი და უკომპრომისო, როდესაც საქმე საქართველოს ინტერესებს და დამოუკიდებლობას ეხებოდა. ადამიანებს აძლევდა სტიმულს, რომ ყოფილიყვნენ ისეთები როგორიც ის იყო თავად. მერაბ კოსტავა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ვარ ბედნიერი, რომ ვარ იმ ადამიანთაგან ერთ -ერთი, რომელიც მასთან ერთად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მე მჯერა არასოდეს ჩაქრება ის სულისკვეთება და ჩვენ ამას თაობიდან თაობებს გადავცემთ”. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხარაგაულის კინოთეატრში,  საზეიმო კონცერტით დასრულდა. კონცერტში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და სამუსიკო ჯგუფები მონაწილეობდნენ.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/280063346_3362675783979571_2235872487031515875_n.jpg
09/05/2023 14:07

78 წელი მეორე მსოფლიო ომიდან

დღეს, 9 მაისს, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე  აღინიშნება. ხარაგაულის მერმა, კობა ლურამანაშვილმა, მერის პირველ მოდგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინმოუსვლელთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ხარაგაულის მერია  ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ცოცხალ მემატიანეს  97 წლის იური ბუაჩიძეს.  ხარაგაულში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78-ე წელს მხოლოდ ერთი ომის ვეტერანია ცოცხალი. იური ბუაჩიძეს მუნიციპალიტეტისგან სასაჩუქრე კალათა და ფულადი თანხა გადაეცემა.  საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები - ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები -სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები - ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/maisss.jpg
09/05/2023 13:58

დღეს 9 მაისია

78 წელი მეორე მსოფლიო ომიდან. დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე  აღინიშნება. ხარაგაულის მერმა, კობა ლურამანაშვილმა, მერის პირველ მოდგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინმოუსვლელთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ხარაგაულის მერია  ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ცოცხალ მემატიანეს  97 წლის იური ბუაჩიძეს.  ხარაგაულში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78-ე წელს მხოლოდ ერთი ომის ვეტერანია ცოცხალი. იური ბუაჩიძეს მუნიციპალიტეტისგან სასაჩუქრე კალათა და ფულადი თანხა გადაეცემა.  საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები - ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები -სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები - ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის.
სრულად