დავით დევდარიანი ამ პოზიციას 2020 წლიდან იკავებს. იგი აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში და ინფრასტრუქტურული მიმართულებით — მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესს კოორდინაციას უწევს.
„ვაგრძელებთ იმ საქმეს, რომელიც მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარების გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, თითოეული პროექტი რეალურად ასახავდეს მოსახლეობის საჭიროებებს და ხელს უწყობდეს ხარაგაულის თანმიმდევრულ განვითარებას,“ — განაცხადა დავით დევდარიანმა.