სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/zxcvZv.JPG
14/06/2024 12:03

გედსამანიაში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაობი ინტენსიურად მიმდინარეობს

გედსამანიაში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაობი ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდილია სოფლის ცენტრალური გზა. ამჯერად სამუშაოები ჩადუნლების უბანში და სხვადასხვა ლოკაციებზე გრძელდება. ,,გედსამანია, ყველაზე აქტიურად ვითარდებოდა ამ  ბოლო წლებში. ეს ის სოფელია,  სადაც მიგრაცია არ შეინიშნება. სტიქიამ არ უნდა შეგვაშინოს, მაქსიმალურად ვცდილობთ გავატაროთ ყველა შესაბამისი ღონისძიება და სოფელი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. გაწმენდითი სამუშაოები სოფელში გრძელდება. ახლა ჩვენი მთავარი ყურადღება გადატანილია ჩადუნლების უბანზე, სადაც გზა ფაქტიურად გაუვალია. ამ ეტაპზე მთავარია გადაადგილება შესაძლებელი გახდეს. ჩვენ აუცილებლად შევისყიდით პროექტს, რომელიც ამ უბანში ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს. მინდა აღვნიშნო, რომ ზარალის ასანაზღაურებლად,  მოქალაქეებს ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დავეხმარებით. ყველას  უნდა ჰქონდეს იმედი, რომ  ამ გაჭირვებაში არ მივატოვებთ. გედსამანიას სჭირდება  საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრების და ხიდ-ბოგირების აღდგენა- შეკეთება,  რისთვისაც შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.” კობა ლურსმანაშვილი აქტიურ კომუნიკაციაშია სამხარეო ადმინისტრაციასთან, მთავრობის კანცელარიასთან, მაჟორიტარ დეპუტატთან   და შესაბამის სამინისტროებთან. როგორც მერი აცხადებს , დროული დახმარების მიღების მიზნით, მერია ყველა პროცედურას გადის, რომ მუნიციპალიტეტმა საჭირო და დროული ფინანსური დახმარება მიიღოს. კობა ლურსმანაშვილი: ,, ვვარაუდობთ,  კარგი მუშაობის პირობებში,  ზაფხულის პერიოდი, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესაძლებლობას მოგვცემს. წყალმოვარდნამ მართლაც დიდი ზიანი მიაყენა კერძო საკუთრებას, საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა - ნაგებობებს, ავტომობილებს, პირუტყვს, რომელიც ადიდებულმა  მდინარემ მოსახლოებას წაართვა.  მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური ტექნიკა და ცენტრალურ მაგისტრალზე მომუშავე ჩინური კომპანია. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. ვცდილობთ, ყველა პრობლემა რაც შეიძლება მალე იყოს აღმოფხვრილი. მუნიციპალიტეტი და მისი სამსახურები მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს და ყველა ერთად ჩართულნი ვართ სამუშაო პროცესში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, სახანძრო სამაშველო სამსახურის , როგორც ხარაგაულის, ისე იმერეთის განყოფილებას, რომელიც სტიქიის პირველივე წუთებიდან ჩვენს გვერდით იყო.“   სტიქია სოფელ გედსამანიაში, 11 ივნისის ღამეს მოხდა. მდინარე უხადურას ადიდებამ  სოფელში სტიქიური მოვლენები გამოიწვია. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ზარალი მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_6.png
14/06/2024 11:46

17 ივნისს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

სხდომაზე საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველ საკითხებს განიხილავენ. საკრებულოს მორიგი სხდომა 1 ივლისს გაიმართება.     საკითხთა ნუსხა   1.ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის,  განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                           მომხს: ირინე  ჩხეიძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის   სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                           მომხს: ნანა კიკნაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის განხილვა                                                                                                 მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი “ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                      მომხს: ინგა ლურსმანაშვილი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/12.png
13/06/2024 15:50

21 ივნისს, ხარაგაულის თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით ,,ბამბაზიის სამოთხე“ წარსდგება

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2024” მიმდინარეობს. საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს. წლევანდელ ფესტივალს მოლდოვასა და ლიეტუვას თეატრები უერთდებიან. 21 ივნისს  იმერეთის თეატრალურ ფესტივაზე, ხარაგაულის თეატრი  პრემიერით ,,ბამბაზიის სამოთხე“  წარსდგება.  სპექტაკლი აფხაზეთის ომის ტრაგედიას და ომით განადგურებული შვილმკვდარი დედების, ურთიერთგაგებას, ტკივილსა და მწუხარებას ეხება. ირინე ჩხეიძე: ,,გადავწყვიტეთ შევხებოდით ამ  დიდ ტრაგედიას და რთულ თემას. ვნახოთ როგორ გავართმევთ თავს. ვღელავთ უჩვეულოდ  და ველოდებით შეხვედრას ჩვენს საყვარელ მაყურებელთან.  აღსანიშნავია, რომ ავტორმა , ნინო სადღობელაშვილმა ეს პიესა გვაჩუქა და მას მოუთმენლად ველოდებით პრემიერაზე.“ სპექტაკლის რეჟისორია, ირინე ჩხეიძე. მხატვარი, გაიოზ შუბითიძე. მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ვასილ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, გიორგი ჭიპაშვილი. სპექტაკლში გამოყენებულია ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორის, ანუშკა ჩხეიძის მუსიკა. სპექტაკლი ხარაგაულელი მაყურებლისთვის , 24 ივნისს, 18 საათზე გაიმართება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1R8A3716_1.jpg
10/06/2024 18:05

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე მიიღო მონაწილეობა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე გახლდათ მიწვეული. ფორუმსს სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ თბილისის მერია მასპინძლობდა.  ფორუმზე, თემით ადგილობრივი ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში, ხარაგაულის მერი მოხსენებით წარსდგა. ფორუმი მასშტაბური ხასიათის გახლდათ, რომელშიც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დედაქალაქის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების მუნიციპალიტეტებიდან, მსოფლიო დონის ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ჩვენი თანამედროვეობის ძალზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები - ქალაქის ცხოვრებისა და საქმიანობისთვის უმნიშვნელოვანესი მოსაზრებები, ინიციატივები და რეკომენდაციები. გაიმართა დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიც არის: ჯანსაღი ქალაქი, განახლებადი ენერგია, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში სამოქალაქო ჩართულობა და თანამონაწილეობა, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება, დემოგრაფია, მიგრაცია, სიღარიბის დაძლევა, უსაფრთხო და კომფორტული გარემო, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი. კობა ლურსმანაშვილი: ,,მადლობას ვუხდი ფორუმის ორგანიზატორებს მიწვევისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმის შედეგები და მიღებული და გაზიარებული რეკომენდაციები დაგვეხმარება ქალაქების და მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარებისთვის სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.“ ფორუმი ქალაქ თბილისში მიმდინარე წლის 6-7 ივნისს გაიმართა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9835.JPG
10/06/2024 17:47

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

ხარაგაულის მერმა, ორშაბათის ტრადიციული თათბირი სოფლის მხარდამჭერ პროგრამაზე საუბრით დაიწყო. კობა ლურსმანაშვილმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, საკითხისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა მოსთხოვა.  სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე , მეწარმეებთან ხელშეკრულებების გაფორმება ივნისის თვეში ,ხოლო სამუშაოების განხორციელება სექტემბრის თვეში დასრულდება.   კობა ლურსმანაშვილი: ,,ეს ის პროექტებია, რომელიც მოსახლეობამ შეარჩია და შესაბამისად მათდამი მოლოდინი დიდია, ამიტომ ყველა პროექტი ვადებში უნდა დასრულდეს. “  ხარაგაულის მერიამ, სტიქიისაგან დაზარალებული 130 ოჯახისთვის დაზიანებული სახლების სახურავების სარეაბილიტაციოდ 410 ათასი ლარის, ხის და თუნუქის მასალები შეიძინა.  სამშენებლო მასალები თითოეულ ოჯახს უკვე გადაეცა. კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებს, სამუშაო პროცესისადმი ყურადღება და მონიტორინგი დაავალა. ,,თუ გვაქვს ოჯახები, ვისაც არ შეუძლია სამუშაოები განახორციელოს, გთხოვთ მოვახდინოთ მუნიციპალური ძალებით დახმარება, რომ მოქალაქეებმა იგრძნონ ადგილობრივი თვითმმართველობის თანადგომა“ .თათბირზე მერმა წარმომადგენლებთან ერთად უშუალოდ განიხილა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემური ქეისი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9454.JPG
06/06/2024 15:40

დღეს საგანმანათლებლო პროექტის ,,ერუდიტის“ ფინალი გაიმართა

დღეს ხარაგაულის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით, საგანმანათლებლო პროექტის ,,ერუდიტის“  ფინალი გაიმართა. ფინალში ხარაგაულის 22 საჯარო სკოლის გამარჯვებული მოსწავლე მონაწილეობდა. თამაშის პირველი ეტაპის შემდეგ სამი ფინალური მონაწილე შეირჩა, რომელთაგან გამარჯვებული ბლიც კითხვების შედეგად გამოვლინდა. საუკეთესო სამეულში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი  - ანა ტაბატაძე,      მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე მეორე ადგილი  - თამაზი ხაჩიძე, მეორე საჯარო სკოლის  მოსწავლე მესამე ადგილი - ანი ჭანკოტაძე, ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლე გამარჯვებულები და პროექტის მონაწილეები, მოსწავლეთა სახლის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, მარინა ვეფხვაძემ და პროექტის იდეის ავტორმა , მარიკა ხარატიშვილმა დააჯილდოეს. პროექტი მეორე წელია , რაც არსებობს და ის მოსწავლეებში, წახალისებას, მოტივირებას და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას ემსახურება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_1asd%20(1)_1.jpg
06/06/2024 14:07

ხარაგაულის მერია აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ ბორითში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 99.54 კვ.მ ფართის ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზნით , ხარაგაულის მერია აუქციონს აცხადებს.  ს/კ 36.03.41.024.01.500, საწყისი საპრივატიზებო ღირებულებით 24 900 ლარი.  წინასწარი შესატანი „ბე“-ს ოდენობა საწყისი საპრივატიზაციო საფასურის 30%. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ,,ბე“ ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;  „ ბიჯი“-საწყისი საპრივატიზაციო საფასურის 10%;  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გაფორმდება მუნიციპალიტეტის ქონების მმართველსა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის.  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი: 300283313 (არასაცხოვრებელი შენობების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი). აუქციონი 2024 წლის 4 ივნისს დღის 13.00 საათზე გამოცხადდა და 2024 წლის 13 ივნისს დღის 13.00 საათზე დასრულდება. ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე: eauction.ge .      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9241.JPG
05/06/2024 17:45

სამუსიკო სკოლაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა

ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა სამუსიკო სკოლის დირექტორმა , ლალი ალექსიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მთელი წლის მანძილზე გაწეული შრომის  ერთგვარი ანგარიში წარუდგინა და ხარაგაულის მერიას გამოხატული მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მიმდინარე წელი ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლისათვის გამორჩეულად დატვირთული და ნაყოფიერი იყო. სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტში გამართულ ფესტივალებსა და კონკურსებში არაერთ წარმატებას მიაღწიეს. ღონისძიებაზე საფორტეპიანო ჯგუფის მოსწავლეებმა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს.( პედაგოგები: ხათუნა მაჭავარიანი, დარეჯან კაციტაძე, დარეჯან გვაძაბია, დალი მერაბიშვილი, ლიანა კვირიკაშვილი, თამარ ჩიმაკაძე). მაყურებელი განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი „ედელვაისი”-ს სიმღერებს. მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა კომპოზიციებმა საზოგადოების  მოწონება დაიმსახურა. დასასრულს, ლალი ალექსიძემ მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და მშობლებს მთელი წლის მანძილზე სამუსიკო სკოლისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfbdb.png
04/06/2024 15:23

ხარაგაულში მუნიციპალური ტრანსპორტი 25 სოფლის მოსახლეობას ემსახურება

მოქალაქეების გადაადგილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა ხარაგაულის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.  მერის , კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით,  ხარაგაულის მერიამ 9 სვლა - გეზი შეისყიდა. მომსახურების შესყიდვა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ სოფლებში არსებული მდგომარეობის გაანალიზების და  მოქალაქეების მომართვიანობის შედეგად იგეგმება. უახლოეს დღეებში,  მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას დაიწყებს  წყალაფორეთი - ვარძია-ხიდარი-კიცხი-დაბა ხარაგაულის  და ლეღვანი -დაბა ხარაგაულის მიმართულებით. მუნიციპალური ტრანსპორტი ხარაგაულის მასშტაბით 25 სოფლის მოსახლეობას უწევს მომსახურებას. სოფელ ნადაბურიდან სოფელ   ხევის, ბორითის, უბისის, სარგვეშის და ბაზალეთის გავლით ხარაგაულამდე ზვარე - ხარაგაული დაბა-თეთრაწყარო -კიცხი   სოფელ გედსამანიიდან , სოფელ ხუნევის , გავლით სოფელ ხევამდე და ხევიდან ახალი ავტობანის გავლით სოფელ ვერტყვიჭალამდე და შემდეგ სოფელ ვერტყვილის, საქასრიის, ბორითის, მაქათუბნის გავლით სოფელ უბისამდე, და უკან სოფელ ხევამდე. სოფელ ნუნისიდან, სოფელ ჩრდილის და სოფელ ზვარეს გავლით - მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრამდე.   ხარაგაული -სხლითი - ვანი - საღანძილე - დაბა ხარაგაული. სოფელ ვახანი - სადგური ვახანის წყალი. ხარაგაული - საღანძილე - დიდვაკე - ლეღვანი - დიდვაკე - საღანძილე - ხარაგაულის მიმართულებით. წყალაფორეთიდან ვარძია-ხიდარი-კიცხი-დაბა ხარაგაულის მიმართულებით.                ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, სოციალური პირობების გაუმჯოსების მიზნით და მგზავრობის შეღავათიანი ტარიფების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაწერილი მარშუტების შესაბამისად მგზავრობის ღირებულებად განსაზღვრულია 1 ლარი. დღემდე ამ მომსახურებისთვის ხარაგაულის მერიამ 103,580  ლარი დახარჯა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8918.JPG
03/06/2024 13:49

კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა, საკრებულოს ანგარიში წარუდგინა

დღეს საკრებულოს, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა საკრებულოს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. საკრებულომ ანგარიში დადებითად შეაფასა. წარმოგიდგენთ ანგარიშის სრულ ვერსიას. _____________________________ ა(ა)ი.პ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი შეიქმნა   2018 წელს, რომელშიც გაერთიანდა ხარაგაულის კულტურის ცენტრი, ისტორიული მუზეუმი, ლიტერატურული თეატრი, ხალხური შემოქმედების სახლი და ხარაგაულის  ცენტრალური ბიბლიოთეკა.   2023 წელს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბიუჯეტი განისაზღვრა 927 ათასი ლარით, მოხდა სახელფასო ფონდის 10 პროცენტიანი მატება.   ეს წელი  დატვირთულია უამრავი ღონისძიებით. (იხილეთ მთელი წლის პროგრამა)   იანვარი 17-24 იანვარი- ხარაგაულის ბიბლიოთეკებში აქტიური მკითხველების გამოვლენა -დაჯილდოება. 30 იანვარი -ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“. ზამთრის სერია თებერვალი თებერვალი - წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებში, ლიტერატურულ თეატრში. 8 თებერვალი -დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში 6, 13, 20, 27 თებერვალი -ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“. ზამთრის სერია, ყოველ ორშაბათს. 28 თებერვალი -კონცერტი ხარაგაულის მომღერალი ოჯახების შესრულებით. თებერვალი -ანსამბლ „უბისისა“ და ანსამბლ „მთიელის“ მონაწილეობა ბაკურიანში გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალში. თებერვალი -ლიტერატურული კონკურსი „ოდეონის“ წიგნად გამოცემული ნაწარმოებების წარდგენა მარტი 2 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი 12 მარტი -ხარაგაულის იუმორისტული გუნდის „ჭირიმეს“ მონაწილეობა ქართულ ლიგაზე 18 მარტი -„შემოქმედი ქალბატონები“-ვიდეორგოლის მომზადება და წარდგენა ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის მიერ. პრეზენტაციის პარალელურად შეხვედრა შემოქმედ ქალბატონებთან. მარტი -მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო მარტი - თეატრის საერთაშორისო რისადმი მიძღვნილი ღონისძიება  აპრილი 1აპრილი -ახალგაზრდული ფესტივალი „წინ ხარაგაული -2023“-ის გახსნა 3 აპრილი -1 მაისი ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. 4-11 აპრილი -საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა მწერლებთან. 3, 15 აპრილი -„მან-სან-კანი“ მოსწავლეთა შორის.  6,13, 20, 27 აპრილი -ინტელექტუალური კონკურსი „ლიდერი“. აპრილი - ქართულ ლიგაზე ხარაგაულის იუმორისტული გუნდის „ჭირიმეს“ გამოსვლა.   აპრილი -საპატიო ხარაგაულელის, პედაგოგ მერი გიორგაძისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია   აპრილი -ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოჭვეული ბიბლიოთკარების დაჯილდოვება. 27 აპრილი -პროექტი „პატარა რესტავრატორები“ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით. მაისი 1 მაისი -ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული -2023“ საზეიმო დახურვა. 8 მაისი -„ მსოფლიო ფაშიზმის წინააღმდეგ“- ისტორიული მუზეუმის მიერ დაგეგმილი ღონისძიება 15 მაისი -თოჯინების თეატრის პრემიერა 26-27 მაისი - ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ 29 მაისი -ანსამბლ „უბისისა“ და ანსამბლ „მთიელის“ მონაწილეობა თბილისში გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალში. 20 მაისი -ფესტივალ „არტ-გენზე“ ანსამბლ ოდილას მონაწილეობა 18 მაისი -ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა ივნისი 10 ივნისი -სპექტაკლის პრემიერა 15 ივნისი -„ იმერეთის თეატრალური ფესტივალი -2023“ 17, 22, 30 ივნისი -პროექტ „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში ღონისძიებები მუნიციპალიტეტის სოფლებში. 16-23 ივნისი -ისტორიული მუზეუმის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების კვირეული 25, 28 ივნისი -ლიტერატურული თეატრის  გამართვა        მუნიციპალიტეტის         სოფლებში ივლისი 2-22 ივლისი -ცოცხალი წიგნები“ სოფლებში. (ნადაბური, სარგვეში, ღორეშა, ვერტყვიჭალა) 7,14, 21, 28 ივლისი - ზაფხულის სერია ინტელექტუალურ თამაშში „რა, სად, როდის“ 2-12 ივნისი - თოჯინების თეატრი სოფლებში 28-30 ივლისი- იუმორის ფესტივალი აგვისტო 15 აგვისტო -ხუმრობენ ხარაგაულელი „მან-სან-კან“-ელები (ძველი და ახალი თაობა) ხარაგაულის კინოთეატრში 17-20 აგვისტო -ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის გასვლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 22-30 აგვისტო -„ცოცხალი წიგნები“ სოფლებში   აგვისტო -საზაფხულო კონცერტი კინოთეატრში „ერთი ლამაზი საღამო“   აგვისტო -ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის პროექტი დამსვენებელი ბავშვებისათვის „პატარა არქეოლოგები“ სექტემბერი 5-6 სექტემბერი -სამხატვრო პლენერი „გამა“ 20 სექტემბერი -საგალობლების საღამო 22 სექტემბერი - სპექტაკლის ჩვენება 24 სექტემბერი -კონკურსი „უძველესი ტრადიციები“ მუზუმის ორგანიზებით ოქტომბერი 6 ოქტომბერი -„ვარინკობის“ ფესტივალი ზესტაფონში და ხარაგაულის სიმღერის ანსამბლების მონაწილეობა 22 ოქტომბერი -ლიტერატურული სპექტაკლის პრემიერა ოქტომბერი -თოჯინების თეატრის პრემიერა ოქტომბერი -ღონისძიება „ფოტოფირების გაცოცხლება“ ისტორიულ მუზეუმის ორგანიზებით ნოემბერი 4 ნოემბერი -„ხარაგოულობის“ დღესასწაულის აღნიშვნა, საზეიმო ღონისძიებები 9 ნოემბერი -ანსამბლ „უბისისა“ და ანსამბლ „მთიელის“ მონაწილეობა თბილისში გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალში. 15 ნოემბერი- რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო 12, 28 ნოემბერი -ფოლკლორის ფესტივალი ქუთაისსა და თბილისში და მასში ხარაგაულის ანსამბლებისა და სახალხო მთქმელების მონაწილეობა დეკემბერი 10 დეკემბერი -დოკუმენტური ფილმის „პანთეონის მკვიდრი ხარაგაულელები“ პრემიერა ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის მიერ 15 დეკემბერი -ხარაგაულის თეატრის სპექტაკლის ჩვენება ქ. თბილისში 20-30 დეკემბერი - საახალწლო ღონისძიებები              რაც შეეხება 2024 წელს, ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბიუჯეტი განისაზღვრა  1 061 700  ლარით, (მ.შ. შრომის ანაზღაურება 951396 ლარი, საქონელი და მომსახურება -124 800 ლარი, ოფისის ხარჯი 49500 ლარი, კომუნალური 22000 ლარი და სხვ.) ისევე, როგორც გასულ წელს, მოხდა 10 პროცენტიანი ხელფასების მატება.  10 იანვარს, სამკითხველო დარბაზში, წარმოდგენილი იყო 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა-პრეზენტაცია, აქვე თანამშრომლებს დეტალურად გაეცნო 2024 წლის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბიუჯეტი, ასევე 2024 წლის სამოქმედო გეგმა, დასახული მიზნები და ამოცანები,  რომელიც გაწერილი გახლავთ თვეების მიხედვით.        12 იანვრიდან ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ინიციატივით დაიწყო ახალი პროექტი, „როცა ერთმანეთს ვჭირდებით“, პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ შშმ პირებზე, ასაკით პენსიონრებზე, სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებზე, რომელთაც უჭირთ საზოგადეობაში ინტეგრაცია და ხელეწიფებათ სხვადასხვა შემოქმედებითი საქმიანობა : წერა, ხატვა, ძერწვა, სიმღერა, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შექმნა და ა. შ  მათზე გაკეთდება მცირე ვიდეორგოლები, სადაც ასახული იქნება მათი საქმიანობის და ინტერესის სფერო. პროექტი გაგრძელდება წლის ბოლომდე. 22 იანვარს,  ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის  დარბაზში გაიმართა 2023 წლის ლიტერატურულ კონკურს " ოდეონის" მონაწილეთა ნაწარმოებების წიგნად აკინძული კრებულის წარდგინება-პრეზენტაცია. 26 იანვრიდან ხარაგაულის "თოჯინების თეატრმა" დაიწყო მოგზაურობა მუნიცაპალიტეტში შემავალ საბავშვო ბაღებში, (ვარძია, კიცხი, ხიდარი, წყალაფორეთი, ვერტყვიჭალა, ბორითი,  ხუნევი, გედსამანია და სხვ.)სადაც ჩვენი პატარებისათვის  თოჯინების წარმოდგენა გამართა. ეს მოგზაურობა წლის ბოლომდე გაგრძელდება.    7თებერვალს, საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა  ცენტრალური ბიბლითეკის სამკითხველო დარბაზში, აქვე მოეწყო  საიუბილეო მწერლების ლექსების გამოფენა. ასევე, ამ დღესთან დაკავშირებით  ჩატარდა ღონისძიება „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“, სასოფლო ბიბლიოთეკების ორგანიზებით ღონისძიებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.   8 თებერვალს,  დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღსანიშნავად ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გაიმარტა ღონისძიება, რომელშიც 50 მდე ახალგაზრდა იყო ჩართული. 22 თებერვალს გაიმართა წიგნის „ამბები ღიმილის არომატით“ პრეზენტაცია.   28 თებერვალს, ზეპირსიტყვიერების დარგის სპეციალისტის, ნიკო წიკლაურის ორგანიზებით  გაიმართება ,,ექსპრომტების საღამო".  1 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება ფოტოგამოფენა ,,გარდასულ დღეთა მშვენიერება". მუზეუმმა დამთვალიერებელს თვის ბოლომდე უმასპინძლა. 3 მარტს, ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,უბისი" წარმატებით წარსდგა ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამართულ ფესტივალზე. სერთაშორისო საბავშვო ქორეოგრაფიულ ფესტივალში ,,მომავალი ჩვენია" მონაწილეობისთვის და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის ,,უბისი" ლაურეატის დიპლომით დაჯილდოვდა, ხოლო ანსამბლის ხელმძღვანელებს, ელისო და ზაზა ლურსმანაშვილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ. მათთან ერთად წარმატებით მოღვაწეობს ანსამბლი „მთიელი“, რომლებმაც ხარაგაულის სახელით არაერთ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა და ყოველთვის წარმატებულად.   6 -12 მარტს  ქალთა სეართაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა სპექტაკლის პრემიერა „იუბილე სიურპრიზებით“, რომელმაც მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა და მოგვიანებით სპექტაკლი ნაჩვენები იქნა ბორითის სასოფლო კლუბში. 17 მარტიდან კვლავ აქტიურად ჩაერთო ქართული ლიგის ჩემპიონატში ხარაგაულის იუმორისტული გუნდი „ჭირიმე“, რომელიც დღეს უკვე ნახევარფინალშია. 15 აპრილს საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით მოხდა ანსამბლ „ოდილას „ სიმღერების აუდიო და ვიდეო ჩაწერა. საინტერესოდ ჩატარდა საბიბლიოთეკო კვირეული, რომელიც 22 აპრილს დაიწყო და 30 აპრილს დასრულდა. კვირეულის ფარგლებში არა ერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა სოფლის ბიბლიოთეკართა ჩართულობით და ორგანიზებით. დასკვნით ღონისძიებაზე მოხდა გამოჩეული და აქტიური ბიბლიოთაკარების დაჯილდოება. წარმატებით მუშაობს პროექტი „მოძრავი ბიბლიოთეკა“, რომელშიც ჩართულები არიან სოციალურად დაუცველთა პროგრამით დასაქმებული თანამშრომლები. ამ პროგრამის ფარგლებში დამატებით 300ზე მეტ ოჯახს მოემსახურენ წიგნების მიტანით სახლიდან გაუსვლელად. ცალკე გამოსაყოფია ინოვაციების ცენტრის პროექტი, რომელიც გერმანიის მხარის დაფინანსებით განხორციელდა და რომლის ფარგლებშიც 100 ათასი ლარის ღირებულების ინვენტარი იქნა შეძენილი, მათ შორის ავეჯი, მაღალი დონის კომპიუტერები, დრონი, ფერადი პრინტერი, ჭკვიანი დაფა, მონიტორი, ფოტოაპარატი და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოხდა ინოვაციების ოთახისა და დარბაზის კეთილმოწყობა. წლის ბოლომდე არა ერთი საინტერესო ღონისძიება გველოდება, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრი ამ წუთებში ემზადება მორიგი პრემიერისათვის, რომლითაც წარსდგებიან ქუთაისის თეატრალურ ფესტივალზე. რამოდენიმე სიტყვით მინდა აღვნიშნო პრობლემებზე. დავიწყოთ ინფრასტრუქტურით: ჯერჯერობით კვლავ პრობლემაა კინოთეატრის შენობის უკან მხარე, სადაც განთავსებული გახლდათ საცეკვაო დარბაზი. მოგეხსენებათ სტიქიის შედეგად დაზიანდა კედელი და მიმდინარეობს როგორც ჯებირის მშენებლობა, ასევე კედლის აღდგენა. კედელთან ერთად დაზიანდა გათბობის სისტემაც, რომელიც საშემოდგომოთ იქნება გამართული. ასევე პრობლემაა კულტურის ცენტრის შენობის შიდა მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას და ამის მზაობა უკვე დაანონსებული აქვს მერიას, სადაც განთავსდება და ჩამოყალიბდება ახალგაზრდული ცენტრი და ვფიქრობთ, რომ ეს ადგილი გადაიქცევა ახალგაზრდების საყვარელ ადგილად. კვლავ პრობლემად რცჩება მაღალი სიხშირის და ხარისხის აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ღია ცის ქვეშ ღონისძიებების გამართვა. კვლავ პრობლემატურია არაერთი ბიბლიოთეკის შენობა. მაგალითად, საღანძილის ბიბლიოთეკა სულ ახლახანს იძულებით განვათავსეთ ავარიულ სკოლაში, სადაც სპეციალისტების დასკვნით სახიფათოა ყოფნა, ხევში ველოდებით ახალ შენობას, რათა მოხდეს ნაქირავები შენობიდან წიგნების დროულად გამოტანა. კვლავ სავალალო მდგომარეობაა ბაზალეთის ბიბლიოთეკისთვის დროებით გამოყოფილ შენობაში, სადაც არც ელექტროენერგიაა და არც საჭირო პირობები, თუმცა  ვიცით, რომ მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება ახალი ბიბლიოთეკის აშენების თაობაზე და ეს პრობლემა იმედია მალე მოგვარდება.  სარემონტო სამუშაოები ჩასატარებელია ბორითის კულტურის დარბაზში,  გასარემონტებელია კიცხის სარეპეტიციო ოთახი, სადაც ანსამბლი „ოდილა“ მეცადინეობს.   აუცილებლობას საჭიროებს კულტურის ცენტრის შენობაში განთავსებული საცეკვაო სივრცის გვერდით მოეწყოს ბავშვებისათვის ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახი, შეკეთებას აღარ ექვემდებარება და გამოცვლას  საჭიროებს მუზეუმის ღობე, ასევე ხარაგაულის თეატრი საჭიროებს გარდირობის ოთახის მოწყობას, სადაც განთავსდება თეატრის ტანსაცმელები. გარდა ინფრასტრუქტურისა პრობლემებში კვლავ მინდა ხაზი გავუსვა საბიბლიოთეკო ქსელში მომუშავეთა დაბალ ხელფასებს, ყოველწლიური ზრდის ტენდენციის მიუხედავად ჯერ ასევე დაბალია მსახიობებისა და მომღერლების სახელფასო ანაზღაურებები.               კულტურისა და ხელოვნების  ცენტრი:                                            /მ. ჭიპაშვილი/              
სრულად