კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C.jpg
02/09/2020 14:56

ხარაგაულში ბენდმა "გრავემ" კონცერტი გამართა

შემოდგომის პირველი დღე ხარაგაულში  პირველ სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებულმა მუსიკალურმა ბენდმა "გრავემ", ლალი ალექსიძის ხელმძღვანელობით, კონცერტი გამართა. საღამო სწორედ ისეთი იყო, რომ კონცერტზე მყოფ ადამიანებს მთელი კვირა გაჰყვებათ ის ემოცია და პოზიტიური განწყობა, რაც მათ სხვადასხვა შემსრულებლის მოსმენით მიიღეს.  ბენდმა მსენელს განახლებული რეპერტუარი შესთავაზა. კონცერტზე ბენდთან ერთად, გამოვიდნენ ინდივიდუალური შემსრულებლები სალომე კვირიკაშვილი, ნიცა ზუმბაძე, მარიამ მანჯავიძე. მუსიკალურ კომპოზიციებს, სპეციალური მოწვევით ვიოლიონოთი აფორმებდნენ ნინო სანოძე და ანა მაჭავარიანი.  ხარაგაულის მერია, ხელს უწყობს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას. ჩვენ იმედს გამოთქვამთ როგორი განწყობითაც შევხვდით შემოდგომას ასევე დატვირთული, ხალისიანი და ლამაზი იქნებ ის ხარაგაულელებისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%90%E1%83%B0.jpg
01/09/2020 16:31

თოჯინების თეატრი კურორტ ნუნისს ესტუმრა

აქ სულ სხვა სამყაროა  აქ მსახიობები უსულო საგნებს აცოცხლებენ აქ ნახავთ ბავშვების ემოციების ცოცხალ გამოხატულებას, გულწრფელ გრძნობებს და იმ ჰარმონიას, რომელიც უხილავ მსახიობებსა და პატარა მაყურებელს შორის მყარდება.  ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი, ირინე ჩხეიძის რეჟისორობით, 10 წელია აბედნიერებს ხარაგაულელ მაყურებელს.ზაფხულის ბოლო დღეს, თეატრი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ესტუმრა და კურორტ ნუნისის ტერიტორიაზე სპექტაკლი „აბა, დამაცადეთ თაგუნებო“ წარადგინა. კურორტ ნუნისის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ნინო პავლიაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი დღე ხარაგაულის თოჯინების თეატრისა და ბალნეოლოგიური კურორტის მეგობრობის დასაწყისია. თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე მადლობას უხდის კურორტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის და ბავშვებისთვის საუცხოო გარემოს შექმნისთვის. „არაჩვეულებრივი გარემო დაგვახვედრეს, როგორც თეატრისთვის, ასევე ბავშვებისთვის ძალიან კომფორტული. სამი სოფლის ბავშვები ესწრებოდნენ და ეს მაღალმთიანში მცხოვრები პატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობა ქალბატონ ნინოს, რომელიც დიდი სიხარულით დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას, ასევე მადლობაზვარეში მერის წარმომადგენელს და დეპუტატს ორგანიზებაში ჩართულობისთვის და მერიას ფინანსური მხარდაჭერისთვის!  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%A4%E1%83%93%E1%83%A7%E1%83%B0%E1%83%A3.jpg
31/08/2020 13:26

ხარაგაულში სამხატვრო პლენერი "გამა-2020" ჩატარდა

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით, სამხატვრო პლენერი „გამა-2020 “ დღეს საზეიმოდ დაიხურა, პლენერში მონაწილე მხატვრები ორი დღის განმავლობაში ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომლებიც, ტრადიციულად ხარაგაულში ლიტერატურულ თეატრში დარჩება. ღონისძიების ორგანიზატორის, ქალბატონ იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, პლენერი „გამა“ წელს გასცდა საქართველოს მასშტაბებს და მასში მონაწილეობა საზღვარგარეთ მყოფმა ქართველმა მხატვრებმაც მიიღეს, რომლებიც ღონისძიებას დისტან ციურად შემოუერთდნენ და ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს. პლენერ „გამას“ ჩატარება ხარაგაულში თავისი არსებობის ხუთ წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე ათეულობით ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის დიდი შენაძენია. პლენერის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პლენერში მონაწილე მხატვრები სამადლობელი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. იზა ვეფხვაძემ პლენერის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბახვა სამხარაძეს, რომელიც გახლდათ გამა-2020 მასპინძელი და მამა პეტრეს(კურტანიძე).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_10.jpg
21/08/2020 13:00

საიუბილეო პლენერი

საიუბილეო პლენერი „გამა 2020“-ში მონაწილეობას მხატვრები საქართველოს სხვდასხვა კუთხიდან მიიღებენ. 29-30 აგვისტოს, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი გამართავს საიუბილეო მხატვართა პლენერ „გამა 2020”. პლენერი წელს მეხუთედ გაიმართება, რომლის ავრტორია ა(ა)იპ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და რეჟისორი, იზა ვეფხვაძე. პლენერში მონაწილეობას მიიღებს 32 მხატვარი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. წელს პროექტის მნიშვნელოვანი სიახლეა-პლენერში ემეგრანტების დინსტანციური მონაწილეობა. პლენერი საქველმოქმედოა. მონაწილე მხატვრები დახატავენ ხარაგაულის ხედებს, რომლებსაც შემდგომ საჩუქრად გადასცემენ ლიტერატურულ თეატრს. წელს პლენერის გახსნა და დახურვა მოხდება სოფელ სამებაში, ბახვა სამხარაძის ზღაპრულ კარ – მიდამოში. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იქნება ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, მამა პეტრე (კერტანიძე), ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, რიგითი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქველმოქმედებით გამოხატავენ მხარდაჭერას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ორი სამშობლოს ღირსეული მოქალაქე, ბატონი პაატა იოსებაშვილი. მისი ქველმოქმედებით პლენერის მონაწილეებისთვის დამზადდება მაისურები პლენერის ლოგოთი, ასევე მონაწილე მხატვრებს დააჯილდოებს სპეციალურად ჩამოსხმული ღვინით. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/116591078_436008657357569_8377532577436214964_n.jpg
31/07/2020 11:17

ხარაგაულის თეატრმა მუშაობა განაახლა

ყველასათვის ერთნაირად საყვარელი ხარაგაულის თეატრი, აქტიურად იწყებს მუშაობასა და მაყურებლისათვის დაუვიწყარი მოგონებების ჩუქებას. პანდემიის შემდგომ, ხარაგაულელმა პატარებმა, უკვე მეორედ იხილეს თოჯინების თეატრის სპექტაკლი. პირველი სპექტაკლი სოფელ თეთრაწყაროში გაიმართა, სადაც ასევე მრავლად იყო პატარა მაყურებელი. თეატრი, პატარა მაყურებელს, წელს კიდევ პირდება ახალ დადგმებს. შეუძლებელია იმ ემოციის გადმოცემა, რასაც პატარების აღტაცებულ სახეზე ამოიკითხავდით. სწორედ ეს აძლევს თოჯინების თეატრის მსახიობებს უდიდეს მუხტს, რომ ჩაატარონ საინტერესო წარმოდგენები, თუნდაც რეგულაციების ფონზე, ღია სივრცეში.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/82589226_2659465034300653_5568445019322318848_o.jpg
28/05/2020 14:37

ხარაგაულში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

დაბა ხარაგაულში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. დაიწყო საკალთბურთო მოედნის მშენებლობა, რომლის მიმდებარედ ღია სივრცეში მოეწყობა ასევე, მცირე სკვერი და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები! პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე, საფეხბურთო მოედანს.  სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის წარმომადგენელი დაბა ხარაგაულში ბაქარ ბარბაქაძე. პროექტის ღირებულება 247 505 ლარია და სამუშაოებს შპს „დანი კონსტრაქშენი“ ასრულებს!  სახელშეკრულებო ვადებით ინფრასტრუქტურის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/83560794_1227030644174620_8299529003891425280_n.jpg
29/01/2020 17:00

ხარაგაულში ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით დაიწყო მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში ორგანიზაციებს შორის. „ზამთრის თასი" - ასე ეწოდება ჩემპიონატს, რომლშიც სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, ხარაგაულის რკინიგზის სადგურის, სატყეო მეურნეობის, მუნიციპალიტეტის მერიის, საავადმყოფოს, კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების და სამშენებლო კომპანია „ბლექსი გრუპის“ თანამშრომლები მონაწილეობენ.  28 იანვარს ჩატარდა ორი შეხვედრა,  სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სპორტსკოლისა და ხარაგაულის მერიის, (მატჩი დასრულდა მერიის  გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:5) და სატყეო მეურნეობისა და „ბლექსი გრუპის“ გუნდები(მატჩი დასრულდა „ბლექსი გრუპის“ გუნდის გამარჯვებით  ანგარიშით 0:4). 29 იანვარს შედგება მატჩები კეთილმოწყობის და დასუფთავების გაერთიანების და ხარაგაულის რკინიგზის გუნდებსა და სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საავადმყოფოს გუნდებსა შორის.  ჩემპიონატი ოლიმპიური წესით იმართება, რაც იმას ნისნავს რომ წაგებული გუნდი ავტომატურად ეთიშება ჩემპიონატს.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1330.JPG
29/12/2019 16:56

ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებები მიმიდინარეობს

ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყო, ამ დღეს განათდა ხარაგაულის ნაძვის ხე და საახალწლოდ მოირთო ქუჩები. პირველი კონცერტი ხარაგაულის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა მუსიკალურ ბენდ „გრავე“-სთან ერთად წარმოადგინეს. ღონისძიებამ მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა. ხარაგაულის თოჯინების თეატრმა საახალწლოდ ორი სოფლის პატარები გაახარა და „ფისუნია კიკის საახალწლო თავგადასავალი“ წარუდგინა. 26 დეკემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში საჯარო სკოლების მონაწილეობით საახალწლო კარნავალი ჩატარდა. კარნავალში დაბის #2 საჯარო სკოლამ და ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ მიიღო მონაწილეობა. წლის შემაჯამებელი საახალწლო ღონისძიება გამართა, 27 დეკემბერს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა, რომელშიც ყველა თაობის აღსაზრდელები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიებაზე საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები იუმორისტული ნომრებით იყო წარმოდგენილი. ხარაგაულელებს ახალი წელი მიულოცა ქართველმა თოვლის ბაბუამ და კონცერტში მონაწილე აღსაზრდელები საჩუქრებით დააჯილდოვა. 27 დეკემბრის ჩათვლით, საახალწლო ზეიმები ჩატარდა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში, რომლის ფარგლებშიც ხარაგაულის სოფლებში მცხოვრებმა 200-ზე მეტმა ბავშვმა საახალწლო საჩუქრები მიიღო.  30 დეკემბერს, ხარაგაულის კინოთეატრშიმ 16 საათზე ჩატარდება ხარაგაულის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული საშობაო-საახალწლო კონცერტი, რომელშიც ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, ღონისძიებაზე აირჩევენ საპატიო ხარაგაულელებს.   31 დეკემბერს, 17 საათზე საბავშვო თეატრი „მოდუსი“ საახალწლო ნაძვის ხესთან პატარებისთვის ზღაპრის გმირების შოუს წარმოგვიდგენს. ამავე დღეს ღია ცის ქვეშ გაიმართება კონცერტი და ელექტრონული მუსიკის ერთ საათიანი პროგრამა. 31 დეკემბერს ღონისძიებების პარალელურად ნაძვის ხესთან მურაბების ფესტივალი ჩატარდება.  #ხარაგაულისმუნიციპალიტეტისმერია #გილოცავთდამდეგშობა_ახალ წელს
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0882.JPG
23/12/2019 15:49

“ვიცნობდეთ ხარაგაულს“ - ფინალისტები მერიამ ბათუმის ექსკურსიით დააჯილდოვა

„ვიცნობდეთ ხარაგაულს“ - პროექტის გამარჯვებული გიმნაზიის სკოლის გუნდი გახდა! პროექტი, უკვე ტრადიციულად, რამდენიმე წელია ტარდება ხარაგაულში და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითქმის ყველა საჯარო სკოლაა ჩართული. დღეს ხარაგაულის კინოთეატრში ვიცნობდეთ ხარაგაულის ფინალური შეხვედრა საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ფინალში ერთამანეთს დაუპირისპირდნენ, მოლითის, ვერტყვიჭალის და დაბის #3 საჯარო სკოლების, ასევე ბორის სკოლა-პანსიონისა და გიმნაზიის გუნდები, რომელთა შორის უპირობო გამარჯვება მოიპოვა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის გუნდმა, მას 10 ქულით ჩამორჩა #3 საჯარო სკოლის გუნდი. საფინალო შეხვედრას ხარაგაულისმუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო, რომელმაც ფინალში მონაწილე გუნდები მერიის სახელით ბათუმის ექსკურსიით დააჯილდოვა. ფინალში გასული გუნდის შემადგენლობას მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა, გრიგოლ ჭიპაშვილმა. პროექტი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ რამდენიმე წელია სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებითა და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0772.JPG
19/12/2019 16:33

ხარაგაულში ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა

ხარაგაულში, ჭადრაკში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა. ჩემპიონატი "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით სპორტულ დარბაზში გაიმართა, რომელშიც, ხარაგაულის N2, N3, საღანძილის, ვარძიის, ბორის, კიცხის, ღორეშის, ვაშლევის და ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში I-VI და VI-XII კლასის მოსწავლებს შორის ჩატარდა. I-VI კლასამდე გამარჯვებულები გახდნენ: ვაჟები: პირველი ადგილი - გიორგი კოჩაძე; მეორე ადგილი - დიმა ხიჯაკაძე; მესამე ადგილი ლუკა კურტანიძე. გოგონები: პირველი ადგილი - ანასტანია ხარაბაძე; მეორე ადგილი - ელენე კიკნაძე. მესამე ადგილი - ნინო ხიჯაკაძე. VI-XII კლასამდე გამარჯვებულები ვაჟები: პირველი ადგილი - მურადი ოკრიბელაშვილი; მეორე ადგილი - ვაჟა მაღრაძე; მესამე ადგილი - გიორგი ლურსმანაშვილი. გოგონები: პირველი ადგილი - მარიამ კვირიკაშვილი; მეორე ადგილი - გვანცა გოგოლაძე; მესამე ადგილი - ნინო ბაკურაძე.
სრულად