სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6201.JPG

დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართა

სხდომაზე მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსმა, გივი კურტანიძემ

საკრებულოს წევრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვის უზრუნველსაყოფად საგრანტო პროექტის - „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“-ს ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირისაგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობით გრანტის მისაღებად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის მოთხოვნით მიმართა.

ხარაგაულის მერია პროექტ  „შემოქმედებითი კომპასის“ პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია „შემოქმედებითი კომპასი“ 4-წლიანი პროექტია და საქართველოს რეგიონული, განსაკუთრებით კი - ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტი საქართველოს რეგიონებში ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვას ითვალისწინებს.

 კონკურსში 50  მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა,საიდანაც 35 მუნიციპალიტეტის მერია შეირჩა, რომლებიც ფიზიკურ ინფრასტრუქტურას აპრილისა და მაისის თვეებში აღნუსხავენ.

პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს, რათა მუნიციპალიტეტმა საგრანტო პროექტის  -,,შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ -ს ფარგლებში კულტურის, შემოქმედებითი თუ  სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვა  უზრუნველყოს.

სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 01 აპრილის N69. 69240926 განკარგულებაში „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების

ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

საკითხი საკრებულოს წევრებს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა, ბესო ჭიპაშვილმა წარუდგინა.

ნანახია: 524 - ჯერ