სოფლის მეურნეობა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_30.jpg

ხარაგაულელ ფერმერ ქალებს სასოფლო-სამეურნეო მასალები გადაეცათ

სოფლად მცხოვრები ქალების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, ხარაგაულელ ფერმერ ქალებს, რომლებიც მცირე მეურნეობით არიან დაკავებული, მათივე საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა და მცენართა დაცვის ქიმიური საშუალებები გადაეცათ.
„პროექტს გაეროს განვითარების ფონდი აფინანსებს. სოფლად მცხოვრები ფერმერი ქალების მხარდაჭერა პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ გადაეცათ საქმიანობისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო მასალები. მომავალში მოწყვლად ჯგუფს საკუთარი მეურნეობის გასაფართოებლად ასევე ტრენინგები ჩაუტარდებათ“ - განაცხადა ფერმერ ქალთა ასოციაციის იმერეთის რეგიონის კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძემ.
„სოფლად მცხოვრები ქალები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან პანდემიის გავლენის მიმართ, უარყოფითი ეკონომიკური შედეგების გარდა, ბევრი ქალისთვის იზოლაციაში ყოფნას საოჯახო საქმის მნიშვნელოვან მატებას და, გარკვეულ შემთხვევებში, ოჯახური ძალადობის საფრთხეს უკავშირდება. ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ შინამეურნეობებს, რომლებთაც ქალები უდგანან სათავეში, ხელს ვუწყობთ პანდემიის მიმართ მათი მედეგობის გაზრდას და ვაწვდით იმ აუცილებელ ხელშეწყობას, რომელიც მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას სჭირდება“.
აღნიშნავს UNDP(გაეროს განვითარების პროგრამის) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები და შხამქიმიკატებისგან დამცავი აღჭურვილობ 9 ბენეფიციარს გადაეცა, რომლებიც განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩენ!
ნანახია: 3133 - ჯერ