წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0536.JPG

საკრებულომ შიდა აუდიტის და ადმინისტრაციული სამსახურების ანგარიში მოისმინა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული, 14 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს სხდომაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურისა და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში წარადგინეს ამავე სამსახურების უფროსებმა, კახა გოლუბიანმა და გიორგი ჭყოიძემ.

ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ქეთევან ზუმბაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ 2018 წელს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დასკვნა ყველაზე მეტად კრიტიკული იყო და კარგი იქნება თუ ამ შენიშვნებს შესაბამისი სამსახურები გაითვალისწინებენ.

საკრებულოს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულების მდგომარეობის შესახებ განიხილეს ინფორმაცია და ცნობად მიიღეს.

დეპუტატებმა, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ (მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი);
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №18დადგენილებაში ,,ხარაგაულისმუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ნანა კიკნაძე);
3. არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ - სთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა - ნაგებობების სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე);
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე);
5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/44 განკარგეულბაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე);
6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე) ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის გასაყვანად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მაგთიკომისათვის“ ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 10 წლის ვადით სასყიდლით პირდაპირი განკარგვის ფორმით (იჯარით) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე);
7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ - სთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა - ნაგებობების სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე);
8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლისათვის წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს: დავით კიკნაძე)
9. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულების საარჩევნო უბნებში შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ (მომხს: მანანა ბარბაქაძე); იხილეთ დანართი 
10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ (მომხს: მანანა ბარბაქაძე) იხილეთ დანართი 

11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ (მომხს: დავით კიკნაძე).
ზემოაღნიშნულ ყველა საკითხს საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.

ნანახია: 5735 - ჯერ