დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
ბიუროს წევრებმა,დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.
სხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს ,, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა ინფორმაცია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ,სოციალური სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ ისაუბრა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე,საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით კიკნაძემ კოლეგებთან 2025 წელს განსახილველ საკითხთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, ისაუბრა.
აღნიშნულ საკითხებს დეპუტატები 30 დეკემბერს , საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.