ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქტიურად მიდინარეობს.
სოფელ წყალაფორეთში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. სადაც 750-მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო.
სამუშაოების მიმდინარეობას , ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელმაც პროექტი, მერის წარმომადგენელთან ანზორ აბულაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ როინ გელაშვილთან ერთად დაათვალიერა.
მერის პირველი მოადგილე მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის დავალებით, მონიტორინგის ფარგლებში სისტემატურად ამოწმებს, რათა სამუშაოები დადგენილი გრაფიკის, ხარისხის სტანდარტებისა და საპროექტო პირობების სრული დაცვით განხორციელდეს.
პროექტის საერთო ღირებულება 204 898.51 ლარს შეადგენს, საიდანაც პირველი ეტაპის დაფინანსება 150 000 ლარია. სამუშაოების ორივე ეტაპი მიმდინარე წელს დასრულდება, რის შედეგადაც სოფლის მოსახლეობა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისული მომლოცველები კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გზით ისარგებლებენ.
მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეაბილიტაცია 36 სოფელში ხორციელდება. პროექტების საერთო ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა, რაც მუნიციპალიტეტში უსაფრთხო, კომფორტული და ხელმისაწვდომი საგზაო გარემოს შექმნას ემსახურება.