სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6001.JPG

ხარაგაულის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

დღეს საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

საკრებულოს სხდომას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილეები,  და საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე საკითხი  მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  წარადგინა და იმ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც  განხილვების შედეგად, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში აისახა.

,,მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და  სხვადასხვა ფრაქციების მიერ  გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები.

შენიშვნების გათვალისწინებით  გაიზარდა მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების, და სხვადასხვა სოციალური პროგრამების  დაფინანსება“- განაცხადა ბიუჯეტი პროექტის წარდგენისას, მერის პირველმა მოადგილემ.

2024 წლის ბიუჯეტი გაზრდილია  და   14 928,5 ათასი ლარს შეადგენს.

მერის პირველი მოადგილის განმარტებით ბიუჯეტი კვლავ სოციალურ თემატიკაზე ორიენტირებულია. მთავარ პრიორიტეტებად, სოციალური,ინფრასტრუქტურული,  კულტურული  და განათლების მიმართულებები რჩება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა საკითხი გამჭვირვალე და საჯაროა.

 ბიუჯეტის პროექტი  გამოქვეყნებულია მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისათვის.

2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი  https://bit.ly/3v5rKeR

პროგრამული ბიუჯეტი  https://bit.ly/3NArZVH

 

ნანახია: 378 - ჯერ