სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ess.jpg
17/10/2023 10:34

პლენერი ,,გამა“ - მხატვრები ხარაგაულის სოფლების დასახატად

ხარაგაული 14-15 ოქტომბერს,  ტრადიციულ სამხატვრო პლენერს ,,გამა” მასპინძლობდა. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი პლენერს პირველივე დღეს შეუერთდა. რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, სამხატვრო პლენერის იდეის ავტორის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით წელს პლენერში 36 მხატვარი და 3 ფოტოხელოვანი იღებდა მონაწილეობას. პლენერის გახსნა 14 ოქტომბერს ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში გაიმართა, საიდანაც მხატვრები  ხარაგაულის სოფლებში გადანაწილდნენ. იზა ვეფხვაძე: ,,პლენერის თითოეული მონაწილისთვის ეს იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილებების დღეები. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ხარაგაულში პლენერის მასპინძელ ოჯახებს: თამაზ ცისკაძეს. კიაზო გამრეკელაშვილს, ფრიდონ გლუნჩაძეს, თემურ ბაბლიძეს , ვანო ბარბაქაძეს, ბახვა სამხარაძეს, დავით კიკნაძეს, კობა ყრუაშვილს, გიგა შერგელაშვილს,  ნანა ბუაჩიძეს, კუკური მდინარაძეს, დავით ბუხნიკაშვილს,  მზექალა გლუნჩაძეს, ლეო ფანჯარაძეს, სოფლის რწმუნებულებს და დეპუტატებს: ვერა ოდიკაძეს, თამაზ ჭიპაშვილს, ვეფხია ვეფხვაძეს,   კახა კვინიკაძეს. ხარაულმა მასპინძლობის მასტერკლასი ჩაატარა“. კობა ლურსმანაშვილი მხატვრებს მასპინძელ ოჯახებში ესტუმრა, მათ შემოქმედებით პროცესს უშუალოდ დაესწრო, და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ხელოვანებს დაინტერესებისთვის და პლენერში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა . შექმნილი ნამუშევრები ტრადიციულად საჩუქრად  ლიტერატურულ თეატრს გადაეცა. სამხატვრო პლენერ " გამა 2023" მონაწილე მხატვრები და ფოტოხელოვანები გახლდნენ: მხატვრები: შალვა გერაძე, ალექსანდრე ციხელაშვილი, ლადო თევდორაძე, ალექსანდრე თოდუა, გურამ მღებრიშვილი, ნინო ხარატიშვილი, ხათუნა სონღულაშვილი, ნუგზარ თამარაშვილი, დავით ფიცხელაური,ნუგზარ ლაცაბიძე, თემურ თადუმაძე, ლევან გოგიტაძე, კახა ცხვარაძე, ქეთი ჯავახიძე, ლია მინდიაშვილი, ბესო გინტური, გოჩა გინტური, შალვა ფაჩოშვილი, ნინო ამირანაშვილი, ნონა კოკაია, ია არსენიშვილი, მანანა გოგოჭური, ქეთი კავილაძე, შოთა ურგებაშვილი, მალხაზ მარღიშვილი, გიზო ხუბუა, მალხაზ კაკაბაძე,  რომეო ლეკვეიშვილი, ზეინაბ ბუაჩიძე,  რუსუდან ფოჩხუა,  მზექალა ბერძენიშვილი,  ირმა მერაბიშვილი, ზაურ დეისაძე. ფოტოხელოვანები: ბადრი ვადაჭკორია,  ნინო ჯაჯანიძე, ბაბუა ალუდაური. მუსიკალური ნაწილი: მაყვალა ხორბალაძე --  კომპოზიტორი, კონცერტმეისტერი; ბაია გრიგოლია- საოპერო მომღერალი; ირმა ბერძენიშვილი -- საოპერო მომღერალი; თამარ ლობჟანიძე -- საოპერო მომღერალი; სამხატვრო პლენერი ,,გამა“ ხარაგაულში წელს მეშვიდედ იმართება. ხარაგაულის ულამაზეს სოფლებში ცნობილი მხატვრების მიერ 150-ზე მეტი  მხატვრული ტილო შეიქმნა. გასულ წელს ეს ნამუშევრები გამოფენილ იქნა თბილისში,  სამხატვრო გალერეაში, გამოფენას ასევე  ესწრებოდნენ პლენერის მონაწილე მხატვრები.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/es_7.jpg
13/10/2023 15:46

კობა ლურსმანაშვილმა მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო ეროვნული გმირის  მონუმენტი და  საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ხსოვნას პატივი მიაგო. კობა ლურსმანაშვილი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი ახალგაზრდებს მერაბ კოსტავას, როგორც ეროვნული გმირის და ლიდერის შესახებ ესაუბრა. კობა ლურსმანაშვილი: ,,ყველამ უნდა მივიღოთ სამაგალითოდ მერაბ კოსტავას ცხოვრება, მისი განვლილი გზა და გმირობა. დღევანდელ დღეს ჩვენ ერთნაირად გვეუფლება ტკივილიც და სიამაყეც,  ის იყო  შეუვალი და უკომპრომისო ლიდერი, როდესაც საქმე საქართველოს ინტერესებს და დამოუკიდებლობას ეხებოდა. მერაბ კოსტავა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ვარ ბედნიერი, რომ ვარ იმ ადამიანთაგან ერთ -ერთი, რომელიც მასთან ერთად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მერაბ კოსტავა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია თაობებიდან თაობებს გადავცეთ ეს ეროვნული სულისკვეთება“. 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისკენ  მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია - ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მამულიშვილი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_6.png
12/10/2023 20:01

16 ოქტომბერს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ბიურის წევრები დღის წესრიგის მიხედვით ოთხი საკითხის ირგვლივ იმსჯელებენ.                                                             საკითხთა ნუსხა      ა(ა)იპ "ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების"- ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                        მომხს: ოთარი ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში                                                                                                        მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 3 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო  - საბიუჯეტო  სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                        მომხს: ვლადიმერ გელაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                         მომხს: ვლადიმერ გელაშვილი   5.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2024 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების  შესახებ                                                                                                         მომხს: პეტრე შარიქაძე    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/GAMA1_1.png
10/10/2023 20:32

ვინ მიიღებს მონაწილეობას 14-15 ოქტომბერს სამხატვრო პლენერში ,,გამა“

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, 14-15 ოქტომბერს, ხარაგაულში ტრადიციულ სამხატვრო პლენერს ,,გამა" გამართავს. მასში მონაწილეობას მხატვრებთან ერთად ფოტოხელოვნებიც მიიღებენ. სამხატვრო პლენერის იდეის ავტორის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით პლენერის გახსნა 14 ოქტომბერს ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში გაიმართება. მხატვრები ხარაგაულის სოფლებში განაწილდებიან და 2 დღის განმავლობაში ხარაგაულის ხედებს დახატავენ. 15 ოქტომბერს ნამუშევრების გამოფენა და პლენერის საზეიმო დახურვა გაიმართება. შექმნილი ნამუშევრები ტრადიციულად საჩუქრად ლიტერატურულ თეატრს გადაეცემა. პლენერ ,,გამა 2023" მხატვართა და ფოტოხელოვანთა რეგისტრაცია დასრულდა. სამხატვრო პლენერ " გამა 2023" მონაწილე მხატვრები და ფოტოხელოვანები; მხატვრები: 1. შალვა გერაძე 2. ალექსანდრე ციხელაშვილი 3. ლადო თევდორაძე 4.ალექსანდრე თოდუა 5. გურამ მღებრიშვილი; 6. ნინო ხარატიშვილი 7.ხათუნა სონღულაშვილი 8.ნუგზარ თამარაშვილი 9.დავით ფიცხელაური 10.ნუგზარ ლაცაბიძე 11.თემურ თადუმაძე 12.ლევან გოგიტაძე 13. კახა ცხვარაძე 14. ქეთი ჯავახიძე 15.ლია მინდიაშვილი 16. ბესო გინტური 17.გოჩა გინტური 18.შალვა ფაჩოშვილი 19. ნინო ამირანაშვილი 20. ნონა კოკაია 21.ია არსენიშვილი 22.მანანა გოგოჭური 23. ქეთი კავილაძე 14.შოთა ურგებაშვილი 15.მალხაზ მარღიშვილი 16. გიზო ხუბუა 17.მალხაზ კაკაბაძე 18. რომეო ლეკვეიშვილი 19. ზეინაბ ბუაჩიძე 20. რუსუდან ფოჩხუა 21. მზექალა ბერძენიშვილი 22. ირმა მერაბიშვილი 23. ზაურ დეისაძე ფოტოხელოვანები 1. ბადრი ვადაჭკორია 2. ნინო ჯაჯანიძე 3. ბაბუა ალუდაური მუსიკალური ნაწილი: მაყვალა ხორბალაძე -- კომპოზიტორი, კონცერტმეისტერი; ბაია გრიგოლია- საოპერო მომღერალი; ირმა ბერძენიშვილი -- საოპერო მომღერალი; თამარ ლობჟანიძე -- საოპერო მომღერალი; პლენერის პროგრამა: 14 ოქტომბერი, შაბათი 8.00 __ გამომგზავრება თბილისიდან / დიდუბის ზედა სადგური/ 10.30 __ სოფელ უბისაში შესვენება 15 წუთით. გამასპინძლება იმერული ხაჭაპურით. 11. 30. __ სამხატვრო პლენერის გახსნა / ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკი/, პლენერის ჰიმნის შესრულება, დროშის აღმართვა. 12.00 __ 12.30 __ მხატვრების განაწილება იმერულ სტუმართმოყვარე ოჯახებში. 14. 00 _ სადილი მასპინძელ ოჯახებში. 15. 00 _ მხატვრები შეუდგებიან ხატვას. 15 ოქტომბერი, კვირა 14.00 __ მასპინძელი ოჯახები უზრუნველყოფენ მხატვართა დაბრუნებას შექმნილ ნამუშევრებთან ერთად პლენერის დახურვის ადგილზე . 14. 00 -- 17.00 _. ნამუშევრების გამოფენა, პლენერის საზეიმო დახურვა. 17.00 __ 18.00 __ საზეიმო ვახშამი ღია ცის ქვეშ 19.00 _ გამგზავრება ხარაგაულიდან. სამხატვრო პლენერი ,,გამა“ ხარაგაულში წელს მეშვიდედ იმართება. ხარაგაულის ულამაზესს სოფლებში ცნობილმა მხატვრების მიერ 150-ზე მეტი მხატვრული ტილო შეიქმნა. გასულ წელს ეს ნამუშევრები გამოფენილ იქნა თბილისში, სამხატვრო გალერეაში, გამოფენას ასევე ესწრებოდნენ პლენერის მონაწილე მხატვრები.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_2.png
10/10/2023 19:09

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

ხარაგაულში, კინოთეატრის მიმდებარედ, მდინარე ჩხერიმელას ნაპირის დამცავი კედლის მოწყობისა და კინოთეატრის დაზიანებული კედლის აღდგენა/რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა   შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT230020068   შესყიდვის სტატუსი გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 04.10.2023 17:56 წინადადებების მიღება იწყება 20.10.2023 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 25.10.2023 16:30 დაფინანსება 2023 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 664`418.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გათვალისწინებით კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები    45210000 - შენობების მშენებლობა    45243300 - ნაპირის გასამაგრებელი კედლების მშენებლობა   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ ფასების ცხრილი დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 კალენდარული დღე შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 7`500.00 GEL გარანტიის ოდენობა 6`644 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დ   დ ამატებითი ინფორმაცია    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9418.JPG
10/10/2023 16:48

 სოფელ საღანძილეში იჩქიტიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხარაგაულის მერიამ პროექტის განსახორციელებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 200 222 ლარი მიიღო. ბეტონის საფარი  გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთზე 1651 მეტრზე დაიგო. 2023  წელს  ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდმა 4 800 000 ლარით 35 პროექტი დააფინანსა. წლის ბოლომდე ახალი გზა 35 სოფელში რეაბილიტირდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_1.png
10/10/2023 16:38

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად საჭირო პლასტმასის გოფრირებული ორ შრიანი მილების შესყიდვა   შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT230020282 შესყიდვის სტატუსი გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 09.10.2023 11:25 წინადადებების მიღება იწყება 17.10.2023 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 20.10.2023 16:30 დაფინანსება 2023 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`300.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გათვალისწინებით კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  44100000 - სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  44160000 - მილსადენები, მილსადენი სისტემები/მილსადენების ქსელი, გარსაცმები, შლანგები და მათთან დაკავშირებული მასალები   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღე. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 50.00 GEL გარანტიის ოდენობა 43 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე       დამატებითი ინფორმაცია    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/56as65d_2.jpg
09/10/2023 18:16

ხარაგაულში დაბრუნებული მიგრანტებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება

ინფორმაცია ამის შესახებ მერის მოადგილეს, დავით დევდარიანს და მერის წარმომადგენლებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია" (IOM) წარმომადგენლებმა პაატა შარაშენიძემ, გიორგი ცხვედიანმა და ნათია ახალაიამ გააცნეს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია" (IOM) საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ბიზნეს-იდეის მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსს აცხადებს. ზოგადი ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განვითარების ფონდის (IDF) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტებს "გაუმჯობესებული შესაძლებლობები საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის" და "საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოსა და სომხეთში".   აღნიშნული პროექტების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციას და ადგილობრივი თემების გაძლიერებას ეკონომიკური და სათემო ინიციატივების მხარდაჭერით. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის ბიზნეს-გრანტების გაცემას ისეთი ბიზნეს-იდეის თანადაფინანსებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც დაბრუნებული მიგრანტის რეინტეგრაციის ხელშეწყობის, ისე ადგილობრივი თემის განვითარებისა და თემის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით.   საგრანტო კონკურსი ცხადდებახარაგაულის, ჩოხატაურისა,  და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრები დაბრუნებული მიგრანტებისთვის.   ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:   საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:   ** არის საქართველოს მოქალაქე; ** ცხოვრობს და ბიზნეს-იდეის განხორციელებას აპირებს შესაბამისი (ჩოხატაურის, ხარაგაულის, ხონის) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე თემში/სოფელში; პრიორიტეტი მიენიჭებათ შემდეგი თემებში განსახორციელებელ იდეეს - დიდი ვანი, შუა სურები, ზემო სურები (ჩოხატაური), საღანძილე (ხარაგაული), ნახახულევი (ხონი). ** საზღვარგარეთ იმყოფებოდა 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით და საქართველოში (ნებაყოფლობით ან იძულებით) დაბრუნდა 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ. ** სურს დაბრუნების თემში/სოფელში დაიწყოს/განავითაროს ბიზნესი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მის რეინტეგრაციას, ისე მის თემში/სოფელში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ან/და თემის საჭიროებების დაკმაყოფილებას; ** ბიზნეს-იდეის განხორციელებას გეგმავს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (სხვა დაბრუნებულ მიგრანტთან ან დაბრუნების თემის/სოფლის სხვა მაცხოვრებელთან ერთად, რომელიც მზადაა მატერიალური, ფინანსური თუ სხვა სახის რესურსებით ბიზნესში თანამონაწილეობის მისაღებად. შესაძლებელია რამდენიმე ბიზნეს პარტნიორის მონაწილეობაც).   ბიზნეს-განაცხადების განხილვისა და შეფასების პროცესი:   ** შემოსული ბიზნეს იდეების წინასწარი შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სარგებელი თემისთვის (თემის საჭიროების დაკმაყოფილება); განმცხადებლის და პარტნიორ (ებ)ის გამოცდილება ბიზნესის სფეროში; ბიზნეს-იდეის განხორციელებისთვის არსებული წინაპირობები და საჭირო რესურსები; მოთხოვნილი საგრანტო რესურსის მიზნობრიობა; მოსალოდნელი ბიზნეს-რისკები და მათი თავიდან აცილების გზები. ** ბიზნეს-განაცხადის წინასწარი შეფასების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ადგილზე მონიტორინგი, რომლის შედეგები გათვალისწინებული იქნება იდეის/კონკურსანტ (ებ)ის შერჩევისას. ** შერჩეული კონკურსანტები გაივლიან ბიზნე-კონსულტაციებსა და ტრენინგს, რომელთა მიზანია ბიზნეს-იდეის დაზუსტებასა და ბიზნეს-გეგმის შედგენაში დახმარება. ** ბიზნეს გეგმებს განიხილავს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ შექმნილი სპეციალური საგრანტო კომისია. ბიზნეს-გეგმების შეფასების საფუძველზე შეირჩევა საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. ** საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პირებთან გაფორმდება ხელშეკრულება ბიზნეს-გეგმის რეალიზაციისათვის საგრანტო რესურსის გადაცემისა და გამოყენების პირობებზე. ** ბიზნეს-გეგმის განხორციელებისა და საგრანტო რესურსის მიზნობრივად გამოყენების პროცესზე IOM-ის მხრიდან განხორციელდება სისტემატური მონიტორინგი.   გრანტის ოდენობა და გამოყენების მიზნობრიობა:   ** ერთ ბიზნეს-გეგმაზე გრანტის ოდენობა შეადგენს 10 ათასიდან 20 ათასამდე ლარს. გრანტის კონკრეტული ოდენობა დამოკიდებულია ბიზნესის სახეობასა და მოსალოდნელ ეფექტზე (ადგილობრივი თემის საჭიროებების დაკმაყოფილებისა და/ან ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით). ** გრანტი შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ბიზნესის დაწყება/განვითარებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად. დაუშვებელია საგრანტო რესურსის გამოყენება მომუშავეთა ხელფასებისა და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფარად.   კონკურსში მონაწილეობის მსურველ (ებ)მა დაბრუნებულმა მიგრანტ (ებ)მა უნდა შეავსოს განაცხადის დართული ფორმა. სხვა სახით მიღებული განაცხადები არ განიხილება.   პირმა, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობის პირობებს, ბიზნეს-იდეის განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 31 ოქტომბრამდე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: psharashenid@iom.int   დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პაატა შარაშენიძეს. ელ ფოსტა: psharashenid@iom.int ; ტელეფონი: 577 28 05 79.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/384338913_276537148537152_4684541368246444677_n.jpg
09/10/2023 13:53

11 ოქტომბერს ბორითში ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო აქცია გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  მხარდაჭერით, 11 ოქტომბერს,  ბორითის  რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ბორითის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკაში,  სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის       დაავადებათა    კონტროლისა და საზოგადოებრივი     ჯანმრთელობის       ეროვნული ცენტრი  2023 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიბოს სკრინინგს გახორციელებს. სკრინინგის განმახორციელებელია შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი ჰერა აქცია 11 საათიდან დაიწყება. ბენეფიციარებს უფასო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. უფასო გამოკვლევებში შედის: ძუძუს კიბოს სკრინინგი:  40 - 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში ყოველ ორ წელიწადში ერთჯერ ან წინა გამოკვლევის დასკვნის შესაბამისად ექიმის გასინჯვა მამოგრაფიული გამოკვლევა  გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.   დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს, ტელ:    22 17 96    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xbxcx.jpg
06/10/2023 18:48

ხარაგაულის მერიამ სოფელ ლეღვანში ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა

ხარაგაულის მერიამ სოფელ ლეღვანში ეკლესიის უბნის გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი, შარიქაძეების უბანში გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთზე დაიგო. გზა 686 მეტრ მონაკვეთზე რეაბილიტირდა. სამუშაოებზე 110 ათას 360 ლარი დაიხარჯა. 2023  წელს  ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდმა 4 800 000 ლარით 35 პროექტი დააფინანსა. წლის ბოლომდე ახალი გზა 35 სოფელში რეაბილიტირდება.
სრულად