სოფლის მეურნეობა
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0200.JPG

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 188 პროექტი განხორციელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები უკვე გამოვლენილია.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის სოფლებში, საერთო ჯამში  188 პროექტი განხორციელდება. პროექტებზე 1 208 000 ლარი გაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანადაფინანსება, 318 000 ლარს  შეადგენს.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  ხარაგაულში 1 208  000 ლარი დაიხარჯება.  აღნიშნული თანხით ხარაგაულის სოფლებში 188 პროექტის განხორციელება  იგეგმება. პრიორიტეტები მოსახლეობის მიერ იქნა შერჩეული. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, პროექტების ხარისხიანად და სრულყოფილად განხორციელების მიზნით, ჩვენ თანადაფინანსების სახით 318  000 ლარი გამოვყავით.

 

პრაქტიკიდან გამომდინარე,პირველი წელია, როცა მთავრობის მიერ სოფლის მხარდაჭერის  პროგრამით გამოყოფილი თანხის ზემოთ ,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  ამ ოდენობით დამატებითი თანხის მობილიზება ხდება.

 

სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობა ზუსტად ახდენდა  თავიანთი პრობლემების იდენტიფიცირებას, ისინი აქტიურად გამოდიოდნენ და ღიად და ურთიერთშეთანხმებით იღებდნენ  გადაწყვეტილებებს. ეს ადამიანები უფრო მეტს ფიქრობენ თავიანთი სოფლის საჭიროებებზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია.“

 

პროგრამით გამოყოფილი დაფინანსება პროექტებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

 

სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია (ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე

 

ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა) -37 278 000 ლარი;

 

სარწყავი სისტემა და სანიაღვრე არხების 16 პროექტი - 93 000ლარი;

 

ნაპირსამაგრი სამუშაოები - 4 საპროექტო იდეა - 21 000 ლარ;

 

გზები და გზის პირა მოსაცდელები - 63 პროექტი - 431 000 ლარი ხიდები;

 

 ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები - 11 პროექტი - 315 00 ლარი;

 

 გარე განათება - 16 პროექტი - 94 000 ლარი;

 

 სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები,  შესაბამისი ინვენტარი, ამბულატორიის შენობები - 1 პროექტი - 7 000 ლარი

 

სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა - 22 პროექტი, 168 500 ლარი;

 

 სპორტული ინფრასტრუქტურა (მოედნები და მოედნების ინვენტარი) - 2 პროექტი-12 000 ლარი;

 

 სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები - 6 პროექტი - 37 500 ლარი.

 

წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი - 10 პროექტი  - 345 00 ლარი.

 

ინფორმაციისთვის, წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებულ პროექტებზე მომზადდება ხარჯთაღრიცხვები,  რის  შემდეგაც  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  დაიწყება.

 

ნანახია: 2450 - ჯერ