წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/hjkghjvmk.JPG

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 14 292  877 ლარით განისაზღვრება

27 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა საბიუჯეტო ცვლილება წარუდგინა. 

ცვლილების თანახმად, 2019 წლის 17 მაისის საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით გამოეყო 467 658  ლარი. სულ აღნიშნული განკარგულებით, ამ ეტაპზე,  4 667 658  ლარია გამოყოფილი. 

საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, ა(ა)იპ ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანების 2019 წლის პირველი იანვრისათვის არსებული  საკუთარი სახსრების ნაშთიდან  გამოეყო 30 000 ლარი. აღნიშნული თანხიდან,  N 1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისათვის 20 000 ათასი ლარი, ხოლო სარგვეშის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის 10 000 ლარი გაიხარჯება.

საბოლოო ჯამში  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები   13 825 219  ლარი  467  658 ლარით გაიზრდება და  14 292  877 ლარით განისაზღვრება.

საკრებულოს დავალებით საკითხს საბიუჯეტო ცვლილების შესახებ, 3 ივნისის საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის კომისიები განიხილავენ.

ნანახია: 5689 - ჯერ