სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_3_4_1.png
01/06/2024 19:13

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფაში, „ტუპიკის უბანში“, გზის დამცავი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240010530   შესყიდვის სტატუსი  გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 28.05.2024 14:39 წინადადებების მიღება იწყება 07.06.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 10.06.2024 16:30 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6`123.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები    45262620 - საყრდენი კედლები   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და ფასების ცხრილი დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 28 კალენდარული დღე. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 60.00 GEL გარანტიის ოდენობა 61 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8742.JPG
01/06/2024 15:19

ხარაგაულის მერიამ სამიზნე ჯგუფის ბავშვებისთვის სადღესასწაულო შოუ გამართა

დღეს ა(ა)იპ „სათნოების სახლის” - და მერიის სოციალური სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების მხარდაჭერით, სამიზნე ჯგუფის მოზარდებისთვის,  სადღესაწაულო შოუ გაიმართა.   ბავშვებს საზეიმო განწყობა ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. პატარებს  საჩუქრები გადასცეს წითელი ჯვრი საზოგადოების მოხალისეებმა. ღონისძიებაზე მყოფმა დამსწრე საზოგადოებამ ბავშვების მხიარულება, დადებითი ემოციები და სადღესასწაულო განწყობა გაიზიარეს. ხარაგაულის მერია გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ნინოობას!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8475%20veb.jpg
01/06/2024 12:17

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა 1 ივნისისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხარაგაულში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საზეიმო კონცერტით დაიწყო. კონცერტის თემა  კინომუსიკა გახლდათ. საესტრადო სიმღერების წრის მოსწავლეებმა სიმღერები შეასრულეს  ქართული კინოფილმებიდან. ლიტერატურული თეატრის წრის მოსწავლეებმა ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ფილმებიდან წარმოადგინეს სცენები. შესრულდა მხატვრული კომპოზიციები.  კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ბორის სკოლა პანსიონთან არსებული მოსწავლეთა სახლის ხალხური სიმღერებისა და საკრავების წრე. დღეს ხარაგაულის მოსწავლე - ახალგაზრდობის  სახლის დაარსებიდან  72 წელი შესრულდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/konk1.jpg
29/05/2024 11:38

ლიტერატურული თეატრი ახალგაზრდულ ,,ოდეონზე“ გიწვევთ

ლიტერატურული  კონკურსი ახალგაზრდული „ოდეონი“ წელს მეორედ გაიმართება. ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, კონკურსი 2 ივნისს ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში 10.00 საათზე დაიწყება და  18.00 საათზე დასრულდება. მონაწილეთა რეგისტრაცია დაწყებულია, რომელიც  31 მაისს, 14.00 საათზე დასრულდება. მონაწილეთა ასაკი 12_ 21 წელი იქნება. „ოდეონში“ მონაწილეობის მიღება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შემოქმედ მოსწავლეებს და  ახალგაზრდებს შეუძლიათ. საკონკურსო თემა კონკურსის დაწყების წინ გამოცხადდება. კონკურსის შედეგებს ჟიური (თავმჯდომარე ლინა ბარათაშვილი) შეაფასებს.  ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო ნაშრომს. შედეგები  კონკურსის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება. „ოდეონში“ მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელს იზა ვეფხვაძეს, ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 557 19 23 32;      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_3_4.png
28/05/2024 08:11

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. მაქათუბანში, ფეხბურთის მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240010454   შესყიდვის სტატუსი გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 27.05.2024 17:23 წინადადებების მიღება იწყება 04.06.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 07.06.2024 14:30 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25`344.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  45100000 - სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  45100000 - სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები    45112720 - სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი ტერიტორიების მოწყობის სამუშაოები   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და ფასების ცხრილი დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 კალენდარული დღე. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 250.00 GEL გარანტიის ოდენობა 253 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია       დაფინანსება 100%  - ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_3_5.png
28/05/2024 08:11

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში მდ. ჩხერიმელაზე სტიქიისაგან დაზიანებული საფეხმავლო ბოგირის აღდგენის სამუშაოების შესყიდვა შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240010456   შესყიდვის სტატუსი  გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 27.05.2024 17:24 წინადადებების მიღება იწყება 04.06.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 07.06.2024 17:00 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17`833.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები    45221110 - ხიდების მშენებლობა   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 კალენდარული დღე. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 200.00 GEL გარანტიის ოდენობა 178 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია   2024 წლის 26 აპრილის N 615განკარგულება.   ​ 100%  - სახელმწიფო ბიუჯეტი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_833111221.jpg_1.png
27/05/2024 17:31

ზურაბ ტაბატაძე - მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად დაინიშნა

ორშაბათის თათბირზე, კობა ლურსმანაშვილმა , მერის წარმომადგენლებს ახალი კოლეგა წარუდგინა , მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლად , ზურაბ ტაბატაძე დაინიშნა. იგი ამ დრომდე წარმომადგენლის თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა. სპარტაკ ლაცაბიძე , რომელიც მერის წარმომადგენელი გახლდათ მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში , მუშაობას კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილედ აგრძელებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8269.JPG
27/05/2024 15:57

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

 კობა ლურსმანაშვილმა დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა. თათბირის მიმდინარეობისას მერმა , წარმომადგენლებს ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ხარაგაულის სერვის-ცენტრი ახალი ხელმძღვანელი, მამუკა არაბიძე და მთავარი ინჟინერი, ირაკლი კაპანაძე წარუდგინა.  კობა ლურსმანაშვილი: ,,მოქალაქეების მომსახურების ნაწილში ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, თქვენი გამართული მუშაობა, ჩვენი მოქალაქეების უწყვეტ და ხარისხიან მომსახურებას ნიშნავს. მინდა მოგილოცოთ და წარმატებები გისურვოთ. მერის წარმოადგენლები მზად არიან განიხილოთ ლოკალური პრობლემები თქვენთან ერთად. ვიცი რომ მზად ხართ, დროული რეაგირების მიზნით, ნებისმიერ ზარს უპასუხოთ, შესაბამისად იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება“. თათბირზე ხარაგაულის მერმა დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილა. როგორც მერმა განმარტა , პროექტები მზადაა. ,,მერიას სრული მზაობა აქვს დიდი მასშტაბის მქონე პროექტები განახორციელოს და თანხები აითვისოს. მიღებული დაფინანსება იმ პროექტების განხორცილებას მოხმარდება, რომელიც მერიამ უკვე შეისყიდა. თანხა ძირითადად კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დაიხარჯება. პრიორიტეტი იმ პროექტს მიენიჭება, რომლითაც მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს“- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. სხვადასხვა ფონდებიდან მიღებული დაფინანსების დროული ათვისების მიზნით ხარაგაულის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერები.  მთის ფონდიდან მიღებული დაფინანსებით , საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება სოფელ წიფასა და ზვარეში. საერთო ჯამში ორივე პროექტზე , 1 242 ათასი ლარი დაიხარჯება.  სტიქიების დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერები. ნახევარი მილიონი ლარი თეთრაწყაროში, გედსამანიასა და ახალსოფელში ცენტრალურ გზებზე არხის/ცხაურების მოწყობას მოხმარდება. მერმა თათბირზე ყურადღება სოფლის მხარდამჭერი პროექტების მიმდინარეობაზეც გაამახვილა, როგორც მერის მოადგილემ , დავით დევდარიანმა აღნიშნა, მთავრობის განკარგულება უკვე გამოვიდა, შემდეგი ეტაპი ხელშეკრულებების გაფორმება და სამუშაოების დაწყება იქნება.  დღესვე, კობა ლურსმანაშვილმა , მერის წარმომადგენლებს ახალი კოლეგა წარუდგინა , მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლად , ზურაბ ტაბატაძე დაინიშნა. იგი ამ დრომდე წარმომადგენლის თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა. სპარტაკ ლაცაბიძე , რომელიც მერის წარმომადგენელი გახლდათ მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში , მუშაობას კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილედ აგრძელებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8277.JPG
27/05/2024 15:49

,,ენერგო-პრო ჯორჯია’’-ს ხარაგაულის სერვის ცენტრს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

კობა ლურსმანაშვილმა დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა. თათბირის მიმდინარეობისას მერმა , წარმომადგენლებს ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ხარაგაულის სერვის-ცენტრი ახალი ხელმძღვანელი, მამუკა არაბიძე და მთავარი ინჟინერი, ირაკლი კაპანაძე წარუდგინა. კობა ლურსმანაშვილი: ,,მოქალაქეების მომსახურების ნაწილში ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, თქვენი გამართული მუშაობა, ჩვენი მოქალაქეების უწყვეტ და ხარისხიან მომსახურებას ნიშნავს. მინდა მოგილოცოთ და წარმატებები გისურვოთ. მერის წარმოადგენლები მზად არიან განიხილოთ ლოკალური პრობლემები თქვენთან ერთად. ვიცი რომ მზად ხართ, დროული რეაგირების მიზნით, ნებისმიერ ზარს უპასუხოთ, შესაბამისად იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება“.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8183.JPG
27/05/2024 11:12

26 მაისისადმი მიძღვნილი  ღონისძიება ხარაგაულში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კინოთეატრში , საზეიმო კონცერტით გაგრძელდა. ღონისძიებას ხარაგაულის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. საზეიმო კონცერტი, მუნიციპალიტეტის კულტურული და შემოქმედებითი ანსამბლების და მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიების დასასრულს, კობა ლურსმანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. კობა ლურსმანაშვილი: ,,საქართველომ დღემდე მრავალი ქარტეხილები გამოიარა, ჩვენს ქვეყანას ბევრჯერ ჰქონდა ძნელბედობის ჟამი, სწორედ ასეთი ბრძოლებით და თავდადებით მოვიდა ჩვენი ერი დღემდე. დიდებული ქართველების გმირობამ და სულისკვეთებამ მოგვიტანა ჩვენ თავისუფლება, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ და გონივრული ნაბიჯები გადავდგათ. ბრძოლა კვლავ გრძელდება, რომელიც ყოველთვის ქართველთა გამარჯვებით უნდა დაგვირგვინდეს, რამეთუ ჩვენ სხვა უფლება არა გვაქვს. საქართველოს დამოუკიდებლობაში განუზომელია ჩვენი სახელოვანი წინაპრების , დიდებული თანამედროვეების და თითოეული თქვენთაგანის წვლილი, რადგან დამოუკიდებლობა მუდმივად დასაცავი და მოსაფრთხილებელია. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ ძლიერ და ერთიან საქართველოში ცხოვრებას". დღესვე, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია მსვლელობა ჩხერის ციხეზე, რომელიც 16 საათზე დაიწყება.    
სრულად