ხარაგაულის გუნდი „ჭირიმე“ მან-სან-კანის ფინალზე წარმატებით წარსდგა
მან-სან-კანის ფინალი დასრულდა. ხარაგაული წარმატებით წარსდგა ფინალურ შეხვედრაზე.
თამაშს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი. გადაჭედილი დარბაზში საოცარი და ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა ხარაგაულის მან-სან-კანის გუნდს ,,ჭირიმეს".
ხარაგაულის იუმორისტული ჯგუფი, მაყურებლის და ჟიურის წინაშე ყველასათვის ცნობილ მომღერალთან, გიგი დედალამაზიშვილთან ერთად წარსდგა.
,,ჭირიმეს“ შემადგენლობაში თამაშობდნენ: დავით ჭიპაშვილი, ბექა ხიჯაკაძე, გიორგი მაქაძე, გიორგი ჭიპაშვილი, თეო ჭიპაშვილი, თათული ჭიპაშვილი, ლიზი ლაცაბიძე და თათული ლურსმანაშვილი.
,,ჭირიმეს" გუნდის წევრი, ბექა ხიჯაკაძე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და საჩუქრად 500 ლარი გადაეცა. ბექა ხიჯაკაძე 16-17 დეკემბერს ,,იუმორინა - 2023" - ში მიიღებს მონაწილეობას.
ყველა ხარაგაულელის სახელით, ძალიან დიდი მადლობა გუნდის რეჟისორს და სცენარისტის მამუკა ჭიპაშვილს. მან ხარაგაულის გუნდი ,,ჭირიმე" ღირსეულად წარადგინა, მან-სან-კანის ,,ქართულ ლიგაზე" და დამსახურებული გამარჯვება მოუტანა გუნდს.
სრულად