,,ხარაგაულობა-2024" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გაიმართა.
ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 12 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა.
მერის ბრაძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება, მეტყევე-რეინჟერს, გელა ტალახაძეს მიენიჭა.
ბატონი გელა ცხოვრობს და მოღვაწეობს ხარაგაულში. არის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული რეინჯერი. ამჟამად მუშაობს ხარაგაულის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ნუნისის უბნის უფროს რეინჯერად.
კობა ლურსმანაშვილმა, საპატიო ხარაგაულელები საზოგადოებას რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად, წარუდგინა.
საპატიო ხარაგაულელები , ხარაგაულის მერმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ლევან სანიკიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, 2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრთან, ლადო ბოჟაძესთან და მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე მელქისედეკთან ერთად დააჯილდოვა.
ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ საპატიო ხარაგაულელს!