სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8837.JPG
27/09/2023 15:12

ხარაგაულის მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას ხარაგაულიდან 19 გმირის სიცოცხლე შეეწირა. სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ომში 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი - საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა. ხარაგაულიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები   გელა კაპანაძე - 20 წლის   პაატა თაბაგარი - 21 წლის   თეიმურაზ ბაბლიძე - 23 წლის   მამუკა თაბუკაშვილი - 20 წლის   თენგიზ ჭიპაშვილი - 40 წლის   ზურაბ (ხვიჩა) მუმლაძე - 25 წლის   არსენ ბერაძე - 29 წლის   ნოდარ თავზარაშვილი - 31 წლის   ხვიჩა ჭყოიძე - 29 წლის   გოჩა ჩადუნელი - 19 წლის   კობა გელაშვილი - 21 წლის   თამაზ ლომიძე - 19 წლის   ალექსანდრე მდინარაძე - 21 წლის   მერაბ გელაშვილი - 33 წლის   როინ პავლაძე - 23 წლის   ალექსანდრე ბერაძე - 23 წლის   გიორგი ლურსმანაშვილი - 22 წლის   ზურაბ გელაშვილი - 30 წლის   სამუელ ჭყოიძე - 22 წლის   იოსებ პაქსაშვილი - 20 წლის   რეზო ვეფხვაძე - 24 წლის   ზაზა გლუნჩაძე - 29 წლის. ამ დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_8_1.png
27/09/2023 11:05

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა.   სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.  ომში 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი - საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები ხარაგაულიდან   გელა კაპანაძე - 20 წლის   პაატა თაბაგარი - 21 წლის   თეიმურაზ ბაბლიძე - 23 წლის   მამუკა თაბუკაშვილი - 20 წლის   თენგიზ ჭიპაშვილი - 40 წლის   ზურაბ (ხვიჩა) მუმლაძე - 25 წლის   არსენ ბერაძე - 29 წლის   ნოდარ თავზარაშვილი - 31 წლის   ხვიჩა ჭყოიძე - 29 წლის   გოჩა ჩადუნელი - 19 წლის   კობა გელაშვილი - 21 წლის   თამაზ ლომიძე - 19 წლის   ალექსანდრე მდინარაძე - 21 წლის   მერაბ გელაშვილი - 33 წლის   როინ პავლაძე - 23 წლის   ალექსანდრე ბერაძე - 23 წლის   გიორგი ლურსმანაშვილი - 22 წლის   ზურაბ გელაშვილი - 30 წლის   სამუელ ჭყოიძე - 22 წლის   იოსებ პაქსაშვილი - 20 წლის   რეზო ვეფხვაძე - 24 წლის   ზაზა გლუნჩაძე - 29 წლის. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/381221093_313674.jpg
26/09/2023 14:59

საბავშვო მიუზიკლი ,,კონკია“ - ხარაგაულის სამუსიკო სკოლის ბავშვების მონაწილეობით

ხარაგაულის კინოთეატრში, შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საბავშვო მიუზიკლი ,,კონკია“ დაიდგა. ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ზღაპრის გმირების შესანიშნავად განასახიერეს  და მაყურებელთა მოწონება და ოვაცია დაიმსახურეს. როგორც სამუსიკო სკოლის დირექტორი, ლალი ალექსიძე აღნიშნავს ბავშვები დიდი სიხარულით ელოდნენ  სპექტაკლის ჩვენების დღეს. პრემიერას წინ უძღოდა ხანგრძლივი რეპეტიციები. ხარაგაულის კინოთეატრის სცენაზე  მიუზიკლი ,,კონკია“  მეორედ დაიდგა.            ლალი ალექსიძე , შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი:     ,,ვითვალისწინებდი რა  ჩვენი სკოლის მოსწავლეთა შესაძლებლობებს,  წლების  წინ ვოცნებობდი დამედგა საბავშვო მიუზიკლი,  სადაც გამოკვეთილი  იქნებოდა  სიკეთე,   ბოროტების  დამარცხება,  არჩევანი ფრანგი მეზღაპრის- შარლ პეროს  ,,კონკიაზე''შევაჩერე...    ჩემი ჩანაფიქრი ქალბატონ ირინე ჩხეიძეს გავუზიარე , მან თანადგომა აღმითქვა და სცენარზე დაიწყო  მუშაობა და ასე დაიდგა 2014 წელს,  პირველად ხარაგაულში,  პირველი  საბავშვო მიუზიკლი ,,კონკია''.  ახლა ის ბავშვები უკვე დაფრთიანდნენ, სტუდენტები არიან. გადავწყვიტე  ახალ თაობასთან განმეახლებინა მუშაობა ,რადგან  ეს ზღაპარი ყველა თაობისთვის საყვარელი და უკვდავია. მონაწილეთა სია:    კონკია- ნიცა ზუმბაძე     პრინცი-გიო  ლომსაძე    მთხრობელი-ანა შავიძე  დედინაცვალი- მარიამ  არევაძე                               ანასტასია-მარი  კიკნაძე  გრიზელა-ნუცა ცხადაძე  მეფე-არჩილ მეიფარიანი                           დედოფალი-ნინო ჩიკვაიძე                               ვეზირი-თაზო ხაჩიძე        ფერიები-ნინო კიკნაძე,  ანასტასია კაკულია           მეგობრები-მარიამ კაპანაძე,ლალი ხომასურიძე,  ლუკა ლაცაბიძე,                    ასევე მონაწილეობდნენ:      თინათინ შავიძე, მართა დავაძე,ქეთი შველიძე, თამარ ებანოიძე, ნინო  ლაცაბიძე, ნატა სულაქველიძე, თეკლა გაჩეჩილაძე, ნინი ჩუბინიძე, ნიკოლოზ მანჯავიძე       ლილე ფცქიალაძე, ნინო ლომსაძე, მარიამ მაღრაძე   და ხარაგაულის სამუსიკო  სკოლის     აღზრდილი- სალომე კვირიკაშვილი.   მაყურებელთა თხოვნით მიუზიკლი ,,კონკია“ პარასკევს, 15 საათზე განმეორებით იქნება ნაჩვენები. დასწრება თავისუფალია.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/auqcioni/asdasdgsdg44asd_1asd%20(1).jpg
21/09/2023 18:37

ყურადღება აუქციონი!!!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩა N84-ის მიმდებარე 36.01.31.1986 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 80 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზნით აუქციონი ცხადდება. აუქციონი 2023 წლის 21 სექტემბერს 13.00 საათზე დაიწყება და 2023 წლის 5 ოქტომბერს 13.00 საათზე დასრულდება. ბრძანება  აუქციონის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს ვებ-გვერდზე: www.eauction.ge ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sdcb_2.jpg
20/09/2023 19:00

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, დადებითი რეკომენდაცია გაეწია და მაღალთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა ერთ პირს. შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკურმა პირმა მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. განცახადებას თან უნდა დაერთოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში 9 თვის ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კომისია ორი თვის განმავლობაში შეისწავლის საკითხს. ხარაგაულის „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ თავმჯდომარე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, სამსახურის უფროსი, ინგა ლურსმანაშვილი გახლავთ. მოადგილე - იურიდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თამარ სულაქველიძე; სხდომის მდივანი - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნინო ფერაძე; საბჭოს წევრები: ინგა თურქაძე - შიდა აუდიტისა და მონიტორიგის სამსახურის , შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი გივი თხელიძე - მერის მრჩეველი შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 11 სოფელი შედის: გოლისი, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა, ნუნისი, პატარა სახვლარი, ზვარე, ჩრდილი, გედსამანია, წიფა, ბჟინევი. გაეცანით ოქმს
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/auqcioni/asdasdgsdg44asd_1asd%20(1).jpg
20/09/2023 18:38

ყურადღება აუქციონი!!!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მოლითში მდებარე 36.17.34.450 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 150 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზნით აუქციონი ცხადდება. აუქციონი  2023 წლის 21 სექტემბერს 13.00 საათზე დაიწყება  და  2023 წლის 5 ოქტომბერს 13.00 საათზე დასრულდება.   ბრძანება აუქციონის გამოცხადების შესახებ   ინფორმაცია განთავსდეს ვებ-გვერდზე: www.eauction.ge.   ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/auqcioni/asdasdgsdg44asd_1asd%20(1).jpg
20/09/2023 18:38

ყურადღება აუქციონი!!!

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩა N52-ში მდებარე 36.01.31.467 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 92 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზნით აუქციონი ცხადდება. აუქციონი 2023 წლის 21 სექტემბერს 13.00 საათზე დაიწყება და 2023 წლის 5 ოქტომბერს 13.00 საათზე დასრულდება. ბრძანება  აუქციონის გამოცხადების შესახებ  ინფორმაცია განთავსდეს ვებ-გვერდზე: www.eauction.ge ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Artboard%201.jpg
20/09/2023 14:03

ხუთი 100% - იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი ხარაგაულიდან

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის , ბრძანების საფუძველზე, წელს პირველად, ხარაგაულის მერია ხარაგაულელ სტუდენტებს , რომლებმაც 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს ,ფულად ჯილდოს გადასცემს. ფულად ჯილდოს 100%-იანი, 70 %-იანი და 50%-იანი გრანტის მფლობელები მიიღებენ. წელს ხარაგაულში სკოლა 195- მა მოსწავლემ დაამთავრა.სტუდენტი  105 კურსდამთავრებული გახდა. მათ  შორისაა, ხუთი 100%-იანი, ერთი 70%-იანი და ცამეტი 50%-იანი სასწავლო გრანტის მიმღები. 100% - იანი გრანტის მფლობელები გახდნენ: ბორის საჯარო სკოლა პანსიონის მოსწავლე - გიგა ბერაძე - შპს-თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია - 100 % ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე - ნია ფოფხაძე - თავისუფალი უნივერსიტეტი/ საერთაშორისო სამართალი - 100% ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე - არმაზ შავიძე - თსუ/ჟურნალისტიკა - 100 % ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე - ნინო ქალდანი - თსუ/ფსიქოლოგია - 100 % ბორის საჯარო სკოლა პანსიონის მოსწავლე - ლიზი ავალიშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - 100 % ხარაგაულის მერია ულოცავს თითოეულ მათგანს მიღწეულ შედეგს და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს!  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/375952705_6989175334446662_8246356910830091994_n_1.jpg
20/09/2023 12:05

,,ოდეონი“ - სპარტაკ ლაცაბიძის საკონკურსო ნამუშევარი საუკეთესო სამეულშია

  ხარაგაულელი პოეტის, მერის წარმომადგენლის მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სპარტაკ ლაცაბიძის საკონკურსო ნამუშევარი ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო სამეულში მოხვდა. რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით და ძალისხმევით ტრადიციული  ლიტერატურული კონკურსი  ,,ოდეონი“ წელს მე-14 გაიმართა. კონკურსში 17 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას. სპარტაკ ლაცაბიძე: ,,ოდეონში მესამედ მივიღე მონაწილეობა.  ისე შევეჩვიე ამ კონკურსს, რომ არ აქვს მნიშვნელობა საპრიზო ადგილს მოვიპოვებ თუარა, ეს დღე  დღესასწაულივითაა ჩემთვის.  ქალბატონი იზა ისეთ გარემოს შემოგვთავაზებს ხოლმე, რომ უკვე ჯილდო და საჩუქარია იქ ყოფნა,ასევე ველი ახალი ნიჭიერი საზოგადოების გაცნობას და საინტერესო თემას. ძალიან მაგარი პროექტია და ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა ქალბატონ იზას, მამუკა ჭიპაშვილს და ჟიურის გაწეული საპასუხისმგებლო შრომისთვის.” ლიტერატურულ კონკურს " ოდეონის " მესამე ადგილის მფლობელ __ სპარტაკ ლაცაბიძის ნამუშევარი   სამრეკლო მზის სხივმა მთებს შუა,შეაღო კარები, დრო მოდგა,ნისლები ზეცისკენ გარეკოს, იღვიძებს და სოფელს აღვიძებს ზარები, იღვიძებს დიდებით,ლოცვის ხმა სამრეკლოს. რეკავს და ფიქრები წარსულზე მოება, (შრებიან ფრესკები,გუმბათზე ნახატი) უნახავს ნაცრამდე დასული დროება და ისევ აღმდგარი ტაძართა ღაღადი. ყოფილა უძილო ღამეთა ამტანი, ყოფილა სოფლისთვის ხმალი და ქარქაში, მრავალჟამს დაღლილი ჰქონია ცხრათვალი და ქვეყნის ბედისთვის გაჰქონდა განგაში. მტერი თუ უნახავს წარსულში პირისპირ, დღეს ,,თეთრი ძაფით'' ჩანს სიავე ნაკერი, იცის რომ განზრახვას ფარულად ირიბის, დახვდება ჯვარით და ლოცვანით კანკელი. სურს ცოდვილს გაუხსნას უფლისკენ სამანი, სურს ლოცვა_ვედრება ზეცამდე არეკლოს და ღმერთს და კაცს შორის კვლავ შუამავალი, მოუხმობს სინანულს ტაძარში სამრეკლო. ზარის ხმა ედება,მინდვრებს და ქვაფენილს, ღვთის მადლის ლოცვით და გალობით მომფენი და ლოცვას აისზე მრევლისთვის გაფენილს, დუმილში პირჯვარით პასუხობს სოფელი. მზის სხივმა მთებს შუა შეაღო კარები, დრო მოდგა,ნისლები ზეცისკენ გარეკოს, იღვიძებს და სოფელს აღვიძებს ზარები, იღვიძებს დიდებით,ლოცვის ხმა სამრეკლოს.   ლიტერატურული კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ლინა ბარათაშვილი, იზა ბუაჩიძე – პედაგოგი, ფილოლოგი, მარინე ვეფხვაძე – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ეკა მელქაძე – ისტორიკოსი, კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგი, ვალერი გოგნაძე – პოეტი.   რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით,   ლიტერატურული თეატრის დიდი მეგობარის,  ღირსეული ხარაგაულელის დახმარებით და თანადგომით  ოდეონელთა ნაშრომები წიგნად გამოიცემა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/375969143_6989169444447251_4630359812549217344_n.jpg
20/09/2023 12:04

,,ადამიანებო, გამოფხიზლდით!“ - ნათია ხიჯაკაძის საკონკურსო ნამუშევარი, ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო სამეულში მოხვდა

ლეღვნის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგის, ნათია ხიჯაკაძის საკონკურსო ნამუშევარი, ლიტერატურული კონკურსის ,,ოდეონის“ ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო სამეულში მოხვდა. ,,წლებია უკვე რაც ოდეონის დიდი გულშემატკივარი ვარ, თუმცა მონაწილეობა წელს პირველად მივიღე. ქალბატონ იზას უდიდესი ნიჭი აქვს, რომ ყოველი დღე დღესასწაულად აქციოს, მაგრამ ეს დღე ნამდვილად გამორჩეული იყო, ზღაპრული გარემო და უნიჭიერესი ადამიანები. ვთვლი, რომ ოდეონი მხოლოდ ლიტერატურული კონკურსი არაა,ეს არის უდიდესი სიყვარულის, სითბოს , ადამიანური ურთიერთობების ზეიმი. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივი და ბედნიერებაა მერქვას ოდეონელი” - გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას ნათია ხიჯაკაძე. წელს ლიტერატურული კონკურსის, საკონკურსო თემა  ,,სამრეკლო" გახლდათ. გთავაზობთ,   საკონკურსო ნამუშევარს.      უკვე  მილიარდობით წელი იყო, რაც ასე შეუჩერებლად მიჰქროდა უსასრულო გალაქტიკაში. მიჰქროდა და მიაქანებდა სიცოცხლის პაწაწინა ნაპერწკალს..ხანდახან გული ეკუმშებოდა, უზარმაზარ პლანეტებსა და ვარსკვლავებს რომ გვერდს ჩაულიდა. - რა პატარა ვარ მათთან შედარებით!-გაუელვებდა წამიერად,მაგრამ უმალვე უკუაგდებდა გულისტკივილს:-როგორ შეიძლება შევენატრო ქვის უსიცოცხლო ბურთს ან გავარვარებულ მნათობს,მე ხომ ყველაზე საოცარი,სიცოცხლე მარგუნა  სამყარომ...     წლებს არ ითვლიდა,არც საუკუნეებს,არც სიბერეზე უფიქრია არასოდეს,მაგრამ ბოლო დროს რაღაც უცნაური განცდა დაეუფლა,თითქოს სული შეეხუთა,გულზე მარწუხებივით შემოეჭდო აუხსნელი შიში.გრძნობდა,რომ საკუთარი სხეულის დამორჩილება უჭირდა.     -რა იყო ეს უზარმაზარი ტალღები და ქარიშხალი,რამ გაგაბრაზა და გაგაბოროტა ასე?-საყვედურით წასჩურჩულა ოკეანეს.    -შშშხხ!-წაიდუდუნა პასუხად ოკეანემ და პოლიეთილენის ბოთლების უზარმაზარი გროვა გარიყა სანაპიროზე.    -ფუჰ,რა სიბინძურეა!-ჩაესმა დედამიწას.ახალგაზრდა  წყვილმა ადგილი მოინაცვლა,სანაპიროზე კი ,ძველ ადგილას,ლუდის ცარიელი ქილები და ორცხობილის შეფუთვები დარჩა.თვალი აარიდა დედამიწამ...    -თქვენ რაღა გატირებთ ამ ბოლო დროს ასე გაუჩერებლად?-ახლა მყინვარებს ააყოლა თვალი გულისტკივილით.    -ეეეჰ!-არც თუ ისე ცივი ჰაერი ამოისუნთქეს მყინვარებმა და ცრემლებით სავსე, სევდიანი თვალებით გადახედეს მტვრისა და გამონაბოლქვის ნისლში ჩაძირულ უზარმაზარ მეგაპოლისებს.გული მოეწურა დედამიწას,რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ უეცრად მწველი ტკივილი იგრძნო. -ისევ ცეცხლი!-გაუელვა წამიერად.ვერა და ვერ მოიშუშა ამდენი დამწვრობის კვალი.-ალბათ,ისევ კოცონი დარჩათ ჩაუქრონელი , ანდა, სულაც ვიღაცის გასროლილი სიგარეტის ნამწვის ბრალია.-ამოიკვნესა გულდამწვარმა.კვამლით სულშეხუთულმა ტკივილის გასაქარვებლად თითქოს ბრუნვას უმატა,მაგრამ...-დრრრრ!!!- ისევ ეს წყეული ბურღი!სად მოძვრებით,სად?! გული მაინც დამიტოვეთ მთელი,თქვენ დალოცვილებო!-ამოიგმინა საბრალოდ და უეცრად საოცარი შიში იგრძნო,ჯერ არგანცდილი და შემაძრწუნებელი,ყველაზე ძვირფასის-სიცოცხლის დაკარგვის შიში.მიხვდა,რომ დუმილის დრო აღარ იყო...      იძვროდა მიწა.ქარიშხალს ზვირთებად მოჰქონდა ოკეანის უზარმაზარი ტალღები.მწვერვალებიდან თავბრუდამხვევი სისწრაფით მოექანებოდა ზვავები.ზეცას ლოკავდა ტყეებიდან ავარდნილი ცეცხლის ალი...    ერთხმად რეკავდა დედამიწის ყველა სამრეკლო: ადამიანებო,გამოფხიზლდით! გამოფხიზლდით! გამოფხიზლდით!   რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით და ძალისხმევით ტრადიციული  ლიტერატურული კონკურსი  ,,ოდეონი“ წელს მე-14 გაიმართა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ლინა ბარათაშვილი, იზა ბუაჩიძე – პედაგოგი, ფილოლოგი, მარინე ვეფხვაძე – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ეკა მელქაძე – ისტორიკოსი, კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგი, ვალერი გოგნაძე – პოეტი. რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით,   ლიტერატურული თეატრის დიდი მეგობარის,  ღირსეული ხარაგაულელის დახმარებით და თანადგომით  ოდეონელთა ნაშრომები წიგნად გამოიცემა.  
სრულად