სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8269.JPG
27/05/2024 15:57

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

 კობა ლურსმანაშვილმა დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა. თათბირის მიმდინარეობისას მერმა , წარმომადგენლებს ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ხარაგაულის სერვის-ცენტრი ახალი ხელმძღვანელი, მამუკა არაბიძე და მთავარი ინჟინერი, ირაკლი კაპანაძე წარუდგინა.  კობა ლურსმანაშვილი: ,,მოქალაქეების მომსახურების ნაწილში ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, თქვენი გამართული მუშაობა, ჩვენი მოქალაქეების უწყვეტ და ხარისხიან მომსახურებას ნიშნავს. მინდა მოგილოცოთ და წარმატებები გისურვოთ. მერის წარმოადგენლები მზად არიან განიხილოთ ლოკალური პრობლემები თქვენთან ერთად. ვიცი რომ მზად ხართ, დროული რეაგირების მიზნით, ნებისმიერ ზარს უპასუხოთ, შესაბამისად იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება“. თათბირზე ხარაგაულის მერმა დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილა. როგორც მერმა განმარტა , პროექტები მზადაა. ,,მერიას სრული მზაობა აქვს დიდი მასშტაბის მქონე პროექტები განახორციელოს და თანხები აითვისოს. მიღებული დაფინანსება იმ პროექტების განხორცილებას მოხმარდება, რომელიც მერიამ უკვე შეისყიდა. თანხა ძირითადად კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დაიხარჯება. პრიორიტეტი იმ პროექტს მიენიჭება, რომლითაც მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს“- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. სხვადასხვა ფონდებიდან მიღებული დაფინანსების დროული ათვისების მიზნით ხარაგაულის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერები.  მთის ფონდიდან მიღებული დაფინანსებით , საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება სოფელ წიფასა და ზვარეში. საერთო ჯამში ორივე პროექტზე , 1 242 ათასი ლარი დაიხარჯება.  სტიქიების დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერები. ნახევარი მილიონი ლარი თეთრაწყაროში, გედსამანიასა და ახალსოფელში ცენტრალურ გზებზე არხის/ცხაურების მოწყობას მოხმარდება. მერმა თათბირზე ყურადღება სოფლის მხარდამჭერი პროექტების მიმდინარეობაზეც გაამახვილა, როგორც მერის მოადგილემ , დავით დევდარიანმა აღნიშნა, მთავრობის განკარგულება უკვე გამოვიდა, შემდეგი ეტაპი ხელშეკრულებების გაფორმება და სამუშაოების დაწყება იქნება.  დღესვე, კობა ლურსმანაშვილმა , მერის წარმომადგენლებს ახალი კოლეგა წარუდგინა , მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლად , ზურაბ ტაბატაძე დაინიშნა. იგი ამ დრომდე წარმომადგენლის თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა. სპარტაკ ლაცაბიძე , რომელიც მერის წარმომადგენელი გახლდათ მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში , მუშაობას კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილედ აგრძელებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8277.JPG
27/05/2024 15:49

,,ენერგო-პრო ჯორჯია’’-ს ხარაგაულის სერვის ცენტრს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

კობა ლურსმანაშვილმა დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა. თათბირის მიმდინარეობისას მერმა , წარმომადგენლებს ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ხარაგაულის სერვის-ცენტრი ახალი ხელმძღვანელი, მამუკა არაბიძე და მთავარი ინჟინერი, ირაკლი კაპანაძე წარუდგინა. კობა ლურსმანაშვილი: ,,მოქალაქეების მომსახურების ნაწილში ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, თქვენი გამართული მუშაობა, ჩვენი მოქალაქეების უწყვეტ და ხარისხიან მომსახურებას ნიშნავს. მინდა მოგილოცოთ და წარმატებები გისურვოთ. მერის წარმოადგენლები მზად არიან განიხილოთ ლოკალური პრობლემები თქვენთან ერთად. ვიცი რომ მზად ხართ, დროული რეაგირების მიზნით, ნებისმიერ ზარს უპასუხოთ, შესაბამისად იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება“.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8183.JPG
27/05/2024 11:12

26 მაისისადმი მიძღვნილი  ღონისძიება ხარაგაულში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კინოთეატრში , საზეიმო კონცერტით გაგრძელდა. ღონისძიებას ხარაგაულის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. საზეიმო კონცერტი, მუნიციპალიტეტის კულტურული და შემოქმედებითი ანსამბლების და მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიების დასასრულს, კობა ლურსმანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. კობა ლურსმანაშვილი: ,,საქართველომ დღემდე მრავალი ქარტეხილები გამოიარა, ჩვენს ქვეყანას ბევრჯერ ჰქონდა ძნელბედობის ჟამი, სწორედ ასეთი ბრძოლებით და თავდადებით მოვიდა ჩვენი ერი დღემდე. დიდებული ქართველების გმირობამ და სულისკვეთებამ მოგვიტანა ჩვენ თავისუფლება, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ და გონივრული ნაბიჯები გადავდგათ. ბრძოლა კვლავ გრძელდება, რომელიც ყოველთვის ქართველთა გამარჯვებით უნდა დაგვირგვინდეს, რამეთუ ჩვენ სხვა უფლება არა გვაქვს. საქართველოს დამოუკიდებლობაში განუზომელია ჩვენი სახელოვანი წინაპრების , დიდებული თანამედროვეების და თითოეული თქვენთაგანის წვლილი, რადგან დამოუკიდებლობა მუდმივად დასაცავი და მოსაფრთხილებელია. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ ძლიერ და ერთიან საქართველოში ცხოვრებას". დღესვე, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია მსვლელობა ჩხერის ციხეზე, რომელიც 16 საათზე დაიწყება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_7971.JPG
27/05/2024 11:11

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის  ლიდერის  მერაბ კოსტავას  პატივგების ცერემონია ხარაგაულში

ხარაგაულში, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პატივგების ცერემონიით დაიწყო. 26 მაისი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმდჯომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. ,,26 მაისი, განსაკუთრებულ და სიბოლურ დატვირთვას ატარებს. ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას და ასევე პატივს მივაგებთ, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, ეროვნული ინტერესების მატარებელი ადამიანის, მერაბ კოსტავას ხსოვნას. ვფიქრობ, თითოეული ქართველისთვის ის გახლდათ მაგალითი, როგორ უნდა იყო უკომპრომისო და შეუვალი, როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვარ იმ ადამიანთაგან ერთ -ერთი, რომელიც მასთან ერთად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მერაბ კოსტავას სახელი გაიგივებულია საქართველოს სიყვარულთან და ეს მუხტი და განწყობა თაობებს გადაეცემა"- აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა. 1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბორითთან ავტოავარიაში დაიღუპა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_5_1.png
20/05/2024 19:12

3 ივნისს საკრებულოს  მორიგი სხდომა გაიმართება

გაეცანით დღის წესრიგს:   ა(ა)იპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მამუკა ჭიპაშვილი   ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: რევაზი შერგელაშვილი   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი   ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_3_3.png
20/05/2024 18:37

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროში რამაზი ლურსმანაშვილის სახლის მიმდებარედ სანიაღვრე არხის, სოფელ გედსამანიაში ბაკური ბლიაძის სახლის მიმდებარედ გზაზე არხის/ცხაურის და სოფელ ახალსოფლის ცენტრალურ გზაზე არხის/ცხაურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240009811   შესყიდვის სტატუსი გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 20.05.2024 13:01 წინადადებების მიღება იწყება 28.05.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 31.05.2024 13:30 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19`981.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები    45247110 - არხის მშენებლობა   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 კალენდარული დღე. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 300.00 GEL გარანტიის ოდენობა 200 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0208.JPG
20/05/2024 11:21

ხარაგაულში ბოლო ზარი  155 მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში, დღეს ბოლო ზარი დაირეკა.  საზეიმო განწყობას , ადგილობრივი ხელისუფლების და საგანმანათლებლო სფეროს  წარმომადგენლებთან ერთად დილიდან შეუერთდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი. დღეს ბოლო ზარი 155 მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკა. მათგან 32 ოქროს და 7 ვერცხლის მედალის მფლობელია. დღეს სკოლებში ცოდნის სამყაროსკენ ,  ასევე გზა დაულოცეს მომავალ პირველკლასელებს. ახალ სასწავლო წელს, ხარაგაულში, 161 პირველკლასელი შეაღებს სკოლის კარს.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_3_1.png
17/05/2024 20:45

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სოციალური პირობების გაუმჯოსების მიზნით და მგზავრობის შეღავათიანი ტარიფების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება მძღოლთან ერთად მომსხაურების შესყიდვა დანართი N1-ის შესაბამისად. (დაბა ხარაგაულიდან სოფელ ლეღვნის მიმართულებით).     ​ შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240009568   შესყიდვის სტატუსი გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 15.05.2024 14:44 წინადადებების მიღება იწყება 21.05.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 23.05.2024 16:00 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8`540.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გათვალისწინებით კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  60100000 - საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  60100000 - საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები    60170000 - სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება მძღოლთან ერთად   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და ფასების ცხრილი დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 90.00 GEL გარანტიის ოდენობა 85 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_5.png
16/05/2024 12:00

20 მაისს ბიუროს სხდომა გაიმართება

სხდომაზე 3 ივნისის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს განიხილავენ.   დღის წესრიგი: ა ( ა ) იპ " კულტურის და ხელოვნების ცენტრი ს“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს:   მამუკა ჭიპაშვილი                                                                                                                                 ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ს“ ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                             მომხს: რევაზი შერგელაშვილი                                                                                   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი              ვარლამ ჭიპაშვილი ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/9f656967-7626-466b-af53-9529c696ef1e.png
04/05/2024 15:58

აღდგომის დღესასწაულზე ხარაგაულის მერია 700 ბენეფიციარს დაეხმარა

ხარაგაულის მერიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დახმარება 700 ბენეფიციარს გაუწია. პროგრამის ბიუჯეტი 60 ათასი ლარია. აღნიშნული თანხით დახმარება გაეწია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს, უსინათლოებს, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს ( მათ ვინც სახელმწიფო პროგრამაში ვერ მოხვდა). ასევე სააღდგომო ნობათი დაურიგდა სათნოების სახლის 160 ბენეფიციარს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:  ,,წელს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დახმარება გავუწიეთ იმ სეგმენტ ჯგუფის წარმომადგენლებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ. ესენი არიან,სხვადასხვა სოცილაური სტატუსის მქონე პირები, უსინათლოები, სათნოების სახლის ბენეფიციარები. ხარაგაულის მერია მთელი წლის მანძილზე ახორციელებს ზრუნვაზე ორიენტირებულ სოციალურ პოლიტიკას, ჩვენ ვცდილობთ , ჩვენი მოქალაქეებისთვის, შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ“. ხარაგაულის მერია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
სრულად