სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_17.png

20 ოქტომბერს ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა

20 ოქტომბერს ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა

20 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა შედგა, რომელზეც 4 საკითხი განიხილეს.

სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. 

განხილული საკითხები:

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში
    საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ანგარიში, რომელიც სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა წარმოადგინა.

  2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიშის განხილვა
    ბიუროს წევრებს ანგარიში გააცნო ინგა ლურსმანაშვილმა, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა.

  3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში
    ოთარი ბანცაძემ, ბიუროს წევრებს გასული პერიოდის მუშაობის შედეგები გააცნო.

  4. შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელის ანგარიშის განხილვა
    ლალი ალექსიძემ,ანგარიში წარმოადგინა სამუსიკო სკოლის საქმიანობის შესახებ.აღნიშნულ საკითხებს დეპუტატები 3 ნოემბერს , საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ.

ნანახია: 16 - ჯერ