წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
19/06/2019 11:50

ბიუროს სხდომა გაიმართება

19 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიუროს  რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე ბიუროს წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგენს საკითხს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cgfbnxv.JPG
17/06/2019 12:45

ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა

17 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე  მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა სამსახურის უფროსებმა გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინეს. ბიუროს წევრებმა, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: ა(ა)იპ-სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოსთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზურფუქტი) არსებობის  ვადით, გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 სექტემბრის N85 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გამგებლისთვის გადაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  3 ივლისის #50/43  განკარგეულბაში „საპრივატიზაციო  ობიექტების ნუსხის  დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;           მომხს: ჯაბა ბერაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის  3 ივლისის #50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული   ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე;  მომხს: კახაბერ გოლუბიანი აღნიშნულ საკითხებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 1 ივლისის სხდომაზე განიხილავს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
14/06/2019 16:53

17 ივნისს ბიუროს სხდომაზე მერიის სამსახურები ანგარიშს წარადგენენ

17 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე  მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა სამსახურები გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარადგენენ. სხდომაზე ასევე მოისმენენ: 1. ა(ა)იპ-სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოსთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზურფუქტი) არსებობის  ვადით, გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე 2.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 სექტემბრის N85 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გამგებლისთვის გადაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  3 ივლისის #50/43  განკარგეულბაში „საპრივატიზაციო  ობიექტების ნუსხის  დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;           მომხს:ჯაბა ბერაძე 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის  3 ივლისის #50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული   ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ჯაბა ბერაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე;  მომხს: კახაბერ გოლუბიანი აღნიშნულ საკითხებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 1 ივლისის სხდომაზე განიხილავს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cbvgn%20cvb.jpg
04/06/2019 11:01

მუნიციპალიტეტის მერმა თათბირი გამართა

3 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. მერმა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.  ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ეტაპობრივად მიმდინარეობს ყველა იმ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა, რომელმაც ვალდებულება ვერ შეასრულა. „არსებული გამოწვევების ფონზე ნადმვილად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 60-მდე სოფელში დაიგო როგორც ცენტრალური, ასევე საუბნო გზები“ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fvhjmc%20bn.JPG
03/06/2019 16:39

საკრებულომ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში მოისმინა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 ივნისის მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში მოისმინეს. ანგარიშის დეტალური განხილვა საკრებულოს კომისიების სხდომების ფორმატში, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამიტომ სხდომაზე 2018 წლის თებერვლის თვიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშზე მსჯელობა,  პირდაპირ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდა. ძირითადი გამოწვევები, რაზეც სამსახურის უფროსმა, თემური თაბუკაშვილმა სხდომის დაწყებამდე თავად ისაუბრა, გასულ წელს დაწყებული და დღემდე დაუსრულებელი პროექტებია. სწორედ ეს შენიშვნები ქონდა დეპუტატების უმრავლესობას. საკრებულოს სხდომას, ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებულ გამოწვევებზე თანაბრად პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე, საკანონმდებლო  ორგანო. მისივე განმარტებით, ის რომ სიკეთე მოსახლეობამდე დროულად ვერ მივიდა, ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ  არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს, რომელთაც ამ დრომდე ვერ შეასრულეს ვალდებულებები ხელშეკრულებები უკვე შეუწყდათ. „სამწუხაროა, რომ არავინ საუბრობს იმაზე, რამდენი პროექტი გაკეთდა ხარაგაულში ბოლო ორი წლის განმავლობაში“ - აღნიშნა სხდომაზე ხარაგაულის მერმა და საკრებულოს დეპუტატებს შეახსენა, რომ 2017-2018-2019 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფლიდან, თითქმის 60 სოფელში ცენტრალური და საუბნო გზების კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა.   საკრებულოს უმრავლესობამ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ უარყოფითად შეაფასა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ასევე განიხილეს შვიდი საკითხი: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენზე (ბოძებზე) საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად (საჰაერო ტრასით კაბელის გატარება) სააქციო საზოგადოება „სილქნეტისთვის“ ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 2 წლის ვადით პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით (იჯარის ფორმით) სარგებლობის უფლებით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მოლითში მდებარე 2069 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი (ს/კ36.17.33.328). პირდაპირი განკარგვით, იჯარით, (აუქციონის გარეშე) ორი წლის ვადით ღსს „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „აკკორდის“ საქართველოში წარმომადგენლობის „აკკორდ ჯორჯიაა“-სთვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 501 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა 280 კვმ (ყოფილი სარიტუალო სახლი)(ს/კ 36.05.31.202) პირდაპირი განკარგვით, იჯარით, (აუქციონის გარეშ) ორი წლის ვადით  კომპანია hinan bridge construqcion co. ltd-სთვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; ხარაგაულის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-სთვის სარგებლობის უფლებით (უზურფრუქტი) არსებობის ვადით დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩაზე (რიყე) მდებარე, 6615 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.01.31.368) და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის N1-1798,83 კვ.მ ფართის გადასაცემად მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfghxfvbxcv.JPG
31/05/2019 11:41

ხარაგაულში სასოფლო საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია 104 ათასი ლარით დაფინანსდა

31   მაისს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. სხდომაზე პირველი ორი საკითხი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა, რომელმაც   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაზრდასთან და საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.  როგორც პეტრე შარიქაძემ განმარტა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დამატებით 30 ათასი ლარი გამოეყო. თანხა გადანაწილდება რეესტრიდან გამორჩენილ იმ სამ სოფელზე, რომლებიც აღნიშნულ პროექტით მიმდინარე წელს ვერ დაფინანსდა: ანეულა, მიროწმინდა და ციხისძირი. სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 2019 წელს საერთო ჯამში 890 ათასი ლარით დაფინანსდა. სხდომაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ მეორე  საკითხად სოფლებში საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციის მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან   104 ათასი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდებათ:   ვახანის, ხიდარის, ფარცხნალისა და წყალაფორეთის საექიმო ამბულატორიებს. სხდომაზე მყოფი დეპუტატები დაინტერესდნენ რის მიხედვით დაფინანსდა აღნიშნული ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გაგრძელდება თუ არა სოფლებში დანარჩენი საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია. როგორც პეტრე შარიქაძემ განმარტა, საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია დაზიანების მიხედვით შეირჩა და პროექტი შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. ყურადღება მიექცევა იმ ამბულატორიებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.  სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს შემდეგი ორი საკითხი: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის N4 დადგენილებაში „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N14 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: ვარლამ ჭიპაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
30/05/2019 16:00

რიგგარეშე საკრებულოს სხდომა გაიმართება

31 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი:   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლი 1 აპრილის N 50/15 განკარგულებაში „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილებისა შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: თემურ თაბუკაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან 2019 წელს დასაფინასებელი საექიმო ამბულატორიების სარეაბილიტაციო პროექტების მოწონების შესახებ. მომხს: თემურ თაბუკაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hjkghjvmk.JPG
27/05/2019 12:34

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 14 292  877 ლარით განისაზღვრება

27 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა საბიუჯეტო ცვლილება წარუდგინა.  ცვლილების თანახმად, 2019 წლის 17 მაისის საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით გამოეყო 467 658  ლარი. სულ აღნიშნული განკარგულებით, ამ ეტაპზე,  4 667 658  ლარია გამოყოფილი.  საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, ა(ა)იპ ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანების 2019 წლის პირველი იანვრისათვის არსებული  საკუთარი სახსრების ნაშთიდან  გამოეყო 30 000 ლარი. აღნიშნული თანხიდან,  N 1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისათვის 20 000 ათასი ლარი, ხოლო სარგვეშის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის 10 000 ლარი გაიხარჯება. საბოლოო ჯამში  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები   13 825 219  ლარი  467  658 ლარით გაიზრდება და  14 292  877 ლარით განისაზღვრება. საკრებულოს დავალებით საკითხს საბიუჯეტო ცვლილების შესახებ, 3 ივნისის საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის კომისიები განიხილავენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
24/05/2019 15:25

ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

   27 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი იქნება განხილული: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0539.JPG
17/05/2019 16:05

   ბიუროს  სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელს

17 მაისს გამართულ საკრებულოს  ბიუროს მორიგ სხდომაზე, ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს. სხდომაზე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში  ამავე კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ წარადგინა. მან  ვრცლად ისაუბრა კომისიის მიერ შემუშავებულ ინიციატივებზე, რეკომენდაციებსა და განხილულ საკითხებზე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში წარადგინა ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა პეტრე შარიქაძემ. ანგარიშთან დაკავშირებით ბიუროს წევრებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება. საკრებულოს წევრი იუზა კელენჯერიძე დაინტერესდა რა ბედი ელის დაბის ჩიხების რეაბილიტაციას, ასევე სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობას, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. პეტრე შარიქაძის განმარტებით,  კომპანიამ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულება და მას, სავარაუდოდ, ხელშეკრულება შეუწყდება, ხოლო აღნიშნულ პროექტზე ტენდერი თავიდან გამოცხადდება. ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ წევრმა, ქეთევან ზუმბაძემ დაბა ხარაგაულში სკვერების რეაბილიტაციის საკითხზე ისაუბრა. დეპუტატის განმარტებით სკვერების რეაბილიტაციის პროექტი ჯერ არ დასრულებულა და  ჩოხოსნების სკვერის კედლებიდან უკვე საღებავები ჩამოდის. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსის განცხადებით სკვერების რეაბილიტაციის პროექტი ჯერ ჩაბარებული არ არის და სკვერების მოწყობაზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ფხალაძემ აღნიშნა, რომ მშენებელ კომპანიებს შესრულების ვადებში დარღვევები აქვთ, თუმცა ხელშეკრულებები არ უწყდებათ. „ხელშეკრულება მხოლოდ ერთ ინდმეწარმეს  შეუწყდა და იმასაც გადავადებაზე განცხადება არ ჰქონდა შემოტანილი. ხომ შეიძლება, კანონის ფარგლებში, მკაცრი ზომები გატარდეს არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიმართ, რომ მომავალში იგივე აღარ გაიმეორონ“- აღნიშნა დეპუტატმა.   დეპუტატ დავით კიკნაძის თქმით, 100 000 ლარი გამოიყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების მოსაწესრიგებლად, თუმცა ამ დრომდე ეს პროექტი არ განხორციელებულა, იგი დაინტერესდა ვინ იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტში, სად რა პროექტი უნდა განხორციელდეს. „ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა მოწესრიგდეს იმ ბინის ფასადი სადაც ყველაზე მეტად ეს პრობლემა დგას, ვხედავთ, რომ ერთი და იგივე ბინებს უტარდებათ სარეაბილიტაციო სამუშაოები “ - განმარტა დეპუტატმა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხარვეზებით არის შესრულებული და დოკუმენტაცია კაბინეტებში დგება. მისი  განცხადებით,  პროექტი ინფრასტრუქტურის სამსახურმა კარგად უნდა შეისწავლოს და  ხარვეზიანი პროექტი არ უნდა მიიღოს. როგორც პეტრე შარიქაძე განმარტავს პროექტის დოკუმენტაციის მომზადების პროცესში დამპროექტებლებს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი დაყვება და მომზადებული პროექტი საბოლოოდ  ექსპერტიზას გადის.  ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ანგარიშში აუცილებლად უნდა იყოს ასახული, თუ რის საფუძველზე ხდება ხელშეკრულებების გადავადებები, ასევე იგი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაცემულ ავანსებზე. გარდა ამისა ანგარიშში ნაჩვენები უნდა იყოს გამოიყო თუ არა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა რომელიმე ინფრასტრუქტურული  პროექტის დასაფინანსებლად. ვარლამ ჭიპაშვილს აქვს ასევე კითხვა ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“, რატომ ვერ უზრუნველყოფს გარე განათების სისტემის მოწესრიგებას. სხდომაზე  დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო სოფლის მხარდაჭერის პროექტებზე  სამუშაოები, ისინი დაინტერესდნენ რა მდგომარეობაა ამ კუთხით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. პეტრე შარიქაძის განცხადებით პროექტების მომზადება თითქმის დამთავრებულია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, ვადა 2 ივნისამდე აქვთ განსაზღვრული და პროექტების ჩაბარების შემდეგ სამუშაოები ინტენსიურად დაიწყება. ბიუროს სხდომაზე ასევე მოუსმინეს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს, ჯაბა ბერაძეს, რომელმაც ხუთი საკითხი წარადგინა. ჯაბა ბერაძის ინფორმაციით მუნიციპალიტეტს მერს ესაჭიროება საკრებულოს თანხმობა, რათა სოფელ მოლითში მდებარე 2 069 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ორი წლის ვადით, პირდაპირი განკარგვით  გადაეცეს კომპანია „აკორდს“ გზის მეორე ლოტის(მოლითი-ფონა ) მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკის განსათავსებლად. კომპანია წლიურად 5 500 ლარს გადაიხდის ადგილობრივ ბიუჯეტში. მან თანხმობა მოითხოვა ასვე სოფელ ხევში მდებარე 501 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა 280 კვ.მ პირდაპირი განკარგვით, იჯარით, (აუქციონის გარეშე) ორი წლის ვადით  კომპანია hinan bridge construqcion co. ltd-სთვის გადასაცემად. ჯაბა ბერაძის განმარტებით შენობა სარიტუალო დარბაზისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ამჟამად კარკასულ მდგომარეობაშია და არ მოიხმარს ადგილობრივი მაცხოვრებელი. კომპანია იჯარის სახით ყოველწლიურად 3 500 ლარს გადაიხდის. ჯაბა ბერაძის ასევე განმარტა, როკ კომპანია „სილქნეტს“ ორი წლის ვადით პირდაპირი განკარგვის წესით  სასყიდლით გადაეცემა ელექტრო საყრდენების ის ნაწილი, რაც კაბელის დასამაგრებლად არის საჭირო. სხდომაზე ასევე განიხილეს: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე 2.. ხარაგაულის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-სთვის სარგებლობის უფლებით (უზურფრუქტი) არსებობის ვადით დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩაზე (რიყე) მდებარე, 6615 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.01.31.368) და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის N1-1798,83 კვ.მ ფართის გადასაცემად მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.  მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე 3 ივნისის მორიგ სხდომაზე იმსჯელებს.  
სრულად