სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/_DSC0776.JPG
14/05/2019 18:23

ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

სამამულო ომის დროს გარდაცვლილთა მემორიალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, კობა ლურსმანაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო.   ამავე დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში. ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ სამამულო ომის მონაწილეები გაიხსენეს, სკოლის მოსწავლეებმა კი ხარაგაულელი ომის ვეტერანის გიორგი (ჟორა) ბლუაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები და ოჯახის წევრებისადმი ფრონტიდან მისი გამოგზავნილი წერილები წაიკითხეს.  ამჟამად, ხარაგაულში 7 ომის ვეტერანია, რომელთაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200-200 ლარი ჩაერიცხება. სამამულო ომის მონაწილეები: ეკატერინე წიქარიშვილი, ვერა მასკოვცევა-არევაძე და გიორგი ბლუაშვილი მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ მოინახულა და  მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.  ომის მონაწილეებმა ომში გატარებული წლები გაიხსენეს და დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საბრძოლო ადგილები და ომში გატარებული წლები გაიხსენა ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა, ეკატერინე წიქარიშვილმა. „ახლაც, ამდენი წლის შემდეგ თვალებს დავხუჭავ თუ არა  ვხედავ, დაღუპულ ჯარისკაცებს, ქალებს, ბავშვებს, რომლებსაც ფეხით გადაადგილების დროს აქეთ-იქეთ ვწევდით. რომ მახსენდება რა გამოვიარეთ მიჭირს გააზრება, ხანდახან არ მჯერა. უკვე გერმანიის საზღვართან ვიყავით ომი რომ დამთავრდა“ - ასე იხსენებს მეორე მსოფლიო ომის დეტალებს ეკატერინე წიქარიშვილი.  ქალბატონმა ეკატერინემ 5 წელი გაატარა ყველაზე სასტიკ და სისხლისმღვრელ ომში.  იგი ქართველი მემანქანის სევალოდ წიქარიშვილის თანაშემწე იყო, რომელსაც ომის დამთვარების შემდეგ, 1946 წელს, 21 წლის ეკატერინე ცოლად გაჰყვა და ხარაგაულის სოფელ ლაშეში საცხოვრებლად ჩამოვიდა.  73 წელია სოფელს არ მოშორებია, ახლაც არ მიყვება შვილებს ქალაქში. ჩემი და ჩემი მეუღლის აშენებულია ეს სახლი და მიყვარს აქაურობაო.  ლენინგრადის ბლოკადი მონაწილე, ვერა მასკოვცევა-არევაძე 19 წლის იყო მეორე მსოფლიო ომში, რომ აღმოჩნდა, ის ახლა 97 წლისაა და 70 წელზე მეტია სოფელ  ვახანში ცხოვრობს. ვერა ბებომ ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი. ის ომის წლებს დიდი ტკივილით იხსენებს. „გადმოცემაც კი მიჭირს რა ხდებოდა, შიმშილით იხოცებოდა ხალხი. ჩემი ოჯახის წევრებიც შიმშილით მოკვდნენ. მომავალი მეუღლე, ვანო არევაძე, ომში გავიცანი, ერთმანეთი შეგვიყვარდა და ვახანში წამოვყევი“ - გვიყვება ვერა მასკოვცევა-არევაძე.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის. 6 მათგანს კი საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები - ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები -სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები - ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა. ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წელს მხოლოდ 7 ომის ვეტერანია ცოცხალი. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/ghjcgnbcvb.JPG
14/05/2019 18:22

ხარაგაულის 5 საბავშვო ბაღში მზის ელექტროსადგური დამონტაჟდება

დღეს ხარაგაულის მერიაში შეხვედრა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის ხუთ საბავშვო ბაღში  27 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის მონტაჟის შესახებ ისაუბრეს. აღნიშნული პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ გრანტის სახით მოიგო და დაფინანსება მოიპოვა. შეხვედრაზე ა/ო-ის ხელმძღვანელმა ხათუნა მანჯავიძემ, მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილმა და  ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა პროექტის დეტალები განიხილეს. ისაუბრეს კონკურსის შედეგებზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ მზის ფოტოელემენტების, ქსელური ინვენტარისა და მათი გამოყენებით მზის 5 მიკრო ელექტროსადგურის მონტაჟის მიზნით გამოაცხადა. კონკურსში რამდენიმე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელთა წინადადებები შეხვედრაზე განიხილეს.  საბოლოო გადაწყვეტილებას კი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მიიღებენ. მზის ელექტროსადგურები ბორითის, წყალაფორეთის, კიცხის, ვარძიის და დაბის პირველ საბავშვო ბაღში დამონტაჟდება.    ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, ბაღების შერჩევა  წინასწარი კვლევისა და ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მოხდა.  როგორც სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა აღნიშნა, პროექტის განხორციელებით დაიზოგება ელექტროენერგიის მოხმარება. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hgjkkj98.PNG
13/05/2019 11:48

ყურადღება აუქციონი!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების  მიზნით განმეორებითი  ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. იხ. დანართი აუქციონი 2019 წლის 7 მაისს,  16:00 საათზე, დაიწყო და 14 მაისს, 16:00 საათზე, დასრულდება. ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge  ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/vcbnbv.jpg
07/05/2019 12:21

მდინარე ძირულაზე ხიდ-ბოგირის აღდგენა მიმდინარეობს

მდინარე ძირულაზე ხიდ-ბოგირის აღდგენა მიმდინარეობს. ხიდ-ბოგირი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს, კვესრევსა და ამაშუკეთს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი სტიქიის ფონდიდან 16 545 ლარით დაფინანსდა.          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fcghjcgbn_1.jpg
07/05/2019 12:15

ვახანში გზის დამეწყრილ მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება

სოფელ ვახანში, გარსიას ჭალაში, დამეწყრილ მონაკვეთზე ბეტონის დასხმის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონკავეთზე მოეწყო, ასევე, ნაპირსამაგრი გაბიონი.  სოფელ ვახანის ცენტრალურ გზაზე ე.წ „გარსიას ჭალასთან“ მეწყერი ხშირად ჩამოდიოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე, ავტომანქანების გადაადგილებას. პროექტი სტიქიის ფონდიდან 114 000 ლარით დაფინანსდა.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cghncvb.jpg
07/05/2019 12:05

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები მერიის თანამშრომლებს შეხვდნენ

შეხვედრა გაიმართა მერიაში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს წარმომადგენლებსა და მერიის თანამშრომლებს შორის. საუბარი შეეხო აღნიშნული სააგენტოს მიერ შემუშავებული მუნიციპალური მართვის სისტემის დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს მერიაში არსებული მუნიციპალური სერვისების ხარისხის ამაღლებას. ელექტრონული პროგრამა Mms (მუნიციპალური მართვის სისტემა) ამჟამად საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში მოქმედებს.  Mms - ელექტრონული სისტემის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული პორტალის My.gov.ge - ს საშუალებით დაარეგისტრიროს განცხადება.  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით ისინი უახლოეს დღეებში პირად კონსულტანტს გამოაგზავნიან, რომელიც ადგილზე გადაამზადებს თანამშრომლებს.  Mms - ელექტრონული სისტემა იმუშავებს e-document -თან ერთად და მისი მომხმარებლები ძირითადად სოციალური, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იქნებიან. სისტემაში ჩაერთვება კანცელარიის განყოფილებაც.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0735.JPG
06/05/2019 10:46

დეპუტატებმა ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა, ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა კომისიის დასკვნა წარმოადგინა. მისი განცხადებით ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესახებ ინფორმაციაში მხოლოდ მშრალი ციფრებია წარმოდგენილი და იგი არ იძლევა სიღრმისეული შეფასების საშუალებას. ვარლამ ჭიპაშვილმა  ასევე შენიშვნები გამოთქვა  მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების დაბალ ტემპზე და მეწარმეებისთვის წინასწარ გაცემულ ავანსებზე. მისი განცხადებით, 3 თვის მაჩვენებლით საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დაგეგმილი სამუშაოების, დაახლოებით, 25%-მდე შესრულდა. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად ამ დრომდე არცერთი თეთრი არ გახარჯულა, არ გაუმჯობესებულა  მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა და მოუწესრიგებელია გარე განათების სისტემა. სხდომაზე ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ფხალაძემ დამსწრე საზოგადოებას  კომისიის დასკვნა გააცნო და დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს ასევე, დეპუტატებმა: ლადო ტალახაძემ, გივი ხიჯაკაძემ, ვახტანგ ტალახაძემ, ლენა აბაშიძემ, დოდო ხაჩიძემ და ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე, თორნიკე ავალიშვილმა. მათ მიერ დასმულ კითხვებს  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, თემურ თაბუკაშვილი პასუხობდა. მან დეპუტატებს დეტალურად გააცნო რა ეტაპზეა ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რა სანქციების გატარება  იგეგმება მუნიციპალიტეტის მხრიდან. თემური თაბუკაშვილის განცხადებით,  პროექტების შესრულების დაბალი მაჩვენებელი არაკეთილსინდისიერი მეწარმეებითაა გამოწვეული, რომლებმაც  ერთდროულად რამდენიმე ტენდერში გაიმარჯვეს და სამუშაოების შესასრულებლად არ გაზარდეს არც ტექნიკისა და არც მუშა ხელის რაოდენობა. „მეწარმეებს ხელშეკრულების ვადები გადაეწიათ და განესაზღვრათ საბოლოო ვადები, რომელიც როგორც სამხარეო ასევე შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენლებლთან შეთანხმებით გადაწყდა. თუ ამჯერადაც ვერ შეასრულებენ  ნაკისრ ვალდებულებებს, მათ ხელშეკრულება შეუწყდებათ.“ განმარტა სამსახურის უფროსმა. მიხეილ ჭიპაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში ნორმალურ რეჟიმში სრულდება და ამ მიმართულებით სოფელში პრობლემები არ არის.  მან ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში კარიერების გამოყოფის მნიშვნელობაზე. მიხეილ ჭიპაშვილის თქმით, მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აირჩია სასოფლო გზის დახრეშვა, რის გამოც საჭიროა ზესტაფონში ჩავიდეს მეწარმე და იქ შეიძინოს საჭირო მასალა, რაც ძალიან ძვირი ჯდება.  3 თვის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ხარაგაულში განათლებისა და კულტურის სფერო ერთ-ერთი წარმატებულია. მისი ინფორმაციით, მოსაწესრიგებელია ბორის სკოლა-პანსიონში არსებული საბავშვო ბაღი, რომელიც არ შედის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღის აღმზრდელების დაბალ ანაზღაურებასთან დაკავშირებით.  სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს საბიუჯეტო ცვლილება. აღნიშნულ საკითხთან   დაკავშირებით დეპუტატებმა მოითხოვეს ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბისის“ ბაქოს საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის დაფინანსების გაზრდა 5 000 ლარით. აღნიშნული მოთხოვნა მერიამ გაითვალისწინა, რის შედეგადაც ანსამბლი „უბისის“ გამგზავრება ქალაქ ბაქოში  10 000 ლარით გადაწყდა. სხდომაზე დეპუტატებმა მუხლობრივად უყარეს კენჭი და დაამტკიცეს სალოტბარო სკოლაში დასაქმებულთა ხელფასებისათვის 13 800 ლარით   დაფინასების საკითხი.  ასევე, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმისთვის ახალი ექსპონატების შეძენისთვის  და საგამოფენო დარბაზის განათებისთვის 10 000 ლარით სუბსიდირებისა და  ხარაგაულის სახალხო თეატრის ლატვიაში საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეთა ტრანსპორტირებისთვის  4 500 ლარით დაფინანსების საკითხები. სხდომაზე იმსჯელეს ასევე, სალოტბარო სკოლის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, საკითხი კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ წარადგინა, რომლის მიხედვითაც დეპუტატებმა თანხმობა მისცეს მერს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს შორის სალოტბარო სკოლის ჩამოსაყალიბებლად მემორანდუმის გასაფორმებლად. მუნიციპალიტეტის საკრებულომ ასევე, თანხმობა მისცა მუნიციპალიტეტის მერს იუსტიციის სამინისტროზე 1450 კვ.მ მიწის ფართობის 30 წლით უსასყიდლო-უზურფრუქტით გადაცემის საკითხს. როგორც სხდომაზე მომხსენებელმა მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსმა, მაია ალავიძემ განაცხადა დაბა ხარაგაულში იუსტიციის სამინისტრო გეგმავს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას, რისთვისაც სჭირდება აღნიშნული ფართი. სხდომაზე წარდგენილი საკითხები დეპუტატებმა დაამტკიცეს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/59325770_2362996813947478_5724657304909905920_o.jpg
03/05/2019 11:01

ხარაგაული გვირილობის დღესასწაულზე

ტრადიციული გვირილობის დღესასწაული აღინიშნა ქუთაისში 2 მაისს. ქალაქი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური ღონისძიებებით. გვირილობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი - იმერეთის სახალხო დღესასწაული, მუხნარის ტყეში აღინიშნა, სადაც იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტთან ერთად, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაული ქართული ხალხური რეწვის ნიმუშებითა და ტრადიციული იმერული სამზარეულოთი წარსდგა. ხარაგაულის ფოტო-ვიდეო სალონმა, ქუთათურებს, სპეციალურად ამ დღის სიმბოლოებით გამოსახული საკუთარი ნაწარმი შესთავაზა.  მუხნარის ტყეში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ხარაგაულის კულტურის ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლმა „უბისმა“, რომელთაც „იმერული სატრფიალო“ და „ლეჩხუმური სახუმარო“ შეასრულეს. მუხნარის ტყეში ასევე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები და მუსიკალური პერფორმანსები.  სახალხო დღესასწაულს ქუთაისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მოადგილე, თემურ ჩხეიძე დაესწრნენ. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dghjfghjmncb.JPG
01/05/2019 17:18

ბიუროს წევრებმა ბიუჯეტის სამი თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა ბიუროს წევრებს ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულების შესახებ ინფორმაცია და საბიუჯეტო ცვლილება გააცნო.   ანგარიშის მიხედვით ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა პირველ კვარტალში შესრულებულია  ჯარიმებიდან და არაფინანსური აქტივების კლებიდან, კერძოდ: სხვა შემოსავლების გეგმა  პირველ კვარტალში განისაზღვრა 252 800 ათასი ლარით,  ფაქტობრივად კი მიღებულია-568 500  ათასი ლარი. გეგმა შესრულებულია 224,9  პროცენტით. არაფინანსური აქტივების კლებიდან   შემოსულობები პირველ კვარტალში დაგეგმილი არ ყოფილა, ამ მუხლში კი, ფაქტობრივად  შემოსულია 9 600   ლარი, აქედან 4 600  ლარი ძირითადი ქონების გაყიდვიდან და 5 000   ლარი მიწების გაყიდვიდან. როგორც ვლადიმერ გელაშვილმა განმარტა პირველი კვარტლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში განისაზღვრა 2 399.0 ათასი ლარით, ხოლო ფაქტობრივად მიღებულია 2 262.9  ათასი ლარი.  კვარტალური გეგმა შესრულებულია 94,3  პროცენტით. გადასახადებში  მუნიციპალიტეტს  დაგეგმილი 1590,1  ათასი ლარიდან მიღებული აქვს  1087,5 ათასი ლარი, გადასახადების კვარტლის გეგმა შესრულებულია  68,4  %-ით.    ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში განისაზღვრა 3853,9  ათასი ლარი, ფაქტობრივად  გაწეულია 2865,5  ათასი ლარი, ხარჯები დაფინანსებულია  74,4 %-ით. ბიუჯეტის სამი თვის შესრულების შესახებ ინფორმაციას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიში დეტალურად განიხილავენ. დეპუტატები კი, ამის შესახებ ინფორმაციას  6 მაისის საკრებულოს სხდომაზე მოისმენენ. სხდომაზე, ასევე განხილული იყო საბიუჯეტო ცვლილება. ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით მთავრობის N815 განკარგულებით მაღალმთიანი დასახლების განვითარების  ფონდიდან ხარაგაულს  245 100 ლარი გოლათუბანში, სხევარისა და წიფის სადგურის უბნის გზის რეაბილიტაციისთვის გამოეყო. ასევე N986 განკარგულებით - 45 000 ლარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად. როგორც ვლადიმერ გელაშვილი განმარტავს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 30-31 მარტს მომხდარი ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად 48, 500 ლარი გაიხარჯა, ამიტომ დამატებით 3 5000 ლარის მოძიება გახდა საჭირო, რომელიც შევსებულია გასული წლის ხიდების რეაბილიტაციის ხარჯებიდან. საბიუჯეტო ცვლილების თანახმად  ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დამატებით 19 500 ლარი სჭირდება, კერძოდ მუზეუმის ახალი ექსპონატებისთვის 10 000 ლარი, ო. აბაშიძის სახელობის თეატრს ლატვიის ქალაქ რიგის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობისათვის 4 500 ლარი და ანსამბლ „უბისს“ ბაქოში საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისათვის 5 000 ლარი. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა,  რომ საკრებულოზე წარდგენილი საკითხები სრულყოფილი არ არის. მისი განცხადებით  წარმოდგენილ ინფორმაციაში მხოლოდ მშრალი ციფრებია ნაჩვენები. „დეტალურად უნდა იყოს ასახული რამდენ ოჯახს შეუძინეთ ქარის მიერ დაზიანებული სახლებისთვის გადასახური მასალა და  რა რაოდენობის. ასევე არ არის დაკონკრეტებული რელიგიის მუხლიდან გაცემული თანხა 35 ათასი ლარი,  რა სამუშაოების განხორციელებას მოხმარდა, ისევე როგორც -ახალგაზრდულ ღონისძიებებზე გახარჯული თანხები რა ღონისძიებებს მოხმარდა “. აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმნენ ბიუროს დანარჩენი წევრებიც. რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილ  საკითხებს საკრებულო 6 მაისის სხდომაზე განიხილავს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0336.JPG
01/05/2019 12:19

ხარაგაულის მერის ანგარიში ხალხს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ! მერმა მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას 2018 წლის ანგარიში გააცნო.                             
სრულად