სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ansambli.jpg
16/05/2025 15:48

ანსამბლ ,,ხარაგაულის" სოლო კონცერტი გაიმართა

ხარაგაულის კინოთეატრში, ანსამბლ "ხარაგაულის" სოლო კონცერტი გაიმართა. ანსამბლი, რომელიც ოთხი წლის წინ დაარსდა, საზოგადოებას მრავალფეროვან ქალაქურ სიმღერებს სთავაზობს. კონცერტი მიზნად ისახავდა ანსამბლის შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას. ანსამბლის ხელმძღვანელი, მადონა გაფრინდაშვილი, წლებია ემსახურება ქართული ქალაქური სიმღერის პოპულარიზაციას, ხოლო მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა არაერთი წარმატება მოიპოვა როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები. კონცერტის წამყვანი გახლდათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_1.png
15/05/2025 11:50

19 მაისს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 მაისის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა   1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“ -ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მამუკა ჭიპაშვილი ა(ა)იპ კულტურის, ხელოვნებისა და შიდა   ტურიზმის განვითარების ცენტრი“- ს ხელმძღვანელი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის ცენტრი“ - ს ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: რევაზი შერგელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტია ცენტრი“ს ხელმძღვანელი 3. ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 თებერვლის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0515.JPG
05/05/2025 14:27

საკრებულოს მორიგ სხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი დაესწრო

2025 წლის 5 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის: 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მდგომარეობა – ინფორმაცია წარადგინა ვარლამ ჭიპაშვილმა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ (ა)იპ „ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში – მოხსენებით გამოვიდა თამარ ლაცაბიძე. გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული განკარგულების გაუქმება – მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება – მომხსენებელი ოთარ ლურსმანაშვილი. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხი – წარმოდგენილი იყო საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის მიერ. სხდომა მნიშვნელოვანი იყო როგორც ფინანსური მონაცემების განხილვის, ისე გენდერული და სოციალური საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგების თვალსაზრისით.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0158.JPG
02/05/2025 12:32

სოფელ ღორეშაში საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული 17 ინფრასტრუქტურული პროექტიდან ერთ-ერთი სოფელ ღორეშაში ხორციელდება. საუბნო გზის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების გადაადგილების პირობებს.  ღორეშას პროექტის ძირითადი მახასიათებლები: გზის სიგრძე: 1,468 მეტრი,  დაფინანსება: რეგიონული განვითარების ფონდი, ბიუჯეტი: 456,310 ლარი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მერის მოადგილე დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პეტრე შარიქაძე, ამავე სამსახურის წარმომადგენელი ბაჩო შველიძე და მერის წარმომადგენელი, ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში,  გურამ კურტანიძე. მერის მოადგილე,  დავით დევდარიანი: ,,ღორეშა ერთ-ერთი მათგანია იმ 17 სოფელს შორის, სადაც გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს  სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას. ჩვენი გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე , ვფიქრობ ღორეშის პროექტს , რომელიც 2025-2026 წლების  გარდამავალი პროექტია, ხარაგაულის მერია წინსწრებით დაასრულებს.“ ინფრასტრუქტურული პროგრესი აშკარაა: 2025 წლისთვის განკუთვნილი 22 ინფრასტრუქტურული პროექტი მერიამ უკვე დაასრულა 2024 წელს. ამჟამად მიმდინარეობს 17 ახალი პროექტის განხორციელება. წლის პირველ ფაზაში ხარაგაულში ჯამში 39 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0179_1.JPG
02/05/2025 12:29

ახალი ინფრასტრუქტურული სეზონი უკვე აქტიურ ფაზაშია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული 17 ინფრასტრუქტურული პროექტიდან ერთ-ერთი სოფელ ღორეშაში ხორციელდება. საუბნო გზის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების გადაადგილების პირობებს.  ღორეშას პროექტის ძირითადი მახასიათებლები: გზის სიგრძე: 1,468 მეტრი,  დაფინანსება: რეგიონული განვითარების ფონდი, ბიუჯეტი: 456,310 ლარი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მერის მოადგილე დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პეტრე შარიქაძე, ამავე სამსახურის წარმომადგენელი ბაჩო შველიძე და მერის წარმომადგენელი, ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში,  გურამ კურტანიძე. მერის მოადგილე,  დავით დევდარიანი: ,,ღორეშა ერთ-ერთი მათგანია იმ 17 სოფელს შორის, სადაც გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს  სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას. ჩვენი გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე , ვფიქრობ ღორეშის პროექტს , რომელიც 2025-2026 წლების  გარდამავალი პროექტია, ხარაგაულის მერია წინსწრებით დაასრულებს.“ ინფრასტრუქტურული პროგრესი აშკარაა: 2025 წლისთვის განკუთვნილი 22 ინფრასტრუქტურული პროექტი მერიამ უკვე დაასრულა 2024 წელს. ამჟამად მიმდინარეობს 17 ახალი პროექტის განხორციელება. წლის პირველ ფაზაში ხარაგაულში ჯამში 39 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0044.JPG
01/05/2025 16:24

მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორად ნიკოლოზ მაჭავარიანი დაინიშნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით, საკადრო ცვლილებები განხორციელდა მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, დღეს  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ახალი დირექტორი — ნიკოლოზ მაჭავარიანი წარადგინა, რომელიც ამ დრომდე მერის მრჩევლის პოზიციას იკავებდა. მას კულტურისა და განათლების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამასთან, მერის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა ჰამლეტ ბერაძე, რომელიც ამ დრომდე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ხელმძღვანელობდა. ჰამლეტ ბერაძე საქმიანობას კულტურის მიმართულებით მერის მრჩევლის რანგში გააგრძელებს. ვარლამ ჭიპაშვილი: „ნამდვილად არის დიდი პასუხისმგებლობა აღნიშნული აიპ-ის ხელმძღვანელობა. ჩვენთვის მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობა აქვს  იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ და მოღვაწეობენ. ნამდვილად იქნება გადასადგმელი კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი შედეგების გასაზრდელად. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მომთხოვნები საქმისადმი. თქვენ გამოცდილი კადრი ბრძანდებით და კულტურისა და განათლების მიმართულებით საქმიანობაში დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ. თქვენ მოგეცათ ახალი შესაძლებლობა და მსურს, რომ ეს შესაძლებლობა სწორად და აქტიურად იქნას გამოყენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების საქმეში. იმედს ვიტოვებ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია, მაქსიმალურად ეცდებით რომ იყოს გამართლებული  და გექნებათ შედეგები.“ ვარლამ ჭიპაშვილმა  წარმატებები უსურვა ნიკოლოზ მაჭავარიანს ახალ პოზიციაზე და მადლობა გადაუხადა ჰამლეტ ბერაძეს გაწეული საქმიანობისთვის. ცვლილებები ორიენტირებულია რესურსების სწორ გადანაწილებაზე, ეფექტიან მენეჯმენტზე და იმ შედეგებზე, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ess_1.jpg
01/05/2025 10:22

ჰამლეტ ბერაძე , ხარაგაულის მერის მრჩევლად დაინიშნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით, საკადრო ცვლილებები განხორციელდა მერის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა ჰამლეტ ბერაძე, რომელიც ამ დრომდე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ხელმძღვანელობდა. ჰამლეტ ბერაძე საქმიანობას კულტურის მიმართულებით მერის მრჩევლის რანგში გააგრძელებს. ჰამლეტ ბერაძე 2005 - 2019 წლამდე ბორის სკოლა პანსიონის დირექტორად მუშაობდა, 2022 წლიდან - 2025 წლამდე ხარაგაულის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორის პოზიციაზე.  ნიკოლოზ მაჭავარიანი, რომელიც დღემდე მერის მრჩევლის პოზიციას იკავებდა  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ხელმძღვანელის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას.  ცვლილებები ორიენტირებულია რესურსების სწორ გადანაწილებაზე, ეფექტიან მენეჯმენტზე და იმ შედეგებზე, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9990.JPG
30/04/2025 15:47

ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულები — მოლითის და კიცხის საჯარო სკოლები გახდნენ

ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში, დღეს ხარაგაულის კინოთეატრში პირველი ღონისძიება — ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.   ღონისძიებაში მონაწილეობა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლამ მიიღო. გამარჯვებულებად დასახელდნენ მოლითის და კიცხის საჯარო სკოლები, რომლებმაც სიმბოლურად გაინაწილეს ბუს ქანდაკებები. მეორე ადგილი დაიკავა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდმა.   თამაშს უძღვებოდა კულტურის, ხელოვნების და ტურიზმის ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი. კონკურსის შეფასება განხორციელდა სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიურის მიერ, რომლის წევრები იყვნენ: საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინა ვეფხვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე და მერიის მრჩეველი კულტურის საკითხებში ნიკოლოზ მაჭავარიანი.   გამარჯვებული გუნდების წევრებს გადაეცათ დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები.   ვულოცავთ გამარჯვებულებს და თითოეული სკოლის ადმინისტრაციას — ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/493729060_3507422042730720_7562388340898166805_n.jpg
30/04/2025 13:14

ხარაგაულელი მოსწავლეების წარმატება მუსიკალურ ფესტივალზე „იმერეთის ხმა“

ქალაქ ქუთაისში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე „იმერეთის ხმა“, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის(დირექტორი, ჰამლეტ ბერაძე) საესტრადო სიმღერის წრის გოგონათა გუნდმა (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია) პირველი ადგილი დაიმსახურა. კონკურსზე ასევე წარმატებით წარსდგნენ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის (დირექტორი, ლალი ალექსიძე)  სოლო შემსრულებლებიც (პედაგოგი დარეჯან კაციტაძე): ლალი ხომასურიძე – II ადგილი, ლილე ფცქიალაძე – ჟიურის სიმპათია, ნინო ვეფხვაძე – ჟიურის სიმპათია, გაბრიელ შარიქაძე – წარმატებული მონაწილე კონკურსის მონაწილეები დაჯილდოვდნენ საპატიო დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. ასევე, პროექტის ფარგლებში წარმატებული პედაგოგების დიპლომები გადაეცათ დარეჯან კაციტაძესა და დარეჯან გვაძაბიას. ფესტივალს აფასებდა კომპეტენტური ჟიური შემდეგი შემადგენლობით: კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, მუსიკათმცოდნეები მაია დათუნაშვილი და ნია ბახტაძე, პოეტი ნანა ცინცაძე. „იმერეთის ხმა“ უკვე მეთერთმეტე წელია იმართება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ფესტივალის მიზანი,  ქართული სიმღერის, როგორც ეროვნული ფასეულობის, პოპულარიზაცია და იმერეთის რეგიონის ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა. ფესტივალის ორგანიზატორები და დამფუძნებლები არიან კომპოზიტორი ნანა იამანიძე და სტუდია „იმერეთის ხმის“ ხელმძღვანელი ბექა ბაძნელაძე. მოსწავლეების მონაწილეობა კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ვულოცავთ მონაწილეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ამ ღირსეულ გამარჯვებას!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/es_9.jpg
28/04/2025 20:25

,,კაცი, რომელიც დააკლდა ხარაგაულს" — თამაზ კიკნაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო

დღეს 28 აპრილს, ხარაგაულის კინოთეატრმა ხსოვნის  საღამოს უმასპინძლა, რომელიც ქართული თეატრისა და სიმღერის გამორჩეულ წარმომადგენელს, თამაზ კიკნაძეს მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხარაგაულის მერი, ბატონი კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი და ხარაგაულის საზოგადოების წარმომადგენლები. განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ისაუბრა ბატონ თამაზზე ხარაგაულის მერმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ თამაზ კიკნაძე იყო და რჩება ხარაგაულის სულიერების სიმბოლოდ. ასევე დაანონსდა, რომ მომავალში მისი სახელი უკვდავყოფილი იქნება — თამაზ კიკნაძის სკვერში დაიდგმება მისი ბიუსტი. საიუბილეო საღამო ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორმა, ირინე ჩხეიძემ წარმართა, რომელმაც მაყურებლის თვალწინ გააცოცხლა ბატონი თამაზის ცხოვრება და შემოქმედება. ხარაგაულის ძველმა და ახალმა თაობამ კიდევ ერთხელ გაიხსენა თამაზ კიკნაძის თეატრალური მემკვიდრეობა. მაყურებელმა იხილა ფრაგმენტები მისი შესრულებული როლებიდან, მოისმინა გულწრფელი და ემოციური სიტყვები და მოგონებები. საღამოზე სიტყვით გამოვიდა ბატონი თამაზის შვილი, ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის თეატრის მსახიობი, ვასილ კიკნაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა ხარაგაულის საზოგადოებას მამის ხსოვნისადმი გამოხატული სიყვარულისა და პატივისცემისთვის. საღამოზე შესრულდა დუეტი მამა-შვილის ვასილ და ლიზი კიკნაძეეების, ანსამბლ „ხარაგაულის ხმების“ და „ხარაგაულის კვარტეტის“ მიერ,  ხოლო ბატონი თამაზის შვილიშვილმა, პატარა ლუკა კიკნაძემ, ბაბუის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა. ეს იყო საღამო, სადაც ხმა, სიტყვა და მოგონება ერთიან სურათად იქცა — ხარკად კაცისა, რომელიც დღემდე უყვართ და ახსოვთ.
სრულად