ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024-ის განხორციელებას იწყებს.
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 25 იანვარს დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობა ერთად შეთანხმდეს სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევის წესი უცვლელია: მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს და თანხმდება სოფლისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იდეის დაფინანსებაზე.
ხარაგაულში სულ 79 სოფელია.
9 დღის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით შექმნილი 2 სამუშაო ჯგუფი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორგანიზებას გაუწევს კენჭისყრის პროცესს.
პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება 25 , 26, 29, 30, 31 იანვარს და 1, 2 , 5 და 6 თებერვალს 10-დან 18 საათამდე.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი კრებების ჩატარების გრაფიკი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3tLTNzM
მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის პროექტები დაფინანსდება:
▪ სასმელი წყლის პროექტები, (მათ შორის , ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, ჭა )
▪ სარწყავი სისტემები
▪ სანიაღვრე არხები
▪ ნაპირსამაგრი სამუშაოები
▪ გზები და გზისპირა მოსაცდელები
▪ ხიდები, ცხაურები ,ხიდბოგირები, გადასასვლელები
▪გარე განათება
▪სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
▪სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი
▪ ამბულატორიის შენობები.
▪სპორტული ინფრასტრუქტურა , მოედნები და მოედნების ინვენტარი.
▪სკვერები მათ შორის საბავშვო სკვერები , შესაბამისი ინვენტარით, აგერეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით.
▪ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი
▪ სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა
▪ მინიჰესი
▪ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და დამისამართების შესაბამისად , შესაბამისი ნიშნების , აგრეთვე ტურისტული ადგილების მანიშნებელი ნიშნების განთავსება.
აღნიშნულ ბმულზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საპროექტო განაცხადი, https://bit.ly/48NpTtD
რომელიც შეგიძლიათ თქვენს ციფრულ მოწყობილობაში ჩამოტვირთოთ, შეავსოთ და მითითებულ ელ.ფოსტაზე pr.kharagauli@gmail.com გადმოაგზავნოთ.
ამ ფორმით თქვენი იდეა დაფიქსირებულად ჩაითვლება და შესაბამისი სოფლის საერთო კრებაზე განიხილება.
ხარაგაულის მერია მუდმივ რეჟიმში მოგაწოდებთ ინფორმაციას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.