სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/fdsa.jpg

 მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ზვარეში -ხიხაძეების უბანში, გზის 650-მეტრიან მონაკვეთზე, ბეტონის საფარი მოეწყო

მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ზვარეში, ხიხაძეების უბანში, რთული რელიეფის გამო გადაადგილებისთვის ,გზის 650-მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ,ვარლამ ჭიპაშვილი. მან პროექტის შესრულების ხარისხის შესახებ ინფორმაცია მერის წარმომადგენელ ბესიკ დალალიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ ვლადიმერ ტალახაძესთან ერთად მიიღო.

პროექტის ღირებულება 180 000 ლარია და სამუშაოებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მთის ფონდიდან მიღებული დაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის შერჩევისას გათვალისწინებული იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროება და გზის რთული რელიეფი, ისე პროექტით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა.

ზვარეში მიმდინარე სამუშაოები იმ ფართომასშტაბიანი საგზაო პროგრამის ნაწილია, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს. მერიის მიერ, მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის მონიტორინგის ფარგლებში, 36 სოფელში მიმდინარეობს ახალი გზების მოწყობისა და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები.

საგზაო პროექტების შერჩევისას მუნიციპალიტეტი ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებს, გზების არსებულ მდგომარეობას, რელიეფის სირთულესა და პროექტებით მოსარგებლე მოქალაქეების რაოდენობას — რათა ინფრასტრუქტურული რესურსი იმ მონაკვეთებზე მიიმართოს, სადაც მისი საჭიროება განსაკუთრებით მაღალია.

ზვარეში, ხიხაძეების უბანში, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს 650 მეტრის სიგრძის კეთილმოწყობილი ბეტონის გზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

 

ნანახია: 14 - ჯერ